x
მეტი
  • 20.07.2018
  • სტატია:78768
  • ვიდეო:331490
  • სურათი:435439
ილია მეორე - ვინ არის რეალურად იგი და რა როლს ასრულებს საქართველოს ისტორიაში?

ილია მეორე - ვინ არის რეალურად იგი და რა როლს ასრულებს საქართველოს ისტორიაში?


ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს საზოგადოებამ იცოდეს სიმართლე ყველას და ყველაფრის შესახებ. თუ ღმერთი არსებობს, მას ნამდვილად უყვარს სიმართლე, ხოლო ტყუილი ეზიზღება. იესომ თქვა: არ არებობს არაფერი დამალული რომ არ გამჟღავდნეს და არ არსებობს საიდუმლო, რომ არ დამოჩნდეს." ჩემი აზრით, საზოგადოებას აქვს უფლება, იცოდეს ყველაფერი თავიანთი სახელმწიფო მოღვაწეების, საერო თუ სასულიერო პირების საქმიანობის და სხვადასხვა დამოკიდებულებათა შესახებ, რომ ერი არ ჰგავდეს რამეში დაკარგულ ცხვრის ფარას, რომელმაც არ იცის საით წავიდეს და საითაც ქარი დაუბერავს, იქით არ მიდიოდეს ბრმასავით. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ისტორიული სიმართლე და ასევე ისიც, რომ არ შეიძლება ადამიანისგან შეიქმნა კერპი და არ შეიძლება გააღმერთო ვინმე.


ეს სიტყვა ილია მეორემ წარმოთქვა 2001 წელს ჯაბა იოსელიანის 75 წლის იუბილეზე, მარჯანიშვილის თეატრში:

"როცა ვუთხარი ბატონ ჯაბას, რომ თქვენ უნდა შეწყვიტოთ შიმშილობა, იმიტომ რომ თქვენ კიდევ ბევრი საქმე გაქვთ გასაკეთებელი, მან მიპასუხა, რომ ჩემი შიმშილის შესახებ იცის ყველამ, და რას იტყვის ხალხი, მე რომ შიმშილი შევწყვიტოო. და მე ვუთხარი: ხალხი იტყვის იმას, რომ ჯაბამ დაუჯერა საქართველოს პატრიარქს. ჩვენ უნდა ვიყოთ ყველანი ერთად, მემარჯვენე და მემარცხენე, უმცირესობა და უმრავლესობა, ბერი და ერი, რადგან ეს სჭირდება საქართველოს. აი ეს უნდა გააკეთოს ჯაბამ დღეს. ღმერთმა დალოცოს ჯაბა იოსელიანი, ღმერთმა დალოცოს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო".


პატრიარქი ჯაბა იოსელიანის შესახებ


ჯაბა იოსელიანი ის კაცია, რომელიც მხედრიონს ედგა სათავეში, მან დახოცა და გააუპატიურა სამეგრელოში უამრავი ადამიანი. გადაწყვა სახლები, დევნიდა ზვიად გამსახურდიას მომხრეებს, მხედრიონი თვალწინ უუპატიურებდა ადამიანებს ოჯახის წევრებს. ჯაბა იოსელიანს ეკუთვნის სიტყვები: "მეგრელები უნდა ამოვწყვიტოთ და ამ მიწაზე სხვები დავასახლოთ."


ჯაბა იოსელიანი და ილია მეორე


ჯაბა იოსელიანი მეგრელების შესახებ


"ბატონ ჯაბას არასდროს აშინებდა დასჯა. აშინებს და აშინებდა დარდი, დარდი საკუთარ თავზე კი არა - დარდი სამშობლოზე. ბატონი ჯაბა ის ადამიანია, ვინც გამოიარა ქარ-ცეცხლი, ვინც ნახა სიყვარული და სიძულვილი. ბატონი ჯაბას ცხოვრება, მართლაც, ეს არის საქართველოს ცხოვრება. ეს არის სიხარული და მწუხარება."


