x
მეტი
  • 11.12.2018
  • სტატია:83615
  • ვიდეო:334411
  • სურათი:441560
შესაძლებელია თუ არა, ვინმეს განზრახ შეაყვაროთ თავი? - მეცნიერება ამბობს, რომ კი

შესაძლებელია თუ არა, ვინმეს გამიზნულად შეაყვაროთ თავი?


ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვაა, როცა საქმე რომანტიკულ ურთიერთობებს ეხება. ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ სიყვარულის კონტროლი შეგვიძლია. ზოგადად, ეს მხოლოდ ძირითადი ფსიქოლოგიური ემოციაა, როგორიც შიში, მწუხარება, სიხარული, სიბრალული და სხვა ემოციები, რომელთა დარეგულირებაც შესაძლებელია, თუ კარგად გავაკონტროლებთ.


როგორც აღმოჩნდა, სიყვარული სულაც არ არის "ბედი". ეს ბიოლოგიური, ქიმიური და ფსიქოლოგიური "მექანიზმების" სწორად გამოყენებით მიიღწევა, ასე რომ, ადამიანისთვის თავის შეყვარება შესაძლებელია სწორი მიდგომით, მოთმინებითა და გონიერებით.


გაითვალისწინეთ, ადამიანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს მინიმალური გრძნობა მაინც თქვენ მიმართ. შემდეგ კი უკვე გეძლევათ საშუალება, სწორი ქმედებით მარტივად გადააქციოთ ეს გრძნობა ნამდვილ და ღრმა სიყვარულად.








1. იყავით მასთან ახლოს... მაგრამ მიეცით საშუალება, რომ მოენატროთ.


ალბათ, ყველას გვიოცნებია ისეთი ადამიანის პოვნაზე, რომელსაც ჩვენს გრძნობებზე მოვუყვებოდით და ბედნიერად ვიცხოვრებდით ერთად. თუმცა, რეალურ სამყაროში ასე მარტივად არ ხდება, ამიტომაც საჭიროა, განსაკუთრებული ტაქტიკა შევიმუშაოთ.


რა თქმა უნდა, დროის ერთად გატარება კარგია, როცა გრძნობები ორმხრივია. ეს კარგია ერთმანეთის უკეთ გასაცნობად, ყინულის გასადნობად და კავშირის დასამყარებლადაც. მაგრამ ფსიქოლოგები გირჩევენ, რომ რამდენიმე პაემნის შემდეგ შეისვენოთ (მაშინაც კი, თუ ამის საჭიროებას არ გრძნობთ). ეს ქცევა პარტნიორს მის ცხოვრებაში თქვენი არყოფნის დეფიციტს აგრძნობინებს, გარდა ამისა, ამ ტაქტიკის მეშვეობით:


ერთმანეთით არ დაიღლებით (დროის გასვლასთან ერთად გრძნობები ახალი აღარ არის და ამიტომ საჭიროა, ითამაშოთ ძნელად მისაღწევის როლი);

მას საშუალებას მისცემთ, გაიაზროს, რა სასიამოვნო და მნიშვნელოვანია თქვენთან ურთიერთობა (შეზღუდული და იშვიათი რაღაცები ყოველთვის უფრო მიმზიდველია);

ამ პერიოდში გრძნობების კონტროლს ისწავლით და ცივი გონებით ფიქრს შეძლებთ.

image








2. პირველ პაემანზე არ შეჭამოთ ნაყინი


სოციალური ფსიქოლოგი ჯონ ბარგი, რომელიც იელის უნივერსიტეტში მუშაობს, გაუცნობიერებელი ქმედებების როლს შეისწავლის სოციალულურ ქცევაში. მისი კვლევის მიხედვით, საინტერესო კავშირი არსებობს ადამიანის სხეულის ტემპერატურასა და მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას შორის.


აღმოჩნდა, რომ როცა ფიზიკურად სითბოს ვგრძნობთ, უფრო სასიამოვნო და მეგობრულები ვართ სხვა ადამიანების მიმართ. ამ ხრიკის გამოყენება ურთიერთობებშიც შეგიძლიათ. მაგალითად, პირველ პაემანზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მოიპოვოთ ადამიანის ნდობა. ამიტომაც, კარგად დაიმახსოვრეთ და გაითვალისწინეთ, შემდეგ ჯერზე პაემნისთვის აარჩიეთ თბილი ადგილი, საჭმელი და სასმელი. ვგულისხმობთ როგორც რომანტიკულ, ასევე ბიზნეს შეხვედრებსაც.

