x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134411
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
რას ფიქრობენ ზოდიაქოს ნიშნები ასტროლოგიაზე
image


ვერძი: არაფერი იცის ზოდიაქოს შესახებ, მაგრამ სჯერა მისი, რადგან საკუთარ თავზე ახალი საინტერესო რაღაცების აღმოჩენა სიამოვნებას ანიჭებს.






კურო: დიდად არ გამოხატავენ, მაგრამ უყვართ ზოდიაქო, რადგან უყვართ ფანტაზიორობა. რაც არ უნდა იყოს, ასტროლოგია მათთვის, პირველ რიგში, მეცნიერებაა, თუმცა, ეს არ უნდა უთხრათ, თორემ შეგიძულებენ.






ტყუპები: -"ღმერთო ჩემო, მიყვარს ასტროლოგია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ტყუპებს სტერეოტიპულად გვეპყრობიან და ზოდიაქოს მიხედვით განგვსჯიან... ეს, უბრალოდ, გაუგებრობაა და ძალიან მწყინს", - ამბობს ტყუპი და 2 დღის შემდეგ აღარ გელაპარაკებათ, ამართლებს ზოდიაქოს სტერეოტიპს.







კირჩხიბი: ალბათ, ზოდიაქოთიც ისევეა შეპყრობილი, როგორც ყველაფრით თავის ცხოვრებაში. თუ ასტროლოგია ძალიან უყვართ, მის შესახებ წიგნის დაწერაც კი შეუძლიათ.






ლომი: - "ჰეი, როგორ ხ...?

- მე ლომი ვარ ♛ ".






ქალწული: ტიპური ქალწული იტყოდა, რომ არ სჯერა ასტროლოგიის; არ სჯერა, რომ ვარსკვლავებს შეიძლება რამე საერთო ჰქონდეს ადამიანის პიროვნულობასთან და ეს ყველაფერი სისულელეა.






სასწორი: სჯერა ასტროლოგიის, კითხულობს თავის ყოველდღიურ ჰოროსკოპს, ფიქრობს, რომ თვისებების უმეტესობა თავისი ნიშნისას ემთხვევა, მაგრამ ამას სერიოზულად არ აღიქვამს, ჰობივით უყურებს და მშვიდია მაშინაც, როცა სხვა ადამიანები ლანძღავენ ასტროლოგიას... მანამ, სანამ სასწორის გალანძღვაზე არ მიდგება საქმე.






მორიელი: " -ჰეი, როგორ ხ...?

-მომისმინე, მორიელი საუკეთესო ზოდიაქოს ნიშანია, ჩვენ წარმატებულები, ძლიერები და ყველაზე სექსუალურები ვართ".






მშვილდოსანი: - "მე მართლა წარმატებული ვარ და ყველაფერს ვიღებ, რაც მსურს. ძალიან ლამაზიც ვარ. ნეტავ, ეს იმის გამოა, რომ მშვილდოსანი ვარ? ისე, ყველა მშვილდოსანი აღწევს თავის მიზანს", - ფიქრობს მშვილდოსანი. სინამდვილეში, ასტროლოგიის არა, მაგრამ თავისი ნიშნის სჯერა.






თხის რქა: - "ჩემი აზრით, სახალისოა". არ სჯერა ასტროლოგიის, მაგრამ მოსწონს იმის მოსმენა, თუ რას ამბობს ხალხი ზოდიაქოს შესახებ... შემდეგ კი ჩუმად განსჯის ყველას თავისი შეხედულებებისამებრ და ამით სიამოვნებას იღებს.






მერწყული: დიდად არ სჯერა ზოდიაქოსი, მაგრამ შეუძლია საათების და დღეების განმავლობაშიც კი გესაუბროთ მასზე, რადგან ახალი და უცნაური რაღაცების აღმოჩენა და სწავლა მოსწონს. შეიძლება დაიჯეროს ასტროლოგიის მას შემდეგ, რაც გარკვეულ დროს გაატარებს იმ ადამიანთან ერთად, ვისაც ამის სჯერა.






თევზები: ეს ადამიანები იმდენად უცნაურები არიან, რომ ტოვებენ შთაბეჭდილებას, თითქოს ძილში ესაუბრებიან სხვა ზოდიაქოს ნიშნებს... არიან იდუმალები და ჯობს, რასაც გეუბნებიან, დაიჯეროთ, რადგან უმეტეს შემთხვევაში სრულიად მართლები არიან.


image


3
125
3-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
125
  
2018, 29 ივნისი, 0:35
მეთანხმება ნიშანიც :)
2018, 29 ივნისი, 0:06
ზოდიაქოს ნიშანი? :დ
2018, 28 ივნისი, 23:21
არ მჯერა ასტროლოგიის და ვარსკვლავების
0 1 3