x
მეტი
  • 15.09.2019
  • სტატია:94755
  • ვიდეო:342547
  • სურათი:456796
თუ ეს უცნაური მოვლენები შენიშნეთ, თქვენ შესაძლოა მძარცველები გითვალთვალებენ

სტატისტიკის თანახმად, ყოველი მეასე ადამიანი მძარცველების მსხვერპლი ხდება. სამწუხაროდ, ხშირად, ზომები, რომელსაც ადამიანები მძარცველების წინააღმდეგ მიმართავენ, ეფექტურად არ მუშაობენ. არადა, საკმარისია, რამდენიმე დეტალი გაითვალისწინოთ და შესაძლოა ცუდი შედეგები თავიდან აიცილოთ.

თუ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე მოვლენა თქვენთანაც დააფიქსირეთ, ყურადღებით იყავით, თქვენ შესაძლოა მძარცველების მორიგი მსხვერპლი გახდეთ:

image

1. ნაგვის დაკარგვა

ხშირად ნაგავში არასაჭირო ქაღალდებსაც ყრიან, რომლებიც შესაძლოა მძარცველისთვის საჭირო მონაცემებს შეიცავდნენ: პასპორტის ნომერი, პირადი ნომერი, სამუშაო ადგილი და სხვა პირადი მონაცემები.

უმჯობესია თუ ასეთ ქაღალდებს დაწვავთ და ნაგავში არ გადაყრით.

თუ თქვენი ნაგავი გაქრა ან შეამჩნიეთ, რომ ვიღაცას გაუქექია, ყურადღებით იყავით და უსაფრთხოების ზომები მიიღეთ.

image

2. ძაღლის დაკარგვა

ძაღლის უმთავრესი ფუნქცია პატრონისა და საცხოვრებლის დაცვაა.იმისთვის, რომ მისი თავდასხმა აირიდონ, ქურდები წინასწარ იღებენ ზომებს და ხშირად ცხოველებს გარეთ იტყუებენ სხვადასხვა მეთოდებით, რომ მერე მშვიდად განახორციელონ თავისი ჩანაფიქრი.

image

3. ბენზინის ცარიელი ავზი

ბენზინის მოპარვა მშვენიერი მეთოდია იმისთვის, რომ მძღოლი გზაზე შეაფერხონ და ამასობაში მისი სახლი გაქურდონ.

თუ სადმე იყავით და აღმოაჩინეთ, რომ ბენზინის ბაკი ცარიელია, მაშინაც კი, თუ რამდენიმე საათის წინ ჩაასხით საწვავი, სანამ ზომებს მიიღებთ პრობლემის მოსაგვარებლად, აუცილებლად დაურეკეთ მეზობლებს და სთხოვეთ, რომ თქვენს მოსვლამდე ყურადღებით იყონ და თქვენს სახლს ყურადღება მიაქციონ.

image


4. “ახალი დამლაგებელი"

მძარცველები ხშირად მიმართავენ თანამშრომლების ჩანერგვის პრაქტიკას. თუ თქვენს კომპანიაში ან სახოვრებელ კორპუსში ახალი მომსახურე პერსონალი გაჩნდა, აუცილებლად შეამოწმეთ მისი დოკუმენტები და მის ფირმასაც დაუკავშირდით პიროვნების იდენტიფიცირებისთვის.

image


5.გატეხილი მინა

მძარცველები ყოველთვის ფაქიზი მეთოდებით როდი მუშაობენ. ზოგჯერ ნორმალურ პრაქტიკად ითვლება ფანჯრისთვის ქვის სროლა, იმისთვის, რომ დააკვირდნენ არის თუ არა სახლში სიგნალიზაცია და რამდენად სწრაფად მოახდენენ რეაგირებას სახლის მეპატრონე, მეზობლები და პოლიცია. ამიტომ, ფრთხილად იყავით და ცელქ ბავშვებს ნუ დააბრალებთ ყოველთვის, თუ მსგავსი რამ შეამჩნიეთ.

image


6. განათების პრობლემები

თუ სახლის წინ, შემოსასვლელში ან ეზოში ნათურები აღარ მუშაობენ, აუცილებლად შეამოწმეთ ნამდვილად გადაიწვა თუ არა. თუ ნათურები მოშვებულია და ამიტომ არ ინთებოდნენ, დიდი ალბათობით, თქვენი სახლის გაქურდვას აპირებენ და შესაბამისი ზომები მიიღეთ.

image


7. სავსე საფოსტო ყუთი

თუ საფოსტო ყუთი სავსეა ე.ი. სახლის პატრონი სადმე გაემგზავრა, ან უყურადღებოა. ნებისმიერ შემთხვევაში, ამას მძარცველები აუცილებლად მიაქცევენ ყურადღებას და სწორედ იმ სახლზე “მიიტანენ იერიშს", რომლის საფოსტო ყუთიც სავსეა. ზოგჯერ თავადაც კი ყრიან საფოსტო ყუთში სარეკლამო ბუკლეტებს იმის შესამოწმებლად, არის თუ არა სახლში ვინმე. ამიტომ, თუ სადმე მიემგზავრებით, სთხოვეთ მეზობლებს, რომ თქვენი საფოსტო ყუთი რეგულარულად დაცალონ. ასე მძარცველები იფიქრებენ, რომ თქვენ სახლში ხართ.

image


8.უცნაური ნიშნები

ნიშნები და აღნიშვნები, რომელიც თქვენს სახლთან გაჩნდა, შესაძლოა თქვენ გაუგებრად მოგეჩვენოთ, მაგრამ მძარცველისთვის ერთგვარი საორიენტაციო ნიშანია სამომავლოდ.

image


9.გატეხილი საკეტი

თუ საკეტი იჭედება, სახელური მოშლილია და კარზე ნაკაწრებია-ეს ყველაზე მკაფიო ნიშანია იმისა, რომ ვიღაც სახლში შემოჭრას ცდილობდა. მიმართეთ პოლიციას და მხოლოდ მათი შემოწმების შემდეგ გამოცვალეთ საკეტები.

image



0
212
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
212
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0