x
image
_K_
ცნობილი ადამიანების შთამომავლები - ვინ არიან ისინი და რას აკეთებენ
image


დადასტურებულია, რომ ადამიანის შესძლებლობებზე, პირველ რიგში, სოციალური ფაქტორები ახდენს გავლენას, გენები კი მეორეხარისხოვან როლს ასრულებენ. შეიძლება, ამიტომაცაა, ზოგჯერ გენიოს მშობლებს რომ ჩვეულებრივი შვილები ჰყავთ, ზოგჯერ კი შთამომავლების შესაძლებლობები წინაპრებისას აღემატება. სტატიაში მოცემული კრებული სწორედ ამას დაგიდასტურებთ.







ჩარლზ დიკენსის დიდი შვილთაშვილი - ჰარი ლოიდი

image

image

ჰარი ლოიდი, რომელიც, ალბათ, გეცნობათ "სამეფო კარის თამაშებში" შესრულებული ვისერის ტარგარიანის როლით, ვიქტორიანული ხანის ცნობილი მწერლის - ჩარლზ დიკენსის დიდი შვილთაშვილია. ბრიტანელი მსახიობი ბევრ ფილმში იღებს მონაწილეობას, მათ შორის შოუ "Great Expectations"-შიც, რომელიც მისი დიდი ბაბუის ნოველაზეა დაფუძნებული.








ფიოდორ დოსტოევსკის შვილთაშვილი - დიმიტრი დოსტოევსკი

image


image

დიმიტრი წარმოუდგენლად ჰგავს დიდ ბაბუას, როგორც გარეგნულად, ასევე ხასიათითაც. დიმიტრი ამბობს, რომ ყოველთვის უნდოდა, შეხვედროდა სხვადასხვა ადამიანებს და გაეკეთებინა განსხვავებული რამეები. ისე გამოვიდა, რომ მან 28 სხვადასხვა სამსახური სცადა. მუშაობდა როგორც ტრამვაის მძღოლად, ასევე გიდად. ამჟამად პენსიაზეა გასული.








პაბლო პიკასოს შვილიშვილი - დიანა ვიდმაიერ პიკასო

image

image

დიანას იურისტის დიპლომი აქვს, მაგრამ მისი გენები უფრო ძლიერი აღმოჩნდა. სორბონაში მაგისტრის დიპლომის აღების შემდეგ, ხელოვნების მკვლევარი გახდა. ამჟამად აწყობს გამოფენებს და აუქციონებისა და კოლექციონერების კონსულტანტად მუშაობს. დიანამ თავის ბაბუაზე წიგნიც დაწერა: "Art Can Only Be Erotic".








ჩე გევარას ქალიშვილი - ალეიდა გევარა მარჩი

image

image

ალეიდა ერნესტოს უმცროსი ქალიშვილია. ის პედიატრია, რომელსაც უმუშავია ანგოლაში, ეკვადორსა და ნიკარაგუაში. მას აქტიური პოლიტიკური და სოციალური ცხოვრება აქვს, ეხმარება შშმ ბავშვებს და ლტოლვილებს.








გრეისი კელის შვილიშვილი - შარლოტ კასირაგი

image

image

შარლოტ კასირარგი ბიზნესმენი, ჟურნალისტი, ფილანტროპი, სპორტსმენი, ბედნიერი დედა და მონაკოს ტახტის მე-8 მემკვიდრეა. ის იცავს გარემოს და გადაშენების პირას მყოფ ცხოველებსა და ფრინველებს, მხარს უჭერს ნიჭიერ ახალგაზრდებს და აფინანსებს მათ სასწავლო გრანტებითა და სტიპენდიებით. შარლოტი ძალიან ჰგავს თავის ცნობილ ბებიას და ერთ-ერთ ულამაზეს ქალად მიიჩნევა მსოფლიოში.








ელვის პრესლის შვილიშვილი - რაილი კეი

image

image

ელვის პრესლისა და პრისცილა პრესლის შვილიშვილი მსახიობი გახდა. ყველაზე ცნობილი როლი შეასრულა ფილმში "Mad Max: Fury Road". უმუშავია მოდელადაც და თანამშრომლობდა სამოდელო სააგენტო IMG-სთან.








ჩარლი ჩაპლინის შვილიშვილი - უნა ჩაპლინი

image

image

უნა ჩაპლინი ცნობილია "სამეფო კარის თამაშებში" შესრულებული ტალისა მაიგერის როლით. მისი ოჯახი დაკავშირებული იყო კინოსთან, მისი ბაბუა ცნობილი კომიკოსი ჩარლი ჩაპლინი იყო, დედამისი მსახიობია, მამამისი კი - კინოოპერატორი. როგორც ბევრმა ცნობილმა მსახიობმა, უნამაც დრამატული ხელოვნების სამეფო აკადემია დაამთავრა. მას მალე ვიხილავთ ფილმ "Avatar"-ის გაგრძელებაში.