image








3. ყურადღება მიაქციეთ ხანგრძლივ კონტაქტს თვალებით


ჰარვარდის ფსიქოლოგმა ზიკ რუბინმა ჩაატარა კვლევა, რომ გაეგო, შესაძლებელი იყო თუ არა სიყვარულის გაზომვა. მან პასუხი თვალებში იპოვა, უფრო სწორად, სიხშირეზე და ხანგრძლივობაზე, თუ როგორ და რამდენ ხანს უყურებენ წყვილები ერთმანეთს თვალებში. აღმოჩნდა, რომ წყვილები, რომლებსაც ძალიან უყვართ ერთმანეთი, საუბრის 75%-ის განმავლობაში ერთმანეთს თვალებში უყურებენ და უხალისოდ იყურებიან სხვა მხარეს. ჩვეულებრივ სიტუაციებში, ადამიანები ერთმანეთს თვალებში დროის 30%-60%-ის განმავლობაში უყურებენ.


მართალია, თვალებში ყურებით ვერ დაასკვნით, რომ ადამიანს ნამდვილად უყვარხართ, მაგრამ ეს შეგიძლიათ გახადოთ თქვენი შეყვარების მიზეზი. როცა ვიღაცას დიდხანს და ხშირად უყურებთ თვალებში, მისი გონება იმახსოვრებს, როგორია "სიყვარულით შემოხედვა" და იწყებს თქვენზე რომანტიკულად ფიქრს. ნერვული სისტემა იწყებს ისეთი ნივთიერების გამოყოფას, რომელსაც სიყვარულამდე მივყავართ შეგრძნებით. ეს შეგრძნება ცნობილია "მუცელში პეპლების ფარფატის" სახელით, ასევე იზრდება გულისცემის სიხშირე და თბება ხელისგულები.

image








4. უთხარით მას რამე უცნაური/უხერხული საკუთარ თავზე


აშკარაა, გახსნილი და კომუნიკაბელური ადამიანები მეტ სიმპათიას იმსახურებენ გარშემომყოფთაგან. ამიტომაც არაა გასაკვირი ის ფაქტი, რომ თუ უშიშრად მოჰყვებით ფაქტებს თქვენს ცხოვრებაზე, ადვილად მოაწონებთ ხალხს თავს.


ჰარვარდის ბიზნეს სკოლაში ჩატარებული კვლევის მიხედვით, "საცდელი" ადამიანების 79%-მა პირველ პაემანზე გახსნილი და გულწრფელი ადამიანი აირჩია. მათ არაფერი დაუმალავთ, მაშინაც კი, როცა საუბარი უცნაურ ჩვევებზე, თავს გადამხდარ უხერხულ სიტუაციებზე და უარყოფით თვისებებზე ჩამოვარდა. დაიმახსოვრეთ ეს პატარა ხერხი: როცა ვინმეს საიდუმლოს ანდობთ, თქვენ შორის განსაკუთრებული კავშირი მყარდება და იმ ადამიანს თქვენ მიმართ ნდობა უღრმავდება.

image








5. არაფერი გააკეთოთ. მიეცით უფლება, მან გააკეთოს რამე თქვენთვის


როცა კარგ რამეს ვაკეთებთ ან ვინმეს ვეხმარებით, თავს კარგად ვგრძნობთ, საკუთარი თავით ბედნიერები ვართ და იმ ადამიანის მიმართ, ვისაც დავეხმარეთ, თბილად ვართ განწყობილები. როცა ჩვენს საქციელს ვაფასებთ, საკუთარ თავს გულუხვ ადამიანებად მივიჩნევთ და ვარწმუნებთ, რომ ეს ადამიანი იმსახურებდა იმას, რაც გავუკეთეთ. საბოლოოდ კი, ემოციებს იქით მივყავართ, რომ ამ ადამიანის მოწონებას ვიწყებთ.


მეორე მხრივ, როცა ვიღაც რაღაცას აკეთებს ჩვენთვის, ესეც მოგვწონს. მაგრამ ეს სიტუაცია სხვა ემოციებთანაა დაკავშირებული და ყველა მათგანი კარგი სულაც არ არის. როგორც წესი, თავს ვალში ვგრძნობთ და გვიჩნდება ფიქრები, თითქოს რამით უნდა გადავუხადოთ. სიტუაცია კიდევ უფრო იძაბება, როცა ის ადამიანი გვიკეთებს რამე კარგს, რომელიც სრულიადაც არ მოგვწონს. ასე რომ, დაიმახსოვრეთ ეს ფსიქოლოგიური ხერხიც.