შემდეგ სურათზე თქვენ ხედავთ პატრიარქის გულთბილ შეხვედრას სამხედრო-კრიმინალური ბანდების ამბოხების ერთ-ერთ ორგანიზატორთან და მეთაურთან - თენგიზ კიტოვანთან, რომელმაც მოაწყო სამოქალაქო ომი. თენგიზმა არ დაუჯერა ზვიად გამსახურდიას მოთხოვნას, რომ ჩაებარებინა იარაღი და არ გამოეწვია ძმათა სისხლისღვრა, მაგრამ ეს მან არ გააკეთა. პატრიარქი არც მალავდა ამ ძალების მხარდაჭერას. გამსახურდიას მმართველობის უკანონოდ, ძალადობრივად დამხობის შემდეგ, ამ ამბის აღსანიშნავად მან 1992 წლის 7 იანვარს საგანგებოდ, საზეიმო სუფრაც კი გადაიხადა პირდაპირ საპატრიარქოში, სადაც დაპატიჟა ჯაბა იოსელიანი, თენგიზ კიტოვანი, ედუარდ შევარდნაძე და რუსეთის იმპერიის წარმომადგენელი, იგორ ივანოვი.


პატრიარქი და თენგიზ კიტოვანი


ასევე ძალიან საინტერესოა ზვიად გამსახურდიას შესახებ ბერი გაბრიელის დამოკიდებულება:


გაბრიელ ბერი ზვიად გამსახურდიას შესახებ



რუსეთის ნათელღების 1225 წლისთავთან დაკავშირებით მოსკოვში ჩასულმა ილია მეორემ გამომცემლობა "კავკაზსკაია პოლიტიკა"-სთან ინტერვიუში გააკეთა ეს განცხადება:

"სტალინი გამოჩენილი პიროვნებაა. ასეთები იშვიათად იბადებიან. მას გაცნობიერებული ჰქონდა რუსეთის მსოფლიო მნიშვნელობა. ის მორწმუნე იყო, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში. მე ასე ვფიქრობ".


არ დაგვავიწყდეს, რომ აქ საუბარია 23 მილიონი ადამიანის მკვლელზე, რომელმაც ჩამოაყალიბა უმკაცრესი ტოტალიტარული რეჟიმი, რომელმაც დახოცა უამრავი ერის პოლიტიკური და სამეცნიერო ელიტა და ახლაც ჩრდილოეთ კორეაში ოფიციალურად მოქმედებს - სტალინიზმი.


სტალინი პატრიარქის თვალით


"სტალინმა შესანიშნავად იცოდა ქართული ენა, ქართული სიმღერები, საგალობლები. როდესაც ის გარდაიცვალა, მე სასულიერო სემინარიის სტუდენტი ვიყავი. და ჩვენ, ყველანი ვიდექით სააქტო დარბაზში და ვტიროდით, როდესაც მას ასაფლავებდნენ. ის თვითონ იყო სემინარიელი, მან იცოდა სასულიერო განათლების ფასი"


ეს არის ერთ-ერთი უმცირესი ფაქტი სტალინის მოღვაწეობიდან და მკვლელობებიდან. მხოლოდ ამ დოკუმენტზე მას 9623 ადამიანის დახვრეტაზე აქვს ხელი მოწერილი და 4932-ის – დაპატიმრებაზე. წერილის ავტორი პირადად სტალინისგან სანქციას ითხოვს ამაზე. ომსკის ოლქში კიდევ დამატებით 1000 კაცის დახვრეტაზე და დამატებით კიდევ 1500 ადამიანის დაკავებაზე იმავე ოლქში. აქვეა სტალინის თანხმობა და ხელმოწერა: მარხნიდან პირველი - |"თანახმა ვარ" გვერდით:


სტალინის ხელმოწერა 6000 ადამიანის დახვრეტაზე


"ურთიერთობა რუსეთსა და საქართველოს შორის იყო და მუდამ იქნება ძმური და მეგობრული. რუსეთი და საქართველო, როგორც ძმები, ისე იყვნენ წარსულში, მაგრამ ალბა ვიღაცას შეშურდა ჩვენი კარგად ყოფნა და ხელოვნურად შექმნა მტრობა." ილია მეორე.