ჯოზეფ ბროდსკის ქალიშვილი - ანა სოზანი

image

image

ნობელის პრემიის ლაურეატ ჯოზეფ ბროდსკის ქალიშვილი იტალიაში ცხოვრობს. ის მამას ჰგავს, მაგრამ, სამწუხაროდ, სამშობლოში მხოლოდ ერთხელაა ნამყოფი და რუსულადაც არ საუბრობს. ახალგაზრდა დედაა და ერთი ქალიშვილი ჰყავს.








ერნესტ ჰემინგუეის შვილთაშვილი - დრი ჰემინგუეი

image

image

დრი ერნესტ ჰემინგუეის შვილთაშვილი და მარიელ ჰემინგუეის ქალიშვილია. ბევრ მოდურ კომპანიასთან უმუშავია, როგორებიცაა ჟივენჩი, კელვინ კლეინი, გუჩი და შანელი. 2016 წელს ფლეიბოიშიც გამოჩნდა და პირველი იყო, ვინც ჟურნალისთვის არ გაშიშვლდა.








იოსებ სტალინის შვილიშვილი - კრის ივენსი

image

image

იოსებ სტალინის უმცროსი შვილიშვილის სახელი ოლგა პეტერსია, მაგრამ მან სახელი შეიცვალა და კრის ივენსი დაირქვა. უყვარს მექსიკური საჭმელი და საკუთარი ძაღლი. საცალო მოვაჭრედ მუშაობს და ჟურნალისტებთან საუბარი არ სურს. აცვია ექსტრავაგანტული ტანსაცმელი და ჰყავს და, რომელიც კამჩატკაში მუშაობს ვულკანის მკვლევრად.








ჯონ ლენონის ვაჟიშვილი - სინ ლენონი

image

image

სინ ტარო ონო ლენონი ჯონ ლენონისა და იოკო ონოს ვაჟიშვილია. ის კრეატიული ადამიანია: არის კომპოზიტორი, მომღერალი, მსახიობი და სცენარისტი. ის ძალიან ჰგავს მშობლებს. საინტერესო ფაქტია, რომ სინი იმავე დღეს დაიბადა, რა დღესაც ჯონ ლენონ - 9 ოქტომბერს. მან გამოუშვა, 3 ალბომი, 4 სინგლი და ჩანს ლანა დელ რეის სიმღერებში.


ჯონ ლენონს პირველი ქორწინებიდანაც ჰყავს ვაჟიშვილი - ჯულიან ლენონი. ის როკ-მუსიკოსია. სხვათა შორის, სწორედ პატარა ჟულიანმა შთააგონა ლეგენდარულ The Beatles-ს სიმღერა " “Lucy in the Sky with Diamonds"-ის დაწერა.








ფრენკ სინატრას ქალიშვილი - ნენსი სინატრა

image

image

ნენსი მამამისის კვალს გაყვა. მან ითამაშა Speedway-ში ელვის პრესლისთან ერთად, იმღერა პოპ-მუსიკა, ჩაწერა “You Only Live Twice” - ჯეიმს ბონდის მეხუთე ფილმის მთავარი სიმღერა. ასევე, იმღერა მამამისთან ერთადაც და 45 წლის ასაკში ფლეიბოისთვის იპოზიორა.


ნენსი უფრო პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც ტარანტინომ "Kill Bill"-ში გამოიყენა მისი სიმღერა “Bang Bang”.








ბონუსი: ემინემის ქალიშვილი - ჰეილი სკოტი

image

image

აი, ასე გამოიყურება ცნობილი რეპერის ქალიშვილი 18 წლის შემდეგ. ჰეილიმ ჯერ არ იცის, რას გააკეთებს ცხოვრებაში. დაამთავრა კოლეჯი, სადაც ფსიქოლოგიას სწავლობდა. დაინტერესებულია სილამაზის ინდუსტრიით, მაგრამ ჯერ არ იცის, ამ განხრით მუშაობა სურს თუ არა. რაც ზუსტად იცის, ისაა, რომ მამის გზის გაყოლას და მომღერლობას არ აპირებს.


2
794
4-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
794
  
2018, 29 ივნისი, 0:06
დიდი მადლობა, ალექს ♥ ♥
2018, 28 ივნისი, 23:20
მსიამოვნებს შენი სტატიების წაკითხვა და დათვალიერება ნიჭიერო
0 1 2