x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134329
  • ვიდეო:352456
  • სურათი:508412
როგორ განვასხვაოთ ორიგინალი სათვალე ყალბისგან – 5 რჩევა
image


დაბადებიდან ადამიანი თავდაცვის ბუნებრივ მექანიზმს ფლობს. ეს ეხება აბსოლუტურად ყველაფერს, რასაც კი შეუძლია ჩვენს ორგანიზმს ზიანი მიაყენოს. მაგალითისთვის მოვიყვანოთ მზე – მისი სხივების ხანგრძლივი მოქმედების შედეგად კანი გამოყოფს სპეციალურ პიგმენტს – მელანინს, თვალებში კი, ტკივილის და წვის შეგრძნება მატულობს, რაც იმით არის გამოწვეული, რომ ულტრაიისფერი სხივები თვალის ბადურას აღწევს.

თვალებს მზის სხივებისგან სათვალე იცავს, რომლის ზედაპირი დაფარულია სპეციალური ქიმიური ნაერთით, რაც ხელს უწყობს ულტრაიისფერი სხივების გაფილტვრას. თუმცა, ყველა სათვალეს არ შეუძლია თქვენი თვალების დაცვა ისე, როგორც საჭიროა. ამიტომაც უმჯობესია ცოტა ძვირი გადაიხადოთ და შეიძინოთ ორიგინალი სათვალე, ვიდრე მხედველობა გაიფუჭოთ. თუმცა, დღეს იმდენად მაღალ დონეზე ხდება მათი გაყალბება, რომ თავს ნამდვილად ვერ დაიმშვიდებთ მხოლოდ იმით, რომ სათვალე ძვირიან მაღაზიაში შეიძინეთ.


image


1. როდესაც სათვალეს ყიდულობთ, მოითხოვეთ სერთიფიკატი. ბრენდის ოფიციალურ წარმომადგენლებს ყოველთვის აქვთ პროდუქტის ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატი. თუ ამას ვერ წარმოგიდგენენ, ეს იმას ნიშნავს, რომ საქმე, უკეთეს შემთხვევაში, მაღალი ხარისხის ყალბ ნაკეთობასთან გვაქვს.


image


2. ყურადღება მიაქციეთ საქონლის შეფუთვას. ხარისხიან, ბრენდულ სათვალეს უნდა ჰქონდეს შესაბამისი კომპლექტაცია: საფირმო ჩასადები, საწმენდი და პასპორტი.


3. ყველაზე მნიშვნელოვანი მაჩვენებელი სათვალისთვის არის დაცვის უზრუნველყოფის დონე, რომელიც გამოსახულია ნანომეტრებში. მაქსიმალური დონე – 400 ნანომეტრი დაგიცავთ ყველა ტიპის სხივებისგან (მათ შორის ულტრაიისფერისგანაც). ეს მონაცემები შეგიძლიათ ამოიკითხოთ სათვალის პასპორტში.


image


4. ორიგინალი სათვალის შიდა მხარეს (ზოგიერთი ძვირიანი სათვალის ლინზის კუთხეში) აუცილებლად მითითებულია მოდელის ნომერი, ფერი, მწარმოებელი ქვეყანა. ამ მონაცემებს ლაზერის მეშვეობით აწერენ და დროთა განმავლობაში არ უნდა წაიშალოს. იმ მიზნით, რომ დარწმუნდეთ სათვალის ორიგინალობაში, შეგიძლიათ გადაამოწმოთ მოდელის ნომერი კომპანიის ოფიციალურ კატალოგში.


5. ფასი – ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, გასათვალისწინებელი ფაქტორი. სანამ სათვალის შესაძენად წახვალთ, ნუ დაიზარებთ, დაინტერესდით ინტერნეტში ბრენდის ოფიციალურ გვერდზე ამა თუ იმ მოდელის ფასით. ამით თქვენ დაახლოებით მაინც განსაზღვრავთ, რა ეღირება სათვალე თქვენს ქალაქში და თავს დაიზღვევთ შედარებით იაფი, ყალბი ნაკეთობის შეძენისგან.



ასევე დაგაინტერესებთ:


როგორ განვასხვავოთ ნამდვილი სუნამო ყალბისგან – 6 რჩევა


როგორ მოვიზიდოთ იღბალი – წარმატების ტიბეტური საიდუმლო


ფერთა შეხამება ინტერიერის დიზაინში – 40 კრეატიული სქემა


როგორ მოვაწყოთ ყველაზე მყუდრო ადგილი სახლში – 60 საოცრად კრეატიული იდეა


საკვები სოდა – მისი სასარგებლო თვისებები, რომელიც ცხოვრებას გაგიმარტივებთ


როგორ მოვაწყოთ მოზარდი გოგონას ოთახი – 35 საოცარად ორიგინალური იდეა


80 კრეატიული კედლის დეკორაცია, რომელიც თქვენს სახლს ორიგინალურობას შესძენს


2
281
12-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
281
  
2018, 29 ივნისი, 12:22
მადლობა, გუჯა შეფასებისთვის :)
2018, 29 ივნისი, 11:02
საინტერესოა როგორც ყოველთვის და სასარგებლოც
0 1 2