ილია მეორე რუსეთის შესახებ

შედარებისთვის:

პატრიარქი ამბროსი ხელაია რუსეთის შესახებ


საინტერესო იქნება კიდევ ერთი შედარება ამ ორი პატრიარქის დამოკიდებულებისა რუსეთთან და საქართველოს დამხობის სურვილის მქონე მტერთან მიმართებაში:


"რუსეთის პრეზიდენტი (საუბარია ვლადიმერ პუტინზე) ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ძმებად დავრჩეთ. ის, რაც მოხდა, არც რუსეთის ბრალია და არც საქართველოსი. ეს იყო ცალკეული პიროვნებების (სააკაშვილზეა საუბარი ანუ დადანაშაულებულია საქართველო ომის დაწყებაში). საქართველოსა და რუსეთის სიყვარული იქნება მუდმივი!". კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე. 2013 წ.


"მე ვფიქრობ, რომ პუტინი არის ის პიროვნება, ის ბრძენი პიროვნება, რომელიც აუცილებლად გამოასწორებს სიტუაციას საქართველოში".


"ვითხოვ, დაუყოვნებლივ გაყვანილი იქნას საქართველოს საზღვრებიდან რუსეთის საოკუპაციო ჯარი და უზრუნველყოფილი იქნას მისი მიწა-წყალი უცხოელთა თარეშობისა და მძლავრობა მიტაცებისგან" კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი ხელაია. 1922 წ.


ილია და კირიონი


ბიბლიის ძველი აღთქმიდან ცნობილია, რომ წარღვნის დამთავრებისთანავე კიდობნიდან გამოსვლის შემდეგ ნოემ დაკლა ცხოველთა ნაწილი და შესწირა ძველი აღთქმის ღმერთს. ბიბლიაში წერია, რომ "ღმერთმა იყნოსა გვამების სუნი და ესიამოვნა". როდესაც იესო ქრისტე მოვიდა თავისი ქადაგებებით, მან გააუქმა სისხლიანი მსხვერპლთშეწირვა, აკრძალა იგი, ვინაიდან ბოლო სისხლიანი მსხვერპლი მე ვარო და თქვენ შესწირეთ ღმერთს მხოლოდ სულით და ჭეშმარიტებითო, ანუ სიკეთე გქონდეთ გულში და რწმენაო. ახლა მოვისმინოთ საქართველოს პატრიარქის განცხადება:


"მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩვენ ყოველ წელიწადს აღდგომა დღეს, მადლობა უნდა შევწიროთ უფალს, მისი დიდი წყალობისათვის. ამ წლიდან ყოველ წელიწადს, აღდგომა დღეს იქნება მადლობის პარაკლისი და ლოცვა ღვთისადმი. პირველ წელიწადს, მე მინდა რომ ეს მადლობის პარაკლისი ლოცვა და წირვა სეტიცხოველში შევასრულოთ. სასურველია, რომ თბილისიდან მცხეთაში ფეხით ჩავიდნენ. დაიკვლება დიდი მოზვერი, 7 ცხვარი, ყოჩი, და მადლობას შევწირავთ უფალს. ხალხი იქვე გაახსნილებს ამ დიდ მარხვას."


ეს არის წიგნი, რომელიც აღწერს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის - ილია მეორეს ცხოვრებას. მას ფასად დაადეს 499 ლარი, ქვეყანაში, სადაც ოჯახის საშუალო თვიური შემოსავალი სწორედ ამდენს შეადგენს.


image


საბჭოთა KGB-ს მიერ ზაგორსკში გამოზრდილი საპატრიარქო კადრები, საქართველოს და რუსეთის მომავალი პატრიარქები, ილია მეორე და ალექსი მეორე. ქ. ზაგორსკი. 1957 წ.


ილია მეორე და ალექსი მეორე


საინტერესო ისტორიული ფაქტია ასევე, რომ პატრიარქი ილია მეორე არ დაესწრო 1991 წლის 9 აპრილს გამართულ საგანგებო სესიას, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა. ზვიად გამსახურდიას მიწვევას მან ასე უპასუხა, რომ მცხეთის სამთავროს მონასტერში წირვა მაქვს ჩასატარებელი და მანდ ვერ მოვალო.


აი ამიტომ "უყვარდა" პატრიარქს ზვიად გამსახურდია:

ზვიად გამსახურდია ეკლესიის რუსეთის აგენტებისგან გაწმენდის შესახებ:

ზვიადმა კარგად იცოდა ვისთან ჰქონდა საქმე:

ზვიად გამსახურდია პატრიარქის შესახებ

ზვიად გამსახურდია პატრიარქის შესახებ


ზვიადი ასეთ მღვდლებზე საუბრობდა, რომელნიც დღეს დაწინაურებულნი არიან და ყოველთვის იყვნენ ილია მეორის ხანგრძლივი საეკლესიო მმართველობის პერიოდში.


