სხვა იპოვე შენი გვარი და შენი წარსული - ინფორმაცია, რომელსაც საკუთარ ფესვებზე უნდა ფლობდე 2018, 29 ივნისი, 11:52 გვარი ადამიანის მემკვიდრეობით მიღებული საგვარეულო სახელია, რომელიც ძირითადად, მამისგან შვილზე გადადის. ზოგ ქვეყანაში გვარი დედისგან გადადის... ქართველების გვარი ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონებითაა დაყოფილი. ისინი სახელებისგან, მეტსახელებისგან ან წარმომავლობისგან შეიქმნა. გვინდა რამდენიმე მათგანის ისტორიასა და წარმომავლობას შევეხოთ, რომელიც იაკობ ახუაშვილის "ქართული გვარსახელების" მიხედვით არის მომზადებული. აბაშიძე – ერთ-ერთი გავრცელებული და ისტორიული გვარსახელია. ვახუშტი ბაგრატიონს მოხსენიებული აქვს იმერეთის წარჩინებულ და შემძლებელ თავადთა შორის, რომელებსაც ქართლშიც ჰქონდათ მამულები. საფუძვლად უდევს სახელი აბაშ, აბაში... ბოტკოველი – გვარადქცეული სადაურობის სიტყვა. გავრცელებულია თელავის რაიონში. ბოტკო სოფელია საგარეჯოს რაიონში; მოხსენიებულია თამარ მეფის 1202 წლის სიგელში შიომღვიმის მონასტრის მიდამოებში მდებარე სოფლად, სხალტბის ახლოს. – თათარაშვილების ადრინდელი გვარი გადმოცემით ქავთარაძე ყოფილა. ერთ-ერთი ქავთარაძე თათრებს მთიულეთიდან გაუტაციათ. დიდი ხნის შემდეგ თავი დაუხსნია და მცხეთაში დასახლებულა. მის შთამომავლობას ამის გამო თათარაშვილობა მიუღია.იხილეთ გაგრძელება 8806 შეფასება არ არის
|