x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
27 წლის ავსტრალიელი, რომელმაც სიკვდილის შემდეგ 5 ჩინელი გადაარჩინა

image

27 წლის ავსტრალიელი ფილიპ ჰენკოკი ჩინეთში ინგლიური ენას ასწავლიდა. ამა წლის მაისში ის მოულოდნელად ავად გახდა და გარდაიცვალა, სიკვდილის შემდეგ ის გახდა დონორი, მისმა ხუთმა ორგანომ გადაარჩინა ერთბაშად 5 ადამიანი.

ჰენკოკი გარდაიცვალა 9 მაისს, ქალაქ ჩუნცინში, გართულებული პირველი ტიპის დიაბეტის შედეგად. ჩინეთის წითელი ჯვრის ორგანიზაციის ცნობით, ის გახდა პირველი უცხოელი დონორი ჩუნცინში და რიგით მე-7, მთლიანად ქვეყნის ისტორიაში.

ჰენკოკის ღვიძლი და თირკმლები გამოყენებული იქნა სამ ქირურგიულ ოპერაციაში და შესაბამისად, სამ პაციენტს სიცოცხლე შეუნარჩუნდა.

თვალის რქოვანა დაეხმარა ორ პაციენტს, მხედველობა დაჰბრუნებოდათ.

ორგანოების დონორის პრაქტიკა არ არის გავრცელებული ჩინეთში, ამ მაჩვენებლით ქვეყანას ერთ-ერთი უკანასკნელი ადგილი უკავია მსოფლიოში. ჩინელებს ტრადიციული თუ რელიგიური თვალსაზრისით მიაჩნიათ, რომ გარდაცვლილი ადამიანის ორგანოები ხელუხლებლად უნდა მიბარდეს მიწას.

ამიტომაც გასაკვირი არაა, რომ ჰენკოკის "სიკვდილის შემდგომ საჩუქარმა" ნამდვილი ფურორი მოახდინა ჩინეთში. სოციალურ ქსელში მას გმირს და ანგელოზს უწოდებენ.

image

ფილიპ ჰენკოკმა ოთხი წელი იცხოვრა ჩინეთში, რომელიც დიაბეტის პირველი ტიპით იყო დაავადებული. დროთა განმავლობაში ავსტრალიელს დაავადება გაურთულდა. როდესაც მისი ნათესავები ჩინეთში ჩაფრინდნენ, ჰენკოკი უკვე საავადმყოფოში, კომატოზურ მდგომარეობაში იწვა.

კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ჰენკოკის ტვინი აღარ ფუნქციონირებდა, "უკვე შეუძლებელი იყო რაიმეს გაკეთება - აღნიშნა ფილიპის მამამ, პიტერ ჰენკოკმა. – ჩვენ ვიცოდით, რომ იგი ამ ქვეყნიდან მიდიოდა, თუმცა გული კვლავ უცემდა."

ექიმებმა აცნობეს ფილიპის ოჯახს, რომ რაც უფრო იწელებოდა დრო, მით უფრო უარესდებოდა მისი შინაგანი ორგანოების მდგომარეობა, ამიტომ ოჯახმა გადაწყვიტა, ფილიპი აპარატიდან გაეთიშათ.

"ეს ძალიან მძიმე სიტუაცია იყო, მაგრამ რაც შეიძლება მალე უნდა მიგვეღო გადაწყვეტილება და გაგვეთიშა იგი აპარატურიდან. ბევრი ადამიანი არ ფიქრობს ორგანოების დონორზე სიცოცხლეში, არა და, ფილმა საბედნიეროდ გვითხრა ამის შესახებ. ის ამბობდა, რომ თუ მოხვდებოდა ამგვარ სიტუაციაში, ის შეწირავდა საკუთარ ორგანოებს. მას ყოველთვის სურდა ხალხის დახმარება, სწორედ ამიტომაც გახდა მასწავლებელი"-განაცხადა პიტერ ჰენკოკმა.

image
იხილეთ აგრეთვე
image


0
227
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
227
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0