სპირიდონ აბულაძე - რუსეთის მონა

ასეთი განცხადებების შემდგომ, როგორ ფიქრობთ, გააჩერებდა მთავარეპისკოპოსის ხარისხში და არ განკვეთავდა მოღალატე "სასულიერო პირს" მაგალითად ზევით ნახსენები მართლაც ჭეშმარიტი სასულიერო პირი და პატრიარქი ამბროსი ხელაია?


მაგრამ ასეთი "სასულიერო პირებით სავსეა დღევანდელი ეკლესია, სწორედაც რომ ილია მეორეს ხელდასხმით და ხელშეწყობით:


ილია შიოლაშვილიილია შიოლაშვილ-ღუდუშაურის აგენტობის დამამტკიცებელი საბუთი



შოთა მარგალიტაშვილი

შოთა მარგალიტაშვილი

სასულიერო პირი ხარაზიშვილი გიორგი - ჟოზეფინა

ასეთი ძალიან ბევრია, დოკუმენტაცია ყველასი არაა მოპოვებული ამიტომ საჭიროა, ჩატარდეს გამოძიება. საჭიროა ის გაკეთდეს, რაც გაკეთდა ბულგარეთში, ლატვიაში, ლიტვასა და ესტონეთში. ასევე სხვაგანაც, ამას ჰქვია ლუსტრაციის კანონი. უნდა გამოვლინდნენ ყოფილი კაგებეს აგენტი სასულიერო პირები და ჩამოერთვათ მღვდელთმსახურების უფლება. როგორც ვიცით, ცნობილი გამოთქმაა - "ყოფილი კაგებეს აგენტი არ არსებობს":


ქართველი აგენტების სია

ვისი აგენტობის დამადასტურებელი საბუთებიც უკვე მოპოვებულია, ვაქვეყნებ მათ სიას და ფოტოებს:


ლეონ ღვინჯილიაშალამბერიზე გურიჭკადუა გრიგორიჭკადუა გრიგორისაშა კლიმიაშვილიალექსიძე ლევან
მამულია სანაძეანზორ მელიქიძეimage

არჩევნებში ეროვნული ძალების (გამსახურდიას) გამარჯვების დღეებში, 1990 წლის ოქტომბერში კაგებეს ძირითადი კარტოთეკა კრემლმა სასწრაფოდ გაიტანა საქართველოდან, რათა ეს კარტოთეკა არ ჩავარდნოდა ხელთ ზვიად გამსახურდიას ეროვნულ ხელისუფლებას. თუმცა კარტოთეკის ნაწილი მაინც დარჩა საქართველოს "სუკ"-ში (სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი). ამ კონკრეტული დოკუმენტების არსებობა, რაც ზევითაა მოყვანილი, 1992 წლის სახელმწიფო გადატრიალებამდეც ცნობილი იყო მაშინდელი პრეზიდენტის - ზვიად გამსახურდიასთვისაც, თუმცა სახელმწიფო ინტერესებიდან და თავისი ჰუმანური ბუნებიდან გამომდინარე, გამსახურდიას საჯაროდ არ განუცხადებია ამ დოკუმენტების არსებობის შესახებ. 1992 წლის "პუტჩის" შემდგომ კი მან მკაცრად გააკრიტიკა კრემლთან და სახელმწიფო გადამტრიალებლებთან ალიანსში მყოფი სასულიერო ელიტა. გადატრიალების პერიოდში, 1992 წელს ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებამ მაინც მოახერხა ემიგრაციაში, ქ. გროზნოში სუკის ამ კარტოთეკის წაღება. ამ კარტოთეკის რამდენიმე დოკუმენტი თავად ნახა ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების წარმომადგენელმა, რენო სირაძემ. სწორედ მან გადაიღო ეს სურათები, რომელიც აქაა წარმოდგენილი. შემდგომ მან ეს დასავლეთის მედიაში გაასაჯაროა. ტელეარხმა, BBC-მ კი თავის დოკუმენტურ ფილმში საგანგებოდ აღნიშნა, რომ საბჭოთა სუკის ისტორიაში პირველად ხდება სუკის ყველაზე საიდუმლო კარტოთეკის დოკუმენტების საჯარო ჩვენებაო. სწორედ ეს დოკუმენტებია აქ წარმოდგენილი.


