x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
იპოვეთ ქურდები. კრიმინალური გამოცანები (პასუხები აქვს)

I. — ბედნიერება, ბატონო ინსპექტორო, – მყიფე რამ არის. ერთ მშვენიერ დღეს, შეიძლება დაიმსხვრეს და მისი ნაწილები სხვადასხვა მიმართულებით გაიფანტოს... რამდენიმე კვირის წინ, ლატარიაში ძვირფასი კინოაპარატი, პროექტორი და ეკრანი მოვიგეთ. მაგრამ წუხელ, ჩვენ რომ გვეძინა, ვიღაც შემოვიდა ბინაში და ჩვენი კინოთეატრი მოიპარა. არა და, მისი უსაფრთხოებისთვის, ჩვენს მეზობელს, გრუნევალდს ჯაჭვის დაყენებაც კი ვთხოვეთ. ის პროფესიით დურგალია. მან გვირჩია ამ მოწყობილობის საუკეთესო მოდელი და თავადვე დაგვიყენა.
— სხვა მეზობლებმა იცოდნენ თქვენი მოგების შესახებ?
— დიახ, რა თქმა უნდა, მაგალითად, კირშებმა იცოდნენ, რომლებიც ზედა სართულზე ცხოვრობენ და კინოს დიდი მოყვარულები არიან. ჩვენ მათაც ვაჩვენეთ მოგებული ნივთები.
— დააზღვიეთ თქვენი მოგება? — იკითხა ინსპექტორმა.
— რა თქმა უნდა, მეორე დღესვე!
— კარგი, კარგი, ჩემთვის ყველაფერი ცხადია და ვალდებული ვარ, კანონის შესაბამისად ვიმოქმედო ...

image

კითხვა: ვის წაუყენებს ინსპექტორი ვარნიკე ქურდობის ბრალდებას? (პასუხი სურათზეა)

image

imageII. ეს ამბავი ბნელ, წვიმიან ღამეს მოხდა. სიბნელეში ჩაძირულ ქუჩებში კაციშვილის ჭაჭანება არ იყო. მაგრამ უეცრად, უცნაურმა, ძლივს გასაგონმა ხმამ დაარღვია ღამის მყუდროება და იმავე მომენტში, რაღაც ჩრდილმა გაიელვა საიუველირო მაღაზიის ვიტრინასთან. აი, ის უკვე დახლებს შორის დადის და ხელებს აქეთ-იქით აფათურებს. ქუჩაში კიდევ ერთხელ გაიელვა ჩრდილმა და ისევ სიჩუმემ დაისადგურა…

დილით, ჩვეულებისამებრ, ფინჯანი ყავის მირთმევის შემდეგ, გოტლიბ ბარნიკე ბინიდან გამოვიდა და თავის საიუველირო მაღაზიაში წავიდა. მაღაზია ამავე სახლის პირველ სართულზე მდებარეობდა. და უცბად… ბარნიკე ადგილზე გაქვავდა. მაღაზიის კარზე, საკეტთან ახლოს, მან ნაკაწრები შენიშნა. მას გულმა ცუდი უგრძნო და მაღაზიაში სასწრაფოდ შევიდა. ხოლო 5 წუთის შემდეგ, ინსპექტორ ვარნიკეს ბინაში სატელეფონო ზარის ხმა გაისმა.

image

სულ მალე, მაღაზიის მფლობელი და ინსპექტორი მომხდარს განიხილავდნენ.

— მოპარული ძვირფასეულობა, დაახლოებით, 220 000 მარკის ღირებულების არის, — თქვა იუველირმა და დაამატა — მე სრულ სასოწარკვეთილებაში ვარ.

— გუშინ მაღაზიიდან რომ გადიოდით, უჩვეულო არაფერი შეგინიშნავთ?

— დაკეტვამდე, ცოტა ხნით ადრე, ჩემი ვაჟიშვილი შემოვიდა. ის რაღაცით იყო აღელვებული. მე მას მაგარი ჩაი მოვუტანე და შემდეგ ერთად გავედით.

ინსპექტორმა მას სთხოვა, დეტალურად გაეხსენებინა წინაღამის ყველა წუთი, ყველა მნიშვნელოვანი მომენტი და უეცრად წამოიძახა:

— მითხარით, სიგნალიზაციის ხმა არ გაგიგიათ?

— არა, ეტყობა იმ არამზადამ, წინასწარ გამოიყვანა მექანიზმი მწყობრიდან: სარდაფში მოწყობილობის დამცავები ამოხრახნილი იყო.

— ვინმეს უამბეთ მომხდარის შესახებ?

— არა, ინსპექტორო, მე პირდაპირ თქვენ დაგირეკეთ და იმ დროს აქ არავინ იყო.