image








6. შექმენით საიდუმლო ენა მხოლოდ თქვენ ორისთვის


ამაში იგულისხმება ხუმრობები, სპეციალური სიტყვები, ლაპარაკის მანერა, უნიკალური ჟესტები - საიდუმლო ენას ის ადამიანები იგონებენ, რომლებსაც მართლა ესმით ერთმანეთის და ბევრი საერთო აქვთ. შეიძლება მოგწონდეთ ერთი და იგივე ფილმი, კომედიური შოუ, სიმღერა, წიგნი. შეიძლება, თქვენს პირველ პაემანზე მოხდა რამე სასაცილო შემთხვევა, რისი ხუმრობად გადაქცევაც შეიძლება. არ დააიგნოროთ ასეთი პატარა დეტალები.


როცა "თქვენს" ფრაზას ყოველდღიურ საუბარში იყენებთ, თქვენი ურთიერთობა უკვე ახალ ეტაპზე გადადის, ხდება უფრო ძლიერი და ინტიმური. ამ დასკვნამდე ტეხასის უნივერსიტეტის მკვლევრები მივიდნენ. ყველას გვსურს, თავს განსაკუთრებულად და უნიკალურად ვგრძნობდეთ, საიდუმლო ენა კი გვეხმარება, გვაგრძნობინოს, თითქოს ჩვენ და ჩვენს პარტნიორს ბევრად უკეთ გვესმის ერთმანეთის, ვიდრე ნებისმიერ სხვას.

image








7. ყურადღება მიაქციეთ თვალის გუგის ზომას


1960-1970 წლებში მეცნიერებმა შეისწავლეს კავშირი ადამიანის თვალის გუგასა და პიროვნების მიზიდულობას შორის. მათ, კაცებს ერთი და იგივე ქალის 2 ფოტოსურათი აჩვენეს. მათ შორის განსხვავება მხოლოდ ის იყო, რომ ერთ ფოტოზე ქალს უფრო ფართო გუგები ჰქონდა. საბოლოოდ, კაცებმა ფართოგუგიანი ქალის ფოტო აირჩიეს ისე, რომ გუგებს შორის განსხვავებას ვერც მიხვდნენ.


შეგიძლიათ, ეს ფაქტი თქვენს უპირატესობად გამოიყენოთ. რა თქმა უნდა, გუგის ზომას ვერ შეცვლით, მაგრამ შეგიძლიათ ისეთი პირობები შექმნათ, რომ უფრო ფართო გამოჩნდეს, მაგალითად გამოიყენოთ სანთლის შუქი ჩვეულებრივი განათების ნაცვლად, ან წახვიდეთ რესტორანში, რომელიც თავისი მშვიდი ატმოსფეროთია ცნობილი.

image








8. ეცადეთ, პოზიტივი დაინახოთ და მასაც დაანახოთ


სხვა ადამიანის ტვინზე ზემოქმედების მოხდენა მუდმივად ერთი და იგივე აზრის გამეორებით შესაძლებელია, ამიტომაც მნიშვნელოვანია, სიტყვები ფრთხილად შეარჩიოთ, როცა საყვარელ ადამიანს ესაუბრებით.


საკუთარი თავის გასაუმჯობესებლად შეგიძლიათ ეს პრინციპები გამოიყენოთ. რაც უფრო კარგად წარმოაჩენთ თავს, უფრო მეტი პოზიტიური ფიქრები დარჩება თქვენზე ადამიანს და მაშინაც გაახსენდებით, როცა მასთან არ ხართ. მნიშვნელობა არ აქვს, მართლა პოზიტიური ხართ თუ არა (ყველას აქვს თავისი ნაკლი). მნიშვნელოვანი ისაა, როგორ აღგიქვამენ და როგორ გინდათ, რომ აღგიქვან.

image










ასევე დაგაინტერესებთ:


1. სასიყვარულო ურთიერთობების 4 მთავარი წესი

image

2. რა სურთ ქალებს სინამდვილეში?

image


3. რამდენად ძლიერია თქვენი სასიყვარულო ურთიერთობა? - შეამოწმეთimage


4. 6 კომპლიმენტი, რომელიც მამაკაცმა ქალს არ უნდა უთხრას

image


5. ფსიქოლოგებმა გამოავლინეს ფლირტის 10 სტრატეგია, რომელიც ყველას სასურველს გახდის

image




1
1696
7-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
Mediator image
1696
  
29 ივნისი, 0:38
:):) კაი გავითვალისწინოთ აბა
0 1 1