ეს არის კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორის მიერ ზვიად გამსახურდიას დეპეშის პასუხად რელიგიის საქმეთა საბჭოში გაგზავნილი წერილი, რომელიც თარიღდება 1983 წლის 28 ივნისით:


"სსრ საბჭოსთან არსებულ რელიგიის საქმეთა საბჭოს რწმუნებულს საქართველოს სსრ-ში, გივი შალვას ძე მაისურაძეს


მოგახსენებთ, რომ მოქალაქე ზ.კ. გამსახურდია იდენს მოქმედებას, რომელიც არ შეეფერება საბჭოთა მოქალაქეს. იგი ლანძღავს სამღვდელოებას და ეკლესიას, რაც დაუშვებელია სსრკ. კონსტიტუციით. ამასთან ერთად წარმოგიდგენთ მის მიერ გამოგზავნილი დეპეშის ასლს.

გთხოვთ, მიიღოთ შესაფერისი ზომები მსგავსი მოქმედებების აღსაკვეთად. "


ილია II სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი


ეს არის ამ წერილის ფოტო:


ილია მეორე უჩივის ზვიად გამსახურდიას


მღვდელ ვახტანგ მარგიანის ინტერვიუში, რომელიც 1999 წლის 19 აპრილს "ახალ თაობას" მისცა, ვკითხულობთ:

"რაც ვთქვი, შემიძლია ამაზე იურიდიულად ვაგო პასუხი. 7 იანვარს ილია მეორემ დამპატიჟა ბანკეტზე, საეკლესიო დღესასწაულის დღეებში. თითქმის დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ბანკეტი ჩატარდა, მაგრამ მათთვის სულ არ იყო შობა მნიშვნელოვანი დღესასწაული. ყველაზე კარგი თამადები იყვნენ ჩემ მიერ ხსენებული დიაკვანი ლევან სხილაძე და ამჟამად ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი დანიელ დათუაშვილი. მაშინ ის არქიმანდრიტი იყო. ილია მეორეს ყველა ულოცავდა გამარჯვებას. ვინაიდან.. ვაგებ პასუხს, მარტო ხომ არ ვიჯექი იმ სუფრასთან, თუ სინდისი შეაწუხებს ვინმეს - ულოცავდნენ ილია მეორეს, ვინაიდან ილია მეორის ლოცვით იყო, რომ განიდევნა გამსახურდია საქართველოდან. და რას არ უწოდებდა ზვიადს თვითონ სამღვდელოება, ვინც იქ ისხდნენ. აი, კონსტანტინე მელიქიძე მაგალითად. ერთი სიტყვით, ილია მეორეს გამარჯვებას ულოცავდნენ გამსახურდიას დამხობას. გინდა თუ არა, გაოგნებული ვიყავი, გაოგნებული, რადგან არ მოველოდი რომ მე, კათალიკოსის სახით ასეთ პიროვნებას დავინახავდი - აღვსილს ზიზღით. ერთმანეთს ეცილებოდნენ მისალოცი სადღეგრძელოების თქმაში. არქიმანდრიტი დანიელი და დიაკვანი ლევან სხილაძე, რომლებიც ულოცავდნენ გამარჯვებას ილია მეორეს".


განა სწორედ ილია მეორემ არ წარმოთქვა ეს სიტყვები ცნობილ მიტინგზე, როდესაც ხალხმა ედუარდ შევარდნაძეს დაუჩოქა, რომ არ გადამდგარიყო?:

"მთელი საქართველო ღელავს, ამიტომ მე უფლება მაქვს, როგორც საქართველოს სულიერ მამას და პირადად თქვენს სულიერ მამას, მოგცეთ ლოცვა-კურთხევა, რომ მთელ საქართველოს განუცხადოთ, რომ თქვენ ბრძანდებით საქართველოს მეთაური" და შემდეგ გადაეხვია ედუარდს.


