x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რატომ გახდა არაბი ჟურნალისტი იძულებული, ქვეყნიდან გაქცეულიყო
imageსაუდის არაბეთში უკმაყოფილება გამოიწვია არაბი ჟურნალისტის რეპორტაჟმა, რომელიც ქალების მიერ ავტომობილის მართვის აკრძალვის მოხსნას შეეხებოდა.


Al Aan TV-ის ტელეწამყვანი შირინ ალ-რიფანი იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა "ზედმეტად თამამი ჩაცმულობის გამო".

image

ჟურნალისტს პირდაპირი რეპორტაჟი მიყავდა ქუჩიდან, რომელიც ახალ კანონს -ქალების მიერ ავტომობილის მართვის ნებართვას შეეხებოდა. ქარმა ჟურნალისტს მოსასხამი აუფრიალა, რა დროსაც ახალგაზრდა ქალს შიგნიდან ტოპი და შემოტკეცილი შარვალი გამოუჩნდა.


imageთანამემამულეებმა ჟურნალისტის ჩაცმულობა გარყვნილებად მიიჩნეს, რის შემდეგაც საუდის არაბეთის ტელერადიომაუწყებლობის კომისიამ დაიწყო საქმის შესწავლა. ჟურნალისტი აღარ დაელოდა გამოძიების დასასრულს და ქვეყანა დატოვა.


0
150
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
150
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0