— ეს ძალიან კარგი ამბავია. — თქვა ინსპექტორმა, ყველაფერი კიდევ ერთხელ მოათვალიერა და დაფიქრდა. ის, სავარაუდო დამნაშავის ამოცნობაზე ფიქრობდა და ბოლოს, იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ქურდი ამ კორპუსში მცხოვრები უნდა ყოფილიყო. «მაშ, ასე — გაიფიქრა ვარნიკემ, — ჯერ ის ხალხი გავიცნოთ, ვინც მაღაზიასთან ახლოს მდებარე სადარბაზოში ცხოვრობს».

ინსპექტორმა მაღაზიის თავზე მდებარე ბინიდან დაიწყო გამოკითხვა, რომლის კარი შეშინებულმა და დაბნეულმა, მისმა ძველმა «ნაცნობმა», ერიკ პინკენცელერმა გააღო.

image

— მიხარია თქვენი ნახვა, ბატონო ინსპექტორო. რით დავიმსახურე თქვენი, ესოდენ ადრეული ვიზიტი? რამე მოხდა?

— ო, არა, ნუ ინერვიულებთ, განსაკუთრებული არაფერია! წუხელ ვიღაცამ საიუველირო მაღაზიაში შეიარა და ხელებზე რაღაცები მიეკრა – იხუმრა ვარნიკემ.

— და ეჭვმიტანილი მე ვარ, ბატონო ინსპექტორო? თქვენ ხომ იცით, რომ მაგ საქმიანობას უკვე დიდი ხანია, რაც შევეშვი.

— ეგ ვიცი, მაგრამ მაინც მაინტერესებს, რას აკეთებდით გუშინ საღამოდან ამ დილამდე? აბა!

— განსაკუთრებულს, არაფერს! — წაიბურტყუნა ერიკმა. — საღამოს სახლში ვიყავი. დავლიე რამდენიმე ქილა ლუდი და დეტექტივს ვკითხულობდი, ვიდრე არ ჩამეძინა. განსაცვიფრებელი ისტორიაა, ბატონო ინსპექტორო, როდესაც კითხვას დავასრულებ, შემიძლია წიგნი გათხოვოთ.

— ეგ საღამოს იყო, ღამე რას აკეთებდით?

— ძალიან ღრმად მეძინა. ნახევარი საათის წინ გავიღვიძე, საწოლი ავალაგე და ქუჩაში ამინდი ვნახე. მაინტერესებდა, ღირდა თუ არა, სასეირნოდ წასვლა.

— მადლობა, ერიკ! წიგნთან დაკავშირებით, თქვენი წინადადებით აუცილებლად ვისარგებლებ.

საქმემ წინ ვერ წაიწია და ვარნიკემ მეორე ბინის კართან გადაინაცვლა. კარი შეღებული დახვდა და ის უხმაუროდ შევიდა დერეფანში. ოთახიდან აღშფოთებული ქალის ხმა ისმოდა:

— ძალიან გთხოვ, თავი დამანებე. მე კარგად ვიცი, ეს ყველაფერი ჩვეულებრივ, როგორ მთავრდება…

image— მაპატიეთ, — თქვა ოთახში შესვლისას, ინსპექტორმა ვარნიკემ. — თქვენ კარი გქონდათ ღია, წინააღმდეგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, დავრეკავდი. რამდენიმე კითხვა მაქვს თქვენთან.

— დიახ, გისმენთ, ბატონო ინსპექტორო — უპასუხა ახალგაზრდა მამაკაცმა.

— აქ მარტო ცხოვრობთ?

— დიახ, მარტო — დაბნეუი იერით უპასუხა ბინის პატრონმა.

— მაშინ ეს ქალბატონი ვინ არის?

— ეს ჩემი საცოლე, კერსტინი. მალე დაქორწინებას ვაპირებთ.

— გასაგებია. ხელს აღარ შეგიშლით. კიდევ ერთხელ გთხოვთ პატიებას, — ჩაილაპარაკა ვარნიკემ, მაგრამ ვიდრე წავიდოდა, ოთახი ყურადღებით დაათვალიერა.

შემდეგი ბინა უკვე III სართულზე იყო. ბატონმა ფორსტერმა მშვიდად გააღო კარი და თავაზიანად შეიპატიჟა ინსპექტორი სახლში. ისე, რომ სტუმრისთვის დაჯდომა არც შეუთავაზებია, მასპინძელმა მაშინვე ჰკითხა ვარნიკეს:

image

— აბა, ბატონი ინსპექტორო, რომელ დანაშაულზე გვექნება საუბარი?

— ვიღაცამ ძვირფასეულობა მოიპარა წუხელ. მე მინდოდა მეკითხა, თუ სად ბრძანდებოდით გუშინდელი საღამოს შემდეგ?

— გუშინ საღამოს! მე ახლა შემოვედი სახლში, მხოლოდ ლაბადის გახდა მოვასწარი და თქვენც მობრძანდით. ერთი კვირის წინ, უეცრად, მივლინებაში წასვლა მომიხდა და ამიტომ, ბოდიშს გიხდით უწესრიგობისთვის. მე მარტო ვცხოვრობ. ჩვეულებრივ, სახლის დასალაგებლად, სართულის მეზობელი მოდის. მაგრამ, როდესაც აქ არ ვარ, არავის ვაძლევ სახლში შემოსვლის უფლებას და გასაღებსაც არავის ვაძლევ.

