x
10 ფაქტი, რომლებიც შესაძლოა არ იცოდე საფეხბურთო კლუბ არსენალზე

image

1. როგორც ვიცით, არსენალი ცხნობილია მეტსახელით "მეთოფეები". რატომ მოიხსენიებენ ასე? – იმიტომ, რომ საფეხბურთო კლუბი არსენალი ზარბაზნის შემქმნელებმა დააარსეს, ვულვიჩში (ლონდონის სამხრეთ-აღმოსავლეთ რაიონი), 1886 წელს. ამჟამად არსენალის საფეხბურთო ბაზა ვულვიჩში აღარ მდებარეობს.

2. 1919 წლიდან დღემდე არასდროს ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ არსენალი პრემიერ ლიგიდან გავარდნილიყო. ასეთი შედეგი ინგლისის არც ერთ გუნდს არ აქვს.

3. არსენალი ერთადერთი გუნდია, რომელმაც პრემიერ-ლიგა წაუგებლად მოიგო. ეს მოხდა 2003/2004 წლების სეზონზე.

4. 1927 წელს არსენალი-შეფილდ იუნაიტედი გახდა პირველი მატჩი, რომლის პირდაპირი ეთერიც რადიომ გადასცა.

5. არსენალის ყოფილმა ფეხბურთელმა, დევიდ ოლერიმ, 1975-1993 წლებში 722 მატჩი ჩაატარა "მეთოფეების" შემადგენლობაში. ასეთი შედეგი სხვა არსენალის ფეხბურთელს არ ჰქონია.

6. როდესაც საქმე ეხება არსენალის ყველა დროის ბომბარდირს, ამაში პირველობას არავის უთმობს ტიერი ანრი. მან 226 გოლი გაიტანა 369 მატჩიდან.

7. ყველაზე ახალგაზრდა არსენალის ფეხბურთელი, რომელმაც გოლის გატანა ძირითად შემადგენლობაში მოახერხა, იყო ცესკ ფაბრეგასი. ამ დროს ის სულ რაღაც 16 წლის იყო.

8. პირველი უცხოელი მწვრთნელი, რომელმაც პრემიერ ლიგის თასის აღმართვა შეძლო, არსენ ვენგერია. მან ამის გაკეთება 1997/1998 წლების სეზონზე მოახერხა.

9. იცოდით, რომ არსენალი ერთადერთი კლუბია, რომელმაც ორივე მილანური კლუბის დამარცხება შეძლო? ამის გაკეთება მეთოფეებმა ჩემპიონთა ლიგაზე მოახერხეს ორი ათასიან წლებში.

10. არსენალის სტადიონი, ემირეითი, სიდიდით, რიგით მეორეა გაერთიანებულ სამეფოში. ის 65 000 ადამიანს იტევს.

1
54
შეფასება არ არის
ავტორი:ზაზა მიროტაძე1
ზაზა მიროტაძე1
54
  
2018, 28 ივნისი, 0:38
არსენალმა დაკარგა პოპულარობა...
0 1 1