x
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დროშის ისტორია და როგორ შეიქმნა აფხაზეთის დროშა
აფხაზეთის დროშა შემოღებულ იქნა 1992 წლის 23 ივლისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მიერ დამოუკიდებლობის თვითაღიარებასთან ერთად. დიზაინი შექმნილია 1991 წელს ვ. გამიგიას მიერ.

image

აღწერა

ჰორიზონტალურად ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულია ოთხი მწვანე და სამი თეთრი ზოლი. ზედა მარცხენა კუთხეში არსებულ წითელ ფონზე გამოსახულია თეთრი ხელი, რომლის გარშემოც, ნახევარრკალზე განლაგებულია შვიდი თეთრი, ხუთქიმიანი ვარსკვლავი. ყველა ვარსკვლავს ერთი ქიმი ზემოთ აქვს, ორი დაბლა, ორიც გვერდებზე.

მნიშვნელობა

წითელ ფონზე გამოსახული თეთრი ხელი წარმოადგენს ისტორიული სებასტოპოლის (დღევანდელი სოხუმი) გერბს. გაშლილი ხელი აღნიშნავს აფხაზ ერს ხოლო შვიდი ვარსკვლავი – თვითაღიარებული აფხაზეთის შვიდ რეგიონს: საძენი, ბზიფი, გუმაა, აბჟუა, სამურზაყანო, დალ–ცაბალი და ფსხუ–აიბგა. რიცხვი 7 აფხაზეთში წმინდა რიცხვადაა მიჩნეული. შვიდია ერთმანეთის მიმდევრობით მონაცვლე მწვანე და თეთრი ზოლებიც, რაც სიმბოლურად ისლამსა და ქრისტიანობას შორის ტოლერანტობას გამოხატავს.

ისტორია


საბჭოთა პერიოდში, უკვე 1925 წლიდან აფხაზეთის სსრ–ს საკუთარი დროშა ჰქონდა. თუმცა ხშირად საუბრობენ უფრო ადრინდელ, 1920–იან წლებში არსებულ დროშაზე. ამ დროშის ზუსტი ფორმა უცნობია, მის სურათებზე სხვადასხვა შეცდომებია და ამიტომ მან ჩვენამდე დამახინჯებული ფორმით მოაღწია. იგივე ითქმის დროშაზე, რომელიც 1930–დან 1931 წლამდე უნდა არსებულიყო. 1925–დან 1931 წლამდე გამოიყენებოდა დროშა წითელი ფონით, რომელზეც დატანილი იყო ყვითელი ფერის ნამგალი, ურო, ვარსკვლავი და კირილური (აფხაზური) ასოებით დაწერილი ინიციალები ССРА (აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა). შესაძლოა 1926 წლიდან კირილური ინიციალები ლათინურმა შეცვალა – SSRA, რადგან ამ დროიდან აფხაზური ენა ლათინური ანბანით იწერებოდა. 1931 წელს აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა კვლავ საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკის შემადგენლობაში შევიდა. 1935 წლის კონსტიტუციის შესაბამისად დროშაზე დატანილ იქნა აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის (აასსრ) აღმნიშვნელი კირილური ინიციალები – АССРА. 1937 წლის 2 ოქტომბრის კონსტიტუციით, წითელი ფერის დროშაზე სამ ენაზე (ქართული, რუსული, აფხაზური), სამი განსხვავებული დამწერლობით (ქართული, კირილიცა, ლათინური) ეწერა „საქართველოს სსრ“. 1938 წლიდან აფხაზური ენისათვის გამოიყენებოდა ქართულ დამწერლობაზე დაფუძნებული ანბანი, შესაბამისად შეიცვალა დროშაზე არსებული აფხაზური წარწერაც. ამგვარი დროშა 1951 წლამდე არსებობდა. 1951–დან 1978 წლამდე აფხაზეთისთვისაც საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის დროშა გამოიყენებოდა. 1978 წლის 6 ივნისის აფხაზეთის კონსტიტუციის შესაბამისად, საქართველოს დროშაზე გაკეთდა აფხაზური (კირილური) წარწერა – აფხაზეთის ასსრ (Аҧсны АССР), რაც 1989 წლამდე აფხაზეთის ასსრ–ის ოფიციალურ დროშას წარმოადგენდა. 1989 წელს მიღებულ იქნა ახალი წითელი დროშა ოქროსფერი მზის გამოსახულებითა და აფხაზური წარწერით „აფხაზეთის სსრ“, რომელიც საბოლოოდ სსრკ–ის დაშლის შემდეგ აფხაზეთის ახალმა (თანამედროვე) დროშამ შეცვალა.

image

სებასტოპოლის დროშა დაახლოებით 1350 წლისათვის.

image

აფხაზეთის სსრ–ის უცნობი დროშა, 1921–დან 1925–მდე,

imageაფხაზეთის სსრ–ის უცნობი დროშა, 1930–დან 1931–მდე,

imageაფხაზეთის ასსრ, 1925–1931წლამდე

image

აფხაზეთის ასსრ, 1978–1989წლამდე

imageაფხაზეთის ასსრ, 1989–1992წლამდეimageაფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტის დროშა.

imageაფხაზეთის გერბი

6
339
2-ს მოსწონს
ავტორი:გტაა.გტაა
გტაა.გტაა
339
  
2018, 14 ივლისი, 13:43
მე მესმის თქვენი, უბრალოდ განმარტება გავაკეთე.
2018, 14 ივლისი, 13:41
ეს კომუნისტებით არის გადაკეთებლი ანუ ხომ მიხტი რა კომუნისტებიდან გადმოიტანეს რახაც რახაცეები მე უბრალოდ ხალხს გავაგებინე რომ იცოდნენ აფხაზეთის შესახებ.
2018, 14 ივლისი, 13:31
მაპატიეთ თქვენი სახელი არ ვიცი და ნიკით ვერ მოგმართავთ, იმ დროშაზე "მთიელ ხალხთა კონფედერაციის" ლოგოა გამოსახული, იმ ეთნოსების, რომლებიც ქართველების სისხლით ვერ გაძღნენ...
2018, 14 ივლისი, 13:17
და დროშამ რა დაგიშავა კი მარა
2018, 14 ივლისი, 11:27
მოვა დრო და თავზე გადავახევთ სეპარატისტებს ამ დროშას და არაა შორს ეს დღეც...
0 1 6