x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134058
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
იმერული იუმორი

მოგესალმებით ძვირფასო მკითხველო - მინდა ამჟამად თქვენი ყურადღება განტვირთვის მიზნით ცოტა მხიარულ ნოტაზე გადავიტანო და მოგიყვეთ ერთი ნამდვილი ამბავი რომელიც გასული საუკუნის 90 წლებს უკავშირდება, კომუნისტური მმართველობის რეჟიმი უკვე დასასრულს უახლოვდებოდა.ქალაქებში და სოფლის ცენტრებში ჯერ კიდევ შემორჩენილი იყო ტიპიური სასადილოები ე.წ.ზაკუსოჩნიები და პერონებზე - ანუ რკინიგზის სადგურის ასეთ ერთ ერთ ზაკუსოჩნიაში მოხდა ეს ამბავი.როგორც მოგეხსენებათ ქალაქ ბე-ში ვცხოვრობ ამჟამად მაგრამ იმ პერიოდს ემთხვევა ეს ჩვენი ამბავი როდესაც სტუდენტი ვიყავი და ხშირად მიწევდა ქალაქ ბე-დან დასავლეთის მიმართულებით ერთ - ერთ საკვანძო ქალაქში ჩასვლა სადაც ჩემი მშობლები ცხოვრობდნენ(ანუ წაროშვების ადგილი - სადაც ე.წ. ტრუსიკის მეგობრები ყავს ადამიანს და ძირძველი მეზობლები და უბნელები).ანუ ის პერიოდია რომ მაშინდელი ეკონომიკური კრიზისი ახალი დაწყებულია და ჩვენი რკინიგზა ჯერ ისევ ბოლომდე ფუნქციონირებს -ამასაც ცოდნისათვის აქვე მოვაყოლებ ჩემო ძვირფასო დაბალი წლოვანების მკითხველო (მატარებლები დღე და ღამ ინტენსიურად მიდი მოდიოდა, ქალაქი ბე სარკინიგზო მიმოსვლით 36 საათში მოსკოვს უკავშიურდებოდა და ვისაც სურვილი ჰქონდა და თავგადასავლები და მოგზაურობა უყვარდა ყველა მატარებელს ირჩევდა სამგზავროდ.ამიტომ ხშირად შეხვდებოდით ცისფერთვალება და ჩალისფერთმიან აშოლტილ, გარუჯულ თუ გაურუჯავ, მიმავალ თუ მომავალ ლამაზმანებს.ჩვენც მე და ჩემმა ერთმა თანაკურსელმა გადავწყვიტეთ ჩემს მამაპაპისეულ სახლში წამოვსულიყავით, თან ჩემი მშობლები მოგვენახულებინა და თან ამ ჩემს თანაკურსელსაც ჰყავდა სანათესაო დასავლეთში და შემდეგ იქ გაგვევლო.სამგზავროდ გვიანი რეისი ავირჩიეთ, ჩვენი გაანგარიშებით გზას მთელ ღამეს მოვანდომებდით და დილით უკვე შინაურებთან კარგი იმერული ყველის ხაჭაპურები , შემწვარი ახალი იხვი ახალ ტყემალში ჩაწყობილი და ორნახადი ხილის არაყით ჩავიგემრიელებდით ყელს.მართლაც მთელი ღამე სტუდენტური მხაიარულებით და რომ იტყვიუან ღლაბუცობაში გავატარეთ და დილით უკვე ჩავედით ჩემს მშობლიურ ქალაქში.მატარებელმაც ცოტა დაიგვიანა და უკვე კარგად გათენებული იყო როდესაც მედა ჩემმა თანამგზავრმა სადგურის ე.წ. პერონზე მდებარე მინი რესტორანს ჩავუარეთ.რესტორანში თავისთავად ხალხი მაინც თხლად იყო.ზოგი ე.წ. პახმელიიდან გამოდიოდა ზოგი საღამოს ქორწილისთვის იკეთებდა ჩაფენას(ანუ ხაში და ა.შ.)ჩაუარეთ რესტორანს და ნაცნობი ხმა შემომესამა - აუ ამას ვის ვხედავ, თქვენ შემეგევლეთ ბიჭებო, რავახართ ძმებო? როდის ჩამოით სიმონ(მაპატიოს მკითხველმა ჟარგონებისთვის.