x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ბელგიელი მოდელის შიშველმა ფოტომ გოდების კედლის ფონზე ისრაელში სკანდალი გამოიწვია
image

ბელგიელი მხატვრისა და მოდელის, მარისა პეპენის მორიგმა ფოტოსესიამ ისრაელში სკანდალი გამოიწვია. დედიშობილა მარისა პაპენმა ძველ იერუსალიმში მდებარე ერთ-ერთი სახლის სახურავზე ფოტო გადაიღო, საიდან კარგად ჩანს იუდევლების ყველაზე წმინდა ადგილი - გოდების კედელი.

image

მარისა პაპენმა ეს ფოტო ინტერნეტში განთავსა, პროექტის ფარგლებში "სირცხვილის კედელი"(The Wall of Shame), რითაც ისრაელელების რისხვა დაიმსახურა. გოდების კედლის გარდა მარისა პეპენმა კიდევ ერთი ფოტო განათავსა, სადაც სრულიად შიშველი ისრაელის დროშის ფლაგშტოკზეა შემოხვეული.


image

ინტერნეტმომხმარებლებმა იმასაც მიაქციეს ყურადღება, რომ რაკურსი ისეა შერჩეული, რომ კადრში არ მოხვედრილიყო არც ალ-აქსას მეჩეთი და არც მასჟიდ ქუბათ ალ საჰრას გუმბათი, რაც იმას მიანიშნებს, რომ "პეპენის მიზანი იყო მხოლოდ ებრაელების რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა".



2017 წელს მოდელი დააკავეს ეგვიპტეში, ლუქსორის ტაძრის ნანგრევების წინ დედიშობილა ფოტოსესიის გამო..

მოდელი საკუთარ ვებ-გვერდზე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გადაღებულ თამამ ფოტოებს რეგულარულად აქვეყნებს.



გოდების კედელი აშენდა იროდის დროს ჩვ.წ.-მდე I საუკუნეში. მისი აგება ებრაული ტომების სულიერ ერთიანობას ისახავდა მიზნად.

ძველებრაული ტაძრის კომპლექსიდან მხოლოდ მთის ნიადაგის გასამაგრებელი ქვემო გალავნის დასავლეთი მხარე შემორჩა, არაბებს მისთვის “ჰიათ ელმაბქა” – “ცრემლების ანუ გოდების კედელი” შეურქმევიათ, ტაძრის დანგრევით გამოწვეული მწუხარების გამოსახატავად.

image

ისტორიკოსთა აზრით, გოდების კედელთან ლოცვის ტრადიცია მე-14 საუკუნიდან მოდის. თუმცა იყო პერიოდები, როდესაც ებრაელებს ვერ წარმოედგინათ, რომ ოდესმე დადგებოდა დრო, როდესაც ისინი წმინდა ქალაქში ამოვიდონენ, ამ ქვას შეეხებოდნენ და ისე აღავლენდნენ ლოცვას. ებრაელები ჩვეულებისამებრ, სიონის მთაზე იკრიბებოდნენ, გოდების კედელს გადაჰყურებდნენ და თავიანთ სამგლოვიარო ლოცვას კითხულობდნენ.


ისრაელის შეიარაღებული ძალების მიერ ძველი ქალაქის დაკავების შემდეგ აშენდა მლოცველთათვის და ტურისტებისათვის განკუთვნილი მოედანი და 1967 წელს „შაბუყოთის“ დღესასწაულზე გოდების კედელი პირველად გაიხსნა მლოცველთათვის. დამონტაჟდა განათება, რისი წყალობითაც მლოცველებს ღამითაც მიეცათ ამ წმინდა ადგილზე ყოფნის შესაძლებლობა.


ყოველწლიურად გოდების კედელთან 8 მილიონი მლოცველი მიდის, რომლებიც აღავლენენ ლოცვას: „და შენს ქალაქ იერუსალაიმში მოწყალებით დაბრუნდები“.

1
353
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
353
  
2018, 29 ივნისი, 19:00
აი მეჩეთი რომ არ მოახვედრა კადრში ეგ იყო ამის ერთადერთი შეცდომა
0 1 1