x
image
თორ ნიკე
Mediator image
დიენცეფალონი და მისი ფუნქციები
დიენცეფალონი და მისი ფუნქციები


დიდი ტვინის სამი მთავარი ნაწილიდან (მარჯვენა და მარცხენა ჰემისფერო და დიენცეფალონი) ევოლუციურად ყველაზე ძველი წარმონაქმნი არის დიენცეფალონი (forebrain, Diencephalon), იგივე შუამდებარე ტვინი. შუამდებარე ტვინი შედგება 4 ნაწილისგან:


1. თალამუსი

2. ჰიპოთალამუსი (რომელიც ასევე შეიცავს უკანა ნეიროჰიპოფიზსაც)


3. ეპითალამუსი (რომელიც შეიცავს წინა და უკანა პარავენტრიკულურ ბირთვს, შუა და გვერდით ეპითალამურ ბირთვს, თალამუსის ტვინის ხაზს, უკანა კომისურას ანუ დაჩილულ სხეულს და გირჩისებრ სხეულს)

4. სუბთალამუსი


ოპტიკური ნერვი უკავშირდება დიენცეფალონს. ეს არის სენსორული (აფერენტული) ნერვი, რომელიც მხედველობაზეა პასუხისმგებელი. ის გამოდის თვალიდან მხედველობითი (ოპტიკური) არხის გავლით და შემდეგ უკავშირდება დიენცეფალონს ანუ შუამდებარე ტვინს.


1. თალამუსი - ის სენსორულ ინფორმაციას გადასცემს დიდი (წინა) ტვინის ქერქს. თალამუსი დიდი, წყვილი, კვერცხისებრი ორგანია ტვინის სიღრმეში მდებარე. ის უკავშირდება რეტიკულური ფორმაციის გრძელ ბოჭკოებს, რომელთაც შემოსული სენსორული (მგრძნობელობით) ინფორმაცია დიდი ტვინის ქერქის შესაბამის იბნებში გადააქვთ, სადაც ეს ინფორმაცია მუშავდება. თალამუსის ფუნქციაა სხვადასხვა სენსორული რეცეპტორიდან მომდინარე ნერვული იმპულსების გარდქმნა და გადათარგმნა ტვინის ქერქისთვის უკეთ აღსაქმელ შეგრძნებებად. თალამუსი უზრუნველყოფს რეფლექსური რეაქციების განხორციელებას. ის შეგრძნებები, რომელსაც იღებს და "თარგმნის" თალამუსი არის ადამიანის ღვიძილის პერიოდში მიღებული შეხების, ტკივილის და ტემპერატურის (ცივი, ცხელი) შეგრძნებები. ასევე ის არეგულირებს სინაფსურ გადაცემებს ორგანიზმის მოსვენების მდგომარეობაში ყოფნის პერიოდში.


თალამუსი

თალამუსი



2. ჰიპოთალამუსი - ასრულებს რამდენიმე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ფუნქციას, რომელთა უმეტესობა პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკავშირებულია ვისცერალურ აქტივობებზე, ტვინის სხვა ნაწილების მოქმედებებზე და ავტონომიურ ნერვულ სისტემაზე. ჰიპოთალამუსი მართავს ორგანიზმის შინაგანი გარემოს ფუნქციას და უზრუნველყოფს ჰომეოსტაზს.

ჰიპოთალამუსი მჭიდროდაა დაკავშირებული ჰიპოფიზთან და მასთან ერთად არეგულირებს ორგანიზმში წყალ-მარილოვან ცვლას. ჰიპოთალამუსსა და ჰიპოფიზს შორის კავშირის გაწყვეტისას, ან სუპრაოპტიკური ჰიპოთალამუსის დაზიანებისას ვითარდება უშაქრო დიაბეტი. რაც გამოიხატება პოლიდიფსიით (წყლის გადამეტებული სმით), ასევე მოჭარბებული შარდვით (პოლიურია).

