x
მეტი
  • 24.08.2019
  • სტატია:93860
  • ვიდეო:342248
  • სურათი:456116
"ჩამოეთრიე შე ბარიგა"-რას აცხადებს თამთა ჯანჯღავას ადვოკატი

imageირაკლი ნოზაძის დაჭრის ფაქტზე დაკავებული თამთა ჯანჯღავასთვის ბრალის წაყენების პროცედურა დაწყებულია, ჯანჯღავას ადვოკატი ავთანდილ ბუაძე თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში იმყოფება.


ადვოკატი არ გამორიცხავს ვერსიას, რომ თამთა ჯანჯღავა ირაკლი ნოზაძისგან გარკვეული პრეპარატის წამოღებას აპირებდა, რაშიც უკვე თანხა გადახდილი ჰქონდა.


ადვოკატმა ისიც აღნიშნა, რომ ჯანჯღავას დანა არ უხმარია, ეს იყო ე.წ. ბრელოკი, თან ეს მოხდა თავდაცვის მიზნით.


"ეს არ არის დანა ეს არის ბრელოკი. ნუ ვიჩქარებთ და ვთქვათ, ერთი რამ თავდასხმის ობიექტი ხდება თავად ჯანჯღავა. მე რომ პატარა გოგონას დავუწყო ცემა, ის მოიმოქმედებს ყველაფერს, რომ არ განმეორდეს. ბევრი ვერსია გავრცელდა. მე ამ წუთში შემიძლია გითხრათ, რომ არცერთი ვერსია არ გამოირიცხება"-განაცხადა ადვოკატმა.


კითხვაზე თუ რატომ ყვიროდა თამთა ჯანჯღავა ნოზაძის მისამართით, “ჩამოეთრიე შე ბარიგა”, ადვოკატმა უპასუხა, რომ “არცერთი ვერსია არ გამოირიცხება”.


იხილეთ სათვალთვალო კამერით გადაღებული ნოზაძის დაჭრის ვიდეოკადრები

2
2273
10-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
2273
  
2018, 1 ივლისი, 23:42
ამოვიდა ყელში ამათი სიბინძურის კითხვა-ყურება...
2018, 28 ივნისი, 17:00
ვიდეო კადრებშიც კონფლიქტის შემდეგ ხდება ყველაფერი, თავდაცვა რამდენად ჭირდებოდა იქ მისულ თანმხლებ პირებთან ერთად ამ გოგონას მეორე საკიტხია, თუმცა არც ნოზაძე უნდა იყოს :წმინდა წყლის" , მუშტიკრივი გამართა გოგოსთან
0 1 2