ედუარდ შევარდნაძე და ილია მეორე


ბოლოს წარმოგიდგენთ ზვიად გამსახურდიას ლექსს, რომელიც დაწერა სიმწრით, როდესაც ასეთ სიტუაციაში და ასეთი "სასულიერო პირების" ხელთ ჩაგდებულ საქართველოს ეკლესიას უყურებდა. ამ ლექსს მან უწოდა "ქვაბავაზაკი":


ზვიად გამსახურდია


ის წინაპართა სიწმინდეს ბილწავს

და არის სუკის ერთგული ძაღლი

ეკლესიისას აფერხებს წინსვლას

სარწმუნოების მტერია ახლის (ახალი აღთქმის)

შენიღბულის წმინდა სამოსით

როგორც ცხვრის ქურქით მგელ-მტაცებელი

მიყიდული აქვს მტრისთვის ნამუსი

არის მზაკვარი, და მტაცებელი

იგი მამონას სახელით გნათლავს

და ბელზებელის სახელით გლოცავს

ის ნათლობისთვის წაგგლიჯავს ათმაგს

ქორწინებისთვის წაგგლიჯავს ოცმაგს.

ამასხარავებს, ამოკლებს წესებს

ლაზღანდარობით, ქილიკით, გესლით,

მისი ბაგენი ჭორს და ღვარძლს სთესენ

მის ყურებს მხოლოდ დასმენა ესმით,

აღსარებაზე ფხიზლობს ჯაშუში

რათა დოსიე შეავსოს შავი

ხან იკეტება რწმენის ნაჭუჭში

რომ მოგაჩვენოს წმინდანად თავი.

ვაჭრობს ხატებით, სოვდაგრობს ჯვრებით,

შავი დღისათვის იძენს ქონებას,

ვისაც ჩაიგდებს ძალით თუ ნებით,

დააკარგვინებს თავს და გონებას.

შემოიკრიბა ირგვლივ მსყიდველნი

ლესბოსელნი და მამათმავალნი

ჭორებისა და ღვარძლის მთესველნი

გესლიანნი და ენამრავალნი.

ტაძარი ღვთისა, მადლისა მფენი

ისე სწამს როგორც მექა ან ქაბა,

მას წმიდა სახლი მამისა ჩვენის

გარდუქცევია ავაზაკთ ქვაბად!

ის შემოგზავნა აქ ანტიქრისტემ

რათა დაამხოს ღვთის ეკლესია

მახე დაუგოს მიამიტ თვისტომს

და დაავიწყოს ღმერთი, მესია.

წარწყმედილია სოდომის ცოდვით

ის არ იხილავს ზეცას აროდეს.

მისი სახელი არის ჰიპოკრიტ

მის მწყემსობიდან ზეცა გფარვიდეს!