— დიახ, დიახ, ყველაფერი გასაგებია, — შეაწყვეტინა საუბარი ვარნიკემ ფორსტერს. — თქვენს საქმეს მიხედეთ. თუ დამჭირდებით, თავს უფლებას მივცემ, რომ კიდევ ერთხელ შეგაწუხოთ.

ოთახის შეთვალიერების შემდეგ, ინსპექტორმა ბინა დატოვა და მისი მეზობლის კართან მივიდა, თითი ზარის ღილაკს დააჭირა, მაგრამ კარს მიღმა სიჩუმე იყო. მან კიდევ ერთხელ დააჭირა ღილაკს, მაგრამ შედეგი იგივე იყო.

«ეტყობა, ზარი გაფუჭდა», — გაიფიქრა ვარნიკემ.

ინსპექტორს მოთმინება უკვე ეწურებოდა, როდესაც კარის ზღურბლთან წყლის წვეთები შენიშნა. კრაიზელის ბინიდან წყლის კვალი კიბისკენ მიდიოდა. ვარნიკე კვალს გაჰყვა, რომელმაც ის ჯერ სარდაფში ჩაიყვანა, ხოლო იქიდან, ვიწრო დერეფნით, – უკანა ეზოში გაიყვანა. ეზოში შუახნის ქალბატონი სარეცხს ფენდა. ეზო კი, მაღალი აგურის კედლით მთავრდებოდა.

image

— მოგესალმებით, ფრაუ კრაიზელ, თუ შეიძლება მითხარით, რითი ხართ დაკავებული, როდესაც სარეცხს არ ფენთ?

— ბატონო, საკუთარ თავს რამდენის უფლებას აძლევთ? როგორც პატიოსანი…


— რა თქმა უნდა, მაგრამ მე პროფესიული ინტერესი მაქვს.

— ჩემთან? პორტიედ ვმუშაობ, თუ ეს გაინტერესებთ. გარდა ამისა, მაღაზიასაც ვალაგებ.

— გუშინ საღამოს იყავით მაღაზიაში?

— რა თქმა უნდა! მაგრამ, მაპატიეთ, ძალიან მეჩქარება. დასთან მივდივარ, რომელიც ასევე პორტიეა, ოღონდ მეზობელ სახლში. ჩემს დიშვილს დღეს ქორწილი აქვს და ჯერ საჩუქარიც არ მიყიდია. ხომ გესმით ჩემი?

— მესმის, რა თქმა უნდა. მაპატიეთ, — თქვა ინსპექტორმა.

ვარნიკეს თავში აზრები ერეოდა: ბნელი ღამე, გაქურდვა, ძვირფასეულობა, იუველირი და მისი ვაჟი, რომელსაც რაღაც პრობლემა ჰქონდა, ყოფილი ქურდი, რომელიც დეტექტივების კითხვით იყო გატაცებული, აღელვებული კერსტინი, მივლინებიდან დაბრუნებული ფერსტერი, წყლის კვალი კიბეებზე, ფრაუ კრაიზელის დიშვილის ქორწილი…

და უეცრად, თავში წვა იგრძნო, თითქოს ელვამ გაიარა ტვინის სიღრმეში და მისთვის ყველაფერი ნათელი გახდა. სწრაფად! სწრაფად უნდა ემოქმედა!

კითხვა: ვისზე მიიტანა ეჭვი ინსპექტორმა ვარნიკემ და რატომ? (პასუხი ერთ-ერთ სურათზეა)

image

imageპასუხები:

imageI. ჯაჭვის დასამაგრებელი ღარიანი ფირფიტა ჰორიზონტალურად უნდა იყოს დამონტაჟებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაკეტილი კარის გაღება, სულ მარტივად შეიძლება, დანის პირით, ან თუნდაც, სახაზავით. პროფესიონალ დურგალს ამის შესახებ ნამდვილად უნდა სცოდნოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯაჭვის სამაგრი ფირფიტა შეცდომით განზრახ დააყენა. სწორედ მას დაადანაშაულებს ვარნიკე.

II. ბატონი ფერსტერი კი არ ჩამოვიდა, პირიქით, გამგზავრებას აპირებს. ამაზე მეტყველებს მის მიერ შეგროვილი ნივთები. ყველაზე მთავარი კი, ჩარჩოებიდან გამოღებული სურათებია, რომლებიც გადახვეულია და ჩემოდნის გვერდით აწყვია. imageimage

თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:imageტესტ-ვიქტორინა: «ლოგიკური გამოცანები»

კრიმინალური გამოცანები

რთული გამოცანა (პასუხი აქვს)

0
396
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
396
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0