ეს რომ ჩემი სიტყვებით დავწერო იმდენად მიმზიდველი არ იქნება და იუმორსაც ხალისი დაეკარგება)ამ სიტყვების ავტორი ჩემი მეზობელი და ტრუსიკის ძმაკაცი, ოდნავ 3-4 წლით ჩემზე დიდი - გიგლაიე იყო, რომელიც ამ ჩემი თანაკურსელის ნათესავების ახლობელიც იყო და ჩვენთანაც კარგად ნაქეიფარი გვყავდა ქალაქ ბე-ში.ამ გიგლაიასაც ერთი თავისი ძმაკაცი ახლდა რომელსაც შორე-ახლო მეც ვიცნობდი.ჩემს ქალაქში ეს გიგლაიე და თავისი ძმაკაცი კარგა გავლენიან ტიპებად ითვლებოდნენ და დასავლური იმერული სტუმარ-მასპინძლობის ამბავი ხომიცით და..ერთი სიტყვით უხერხულობად და (თავის მოჭრად -სირცხვილად)ითვლებოდა რომ უპატივცემოდ გავეშვით.აგერ აქვე რესტორნის წინვე ვიდექით და ჩვენც ბევრი არ გვიპატიჟია თავი.დავსხედით და ოთხი კაცისთვის შეუდგა ფაშფაშა ლუდა-(ასე ერქვა რუს-ქართველა ოფიციანტს)სუფრის გაწყობას.გიგლაიამ ამათი მენიუს ამბავი მე ვიციო და თქვენნაერ ხალხს ახლა უბრალოდ ხოარ დავხვდებითო და ე.წ.ბუფეჩიკთან მივალო და კაი კარტოშკა სმიასამ შევაწვევიოთო და ვიჭუჭუნოთო.(მე იმის დარდი მქონდა გიგლაიეს ჯიბის ამბავი კარგად ვუწყოდი და თუ რამე გახდება დასამატებელი ძმები არავართთქო)ადგა გიგლაიე და ბუფეჩიკთან რომ მივიდა მეც ნელ - ნელა უკან მივყევი და ასეთ შეკვეთას შევესწარი.გიგლა ბუფეჩიკს ეუბლება.აგერ სიმონ ოთხი კაცი რო ვზივართ, ჩვენი ძმებია არიან სიმონ ჩამოსული და შენიცი ახლა კაი პური უნდა გვაჭამო.კარტოშკა შეგვიწვი სიმონ და ზევით ცოტა ხორცი მოგვიფცქვნიე სიმონ(იმწუთშივე მივხვდი როგორც ვიცოდი გიგლას ჯიბეში ფინანსის საქმე ვერ ქონდა კარგად, ჩვენს ყბაში ჩავარდნასაც თავი მოარიდა-რომ არ დავეპატიჟეთ არ შეიძლებოდა და ..ასე გადაწყვიტა საქმე.ვითომ კარტოშკას რომ ბევრს შეწვავდა ბუფეჩიკი და ხორცს ცოტას მოაფცქვნევდა ზემოთ ამით ფინანსურ შეღავათსაც გააკეთებდა)ამ შეკვეთის დროს მხოლოდ მე და ბუფეჩიკმა გავიგეთ რატო დაგვეკარგა ორივეს ფერი, რატო ჩავბჟირდით, გავწითლდით და კინაღამ დავიხრჩვით სიცილისაგან.მართლაც კარგი ჭუკჭუკი გამოგვივიდა, მაშინ მოდაში იყო დაბეჭდილი ჰერეთი.კარგა გვარიანად შევექეცით, ბუფეჩიკიც შემოგვიერთდა და კარგა მოსაღამოვებული იყო რომ დავიშალეთ და სახლში მივედით მე და ჩემი კურსელი, მეორე დღეს კი მთელმა ჩვენმა სამეგობრომ იცოდა გიგლაიეს შეკვეთის და ბუფეჩიკის ამბავი..ეჰ ნეტა იმ დროს..ახლა ალბათ იქ მაშინ მყოფ ხალხთაგან ნახევარი ცოცხლებიც აღარ არიან.ამიტომ მინდა ნათელი და სანთელი არ მოაკლდეთ მათ ხსოვნას-ძვირფასო მკითხველო დიდი მოკრძალებით ბოდიშს ვიხდი თქვენი გადაღლისათვის მაგრამ მინდა ხაზგასმით ავღნიშნო რომ მეგობრობა და სტუმარ-მასპინძლობა ყოველთვის საამაყო იყო ქართველისთვის, მინდა ისევ დაიბრუნოს ამ ძირძველმა ტრადიციამ ძველებური მადლი და ლაზათი

1
125
1-ს მოსწონს
ავტორი:სერგი.2
სერგი.2
125
  
0 1 1