ავტორი: თორნიკე ფხალაძე



21
2796
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
2796
  
როდეაც რამის მხილება გნებავთ, მხოლოდ მამხილებელი მასალები უნდა წარმოადგინოთ და შეფასების საშუალება მკითხველს დაუტოვოთ.
თქვენ არ გაქვთ იმხელა ცოდნა, რომ შეფასებები გააკეთოთ, რადგან მცდარი დასკვნები გაქვთ გაკეთებული.
ახლა თქვენ ვინმემ რომ გითხრათ მასონების აგენტი ხართო, მშვიდად მიიღებთ? არადა თქვენი ქმედება მათ ინტერესებს ემსახურება, კერძოდ: პატრიარქის და სტალინის ძაგება, ხალხის დაპირისპირება, ეკლესიის მსახურთა მიმართ ეჭვით ყურება და უნდობლობის გავრცელება; რწმენის მოშლა და ცხოვრებისადმი უხალისო დამოკიდებულება. არადა რაც არ მოგწონთ საბჭოთა წყობის დროინდელი, ყველაფერი ბობოლა მილიარდერების(მასონთა) ნამოქმედარია. ახლაც სათავეში ვინც სხედან ყველანი მათი დანიშნულები არიან და ამავე დროს ვალდებულნი, აცნობონ უმნიშვნელო მოვლენებიც კი. რომელ აგენტურაზეღა საუბრობთ, ეს უარესია სტალინისდროინდელ კაკებეზე. ასეთი ცხოვრებით არავის ნათელი მომავალი არ ელოდება, მათ შორის არც თქვენ და არც იმ ბობოლებს, თავი მწვანე კიტრად რომ მოაქვთ. თუ ასე გააგრძელეს ცხოვრება ბობოლებმა, მალე წარღვნა იქნება და ღმერთი აღადგენს - შიშით რწმენას და უქონელობით თანასწორობას.
ასეთ შერმთხვევაში, ვინც გადაურჩება წარღვნას, მათი ერთადერთი მხსნელი მე ვიქნები, რათა კომბლებით და ქვებით არ ჩაქოლონ ისინი, გამწარებული ხალხი არ დაინდობს მათ, მაგრამ შეიძლება მე უკვე ცოცხალი აღარ ვიყო და მათ ვეღარ ვუშველო.
ამდენ ძაგებას, უკეთესი იქნებოდა: გულისწყრომით, მაგრამ შეურაცხყოფის გარეშე გენახვებინათ სწორი მიმართულება ერისთვის, რომ მან უნდა იცხოვროს მხოლოდ ღმერთის მიერ მოცემული წესებით, რათა სათავეში მოდიოდნენ მხოლოდ რჩეულთა შორის რჩეულნი, რომ ქვეყანა ყოველთვის კეთილად იმართებოდეს და ერმა მარადჟამ იცხოვროს ბედნიერად, მათ შორის თქვენმა და იმ ბობოლა მილიარდერების შთამომავლებმაც. თქვენ ამხელა ცოდნა არ გაქვთ და იმიტომ წერთ ისე, როგორც წერთ.
ნუ მიწყენთ, ეს მარტო თქვენ არ გეხებათ, თქვენნაირი ბევრი დააბიჯებს ამ დალოცვილ დედამიწაზე!
ყველამ უნდა იცოდეთ, რომ თუ მომავალი თაობების კეთილდღეობა გნებავთ, მაშინ კეთილი ინებეთ და მოითხოვეთ არჩევნების ჩატარება მხოლოდ ღმერთის მიერ მოცემული წესით და ნახავთ როგორ დალაგდება ყველაფერი თავ
28 ივნისი, 11:52
დავაზუსტოთ თორნიკე სტატიის ის ნაწილი სადაც უშიშროების არქივზეა საუბარი. საბჭოთა უშიშროებამ აბსოლუტურად ყველა დოკუმენტი რომელიც სჭირდებოდა გაიტანა საქართველოდან ხოლო არქივის შენობაში მოაწყო ხანძრის ინსცენირება თითქოს არქივში არსებული მასალები დაიწვა. სინამდვილეში ეს მასალები ცოცხალია და რუსეთის ფედერალურ არქივებში გაციფრულებული დევს, რომელსაც როგორც ჭირდება ისე მოიხმარს!!!
28 ივნისი, 11:47
კგბს აგენტი და რწმენა როგორ წარმოიდგინე ერთად???
28 ივნისი, 11:46