თავის ტვინის სხვა უბნებისგან განსხვავებით ეს ნაწილი ნეიროჰორმონებსაც გამოყოფს. ეს ჰორმონებია: ვაზოპრესინი და ოქსიტოცინი, რომელიც ჰიპოფიზის საშუალებით გამოიყოფა სისხლში.

დადგენილია, რომ ჰიპოთალამუსის ლატერალური (გვერდითი) და უკანა (დორსალური) ნაწილების გაღიზიანება იწვევს თვითგაღიზიანების რეაქციას, რომელიც შეტევაზე გადასვლას უზრუნველყოფს თავდაცვის დროს. ხოლო რაც შეეხება ჰიპოთალამუსის ცემტრალურ ბირთვებს - მათი გაღიზიანებისას პირიქით - ცხოველში (ადამიანში) შიშის რეაქციები წარმოიქმნება და გაქცევის სურვილი იბადება, რაც თავდასხმის რეაქციის მსგავსად, ასევე თვითგადარჩენისთვის არის საჭირო.

ჰიპოთალამუსს ახასიათებს მკვეთრად გამოხატული სექსუალური დიმორფიზმი ანუ ქალებს და კაცებს ის სხვადასხვანაირი აქვთ, განსხვავდება როგორც აგებულებით (სტრუქტურით) ასევე ფუნქციითაც კი. ყველაზე გამოხატული ეს განსხვავება არის ორ ადგილას - პრეოპტიკური არე და სექსუალურად დიმორფული ბირთვი.

ჰიპოთალამუსი არის ასევე შიმშილის და სიმაძღრის, ასევე სქესობრივი ხასიათის შეგრძნებების წარმოქმნაზე პასუხისმგებელი.

დადგენილია მისი კავშირი ასევე ჰომოსექსუალობისა და ჰეტეროსექსუალობის მიდრეკილებებთან. საერთოდ სხვადასხვა გენდერს, სხვადასხვაგვარი ჰიპოთალამუსი აქვს. აღსანიშნავია, რომ მისი ზომები ვარირებს და ჰომოსექსუალ კაცებს ის გაცილებით დიდი აქვთ, ვიდრე ჰეტეროსექსუალ კაცებს.


ჰიპოთალამუსი



3. ეპითალამუსი - ეპითალამუსი არის დიენცეფალონის (შუამდებარე ტვინის) დორსალური (უკანა) სეგმენტი. ეპითალამუსი აკავშირებს ლიმბირ სისტემას ტვინის სხვა ნაწილებთან. მისი ზოგიერთი ნაწილის ფუნქციაა მელატონინის სეკრეცია (გამოყოფა). ასევე ეპითალამუსის ნაწილი - გირჩისებრი ჯირკვალი გამოყოფს სხვადასხვა ჰორმონს ჰიპოფიზის გავლენით. ასევე ეპითალამუსი წარმოშობს ემოციებს და მასზე გადის მამოძრავებელი (მოტორული) ნეირონული გზები.


ეპითალამუსი



4. სუბთალამუსი - სუბთალამუსს ასევე უწოდებენ პრეთალამუსს. მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი არის სუბთალამური ბირთვი. სუბთალამუსი უკავშირდება გლობუს პალიდუსს - ტელენცეფალონის ბაზალურ ბირთვს. სუბთალამუსი თალამუსის ვენტრალურად მდებარეობს. შიდა კაფსულის მედიალურად, და ჰიპოთალამუსის ლატერალურად. ეს რეგიონი - სუბთალამუსი წარმოქმნილია რუხი მატერიისგან და მასთან ასოცირებული თეთრი მატერიისგანაც. ჩამოყალიბების პერიოდში სუბთალამუსი ყალიბდება ჰიპოთალამუსთან ერთად, მაგრამ შემდგომ პერიოდში გამოეყოფა მას თეთრი მატერიის ბოჭკოებით.


სუბთალამუსი



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


1
520
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
520
  
2018, 30 ივნისი, 6:16
დიენცეფალონის შემადგენელი ნაწილები ჩამოყალიბდა 400 - 350 მილიონი წლის წინ.
0 1 1