დღეს საქართველოში არ მეგულება ქრისტიანობის იმაზე მეტი მტერი, ვიდრე სამღვდელოებაა, მიუხედავად ხალხის სულ უფრო და უფრო მძაფრი პროტესტისა და მზარდი უკმაყოფილებისა ისინი ბეჯითად აგრძელებენ სიმდიდრესა და ფუფუნებაში ცხოვრებას, არღვევენ სეკულარული სახელმწიფოს პრინციპებს უხეშად ერევიან ადამიანების ცხოვრებაში, ახალგაზრდები უფრო და უფრო შორდებიან რელიგიას და ამაზე ყურებს არ იბერტყავენ. მიუხედავად იმისა რომ განთავისუფლებული არიან ყველანაირი გადასახადებისგან ფაქტიურად არაფერს ქმნიან ქართულ ეკონომიკაში, ეკლესია გახდა ტლანქი და მოუქნელი საზოგადოების სულიერი და მენტალური პრობლემების დიაგნოსტირებისა მათზე რეაგირების მიმართულებით... ამ და კიდევ სხვა მრავალი მიზეზების გამო რომელთა დიდი ნაწილი ღრმად მარხია ეკლესიის წიაღში დღევანდელი ქართული ეკლესია სწორედ თვითონ ასხამს წყალს იმ წისქვილზე რომელსაც თანამედროვე ლიბერტარიანიზმი და აგრესიული ნეოლიბერალიზმი ქვია ასე რომ ვიზიარებ ავტორის იმ პათოსს რასაც წარსულის საფუძვლიანად გამოკვლევა ქვია. თუ ჩვენ არ აღმოვაჩენთ ეკლესიის დღევანდელი ავადმყოფობის სათავეს ჩვენ ვერ შევძლებთ ვუმკურნალოთ მას. წინააღმდეგ შემთხვევაში ის მონსტრი რომელიც დღეს არის შექმნილი გადაიჩეხება უფრსკულში და გადაიყოლებს ჩვენს ქვეყანასაც!
28 ივნისი, 10:50
ცუდი შედარებაა. ჩვენი ეროვნული სხეული დიდი ხანია დაჭრილია და ჭრილობებს მალავს. ამ მალვაში ეს ჭრილობები დაჩირქდა და უკვე ყარს, იმდენად რომ ეროვნული სხეული დაირღვა და ორი კიდური აფხაზეთი და სამაჩაბლო უკვე ამპუტირდა. ახლა დარჩენილ სხეულზე კიდევ ვაგრძელებთ ჭრილობების მალვას და დანარჩენსაც ვალპობთ ნელ-ნელა. ასე რომ ახლა მთავარია რომ პრობლემა იქნას დანახული, თუ არ ვაჩვენეთ ექიმს (საკუთარ სამოქალაქო საზოგადოებას) და არ ვაღიარეთ პრობლემის არსებობა, მთლიანად დავიღუპებით. ბევრი წელი... არ გვაქვს ამდენი დრო, დაბერდა ხალხი უკვე და ნორმალურ ცხოვრებას და აზროვნებას ვერ მოესწრო მაშინ როცა მსოფლიო უკვე მარსზე სახლდება.
მაშინ, გაიგეთ, რომ საბჭოთა წარსულის გადახარშვას კიდევ დასჭირდება ბევრი წელი, მოთმინება და სიბრძნე. ასე ჩვენ ვერ მივაღწევთ ვერავითარ პროგრესს, არამედ დავამკვიდრებთ ნიჰილიზმს და ცინიზმს.
არ არის გონივრული გამოქონდეს საკუთარი ნეხვი საჯაროდ და ამით ტკბებოდე.
28 ივნისი, 10:34
არც ერთი და არც მეორე. ქვეყნის და საზოგადოების უკეთესობა მინდა იმიტომ რომ აქ ვცხოვრობ და მინდა რომ წინ წავიდეთ, არც გადასახლებას ვაპირებ სადმე. ამიტომ მინდა რომ ერიც და ბერიც პროგრესირდეს.
მაშინ სად არის საქმის სხვა დოკუმენტები? საქმეში რა მარტო ეს ერთი ქაღალდი ინახებოდა?
რაც შეეხება თანამშრომლობას, ალბათ ილია თანამშრომლობდა, მაგრამ მერე რა/?ქართველი მეფეები მუსულმანობასაც იღებდნენ, თუ საჭირო იყო და ზვიადმაც მოინანია საბჭოთა ტელევიზიით. პიროვნების შეფასებისას მთავარია რა გააკეთა მან ქვეყნისთვის.
ახლა თქვენც მიპასუხეთ, ოღონდ სიმართლე. თქვენ ქრისტიანობის სიწმინდე გაღლვებთ, თუ პარტიულ დავალებას ასრულებთ?
28 ივნისი, 9:52
თბილისი საკმაოდ სტაბილური და ძლიერი საბჭოთა ქალაქი იყო, რატომ არ შეინახავდნენ ვითომ აქ ამ დოკუმენტებს? საბჭოთა კავშირის დანგრევას არავინ ელოდა ისედაც და... რა გაყალბება და ქაღალდები უნდა კიდევ ამას, რამდენი სხვა ფაქტი დევს და რატომაა გასაკვირი ეს დოკუმენტები არ მესმის. ან საერთოდ როგორ უნდა იყოს წარმოდგენილი მასალა რომ არ შეგეპაროთ ეჭვი? :)
და კიდევ მე სრულიადაც არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს დოკუმენტები ნამდვილია. მაგისთანას ვინც გინდა დაგიხატავს. სუკი მაგის ჩიტი არ იყო, რომ ასეთი მაღალი იერარქიის სასულიერო პირების მაკომპრომეტირებელი მასალები თბილისში შეენახა, ვიღაც რიგითი აგენტების ქაღალდებთან ერთად.
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10