x
როდის ჩამოვლენ ციდან ანგელოზები? ...ალბერტ დიდი და მისი წინასწარმეტყველებანი
შუა საუკუნეებში მოღვაწე გერმანელი ბუნებისმეტყველი ფილოსოფოსი, ღვთისმეტყველი, ალქიმიკოსი და ასტროლოგი ალბერტ ფონ ბოლდშტედტი ცნობილი იყო ალბერტ დიდის სახელით. ის უცნაური ბიოგრაფიის, იდუმალი დომინიკანელი ბერი გახლდათ . მას მიაწერდნენ " გოლემის " ( ხელოვნური ადამიანის, "გოლუნკულუსის " ) შექმნას . მისი მოწაფე, თომა აქვინელი, მას შემდეგ გაექცა მასწავლებელს, რაც ერთხელ ალბერტ დიდის კაბინეტში მდგარმა თოჯინამ უცებ ხელი გაუწოდა თომას და ადამიანური ხმით დაელაპარაკა. ამის შესახებ თავად თომა აქვინელი წერდა .

ალბერტ დიდმა ბევრი შესანიშავი აღმოჩენა გააკეთა. მათ შორის აღსანიშნავია ლოგარითმის გამოგონება. კიბერნეტიკის მამა, ნორბერტ ვინერი, მას კიბერნეტიკის ფუძემდებლად მიიჩნევდა .

ალბერტ დიდის წიგნმა" ორაკულები" ჩვენამდე მოაღწია, ამჟამად მისი ქვესათაურია ალქიმიური გამოცანები, მასში ინფორმირდება ცნობები ალქიმიის შესახებ და ასევეალბერტ დიდი
, ალბერტ დიდის წინასწარმეტყველებები 24–ე საუკუნემდე. მართალია იქ მითითებული არაა ზუსტი თარიღები, თუ როდის რა უნდა მოხდეს, მაგრამ ბევრი მათგანი, შეიძლება ითქვას, უკვე ახდა. ჩვენამდე მოაღწია მხოლოდ 13–მა წინასწარმეტყველებამ, დანარჩენი დაკარგულია .

აი, მისი წინასწარმეტყველებანი :


1) ადამიანები აღმოაჩენენ დიდ ნაპირს ჰერაკლეს ტერფიდან ძალიან შორს. ამ მიწაზე დასახლდებიან ჩრდილოეთიდან წამოსული ადამიანები, რომლებიც შექმნიან უზარმაზარ სახელმწიფოს და იქ " იმეფებს " ჯვარი .

ეს წინასწამეტყველება დაწერილია ამერიკის აღმოჩენამდეკოლუმბის მიერ). რაც შეეხება ჯვრის მეფობას, ეს ისე უნდა გავიგოთ, რომ ამერიკა იქნება ქრისტიანული სახელმწიფო .

2) გერმანელი ხალხი ვერასდროს გაერთიანდება სრულად, რადგან მან შეურაცხყო ორი ძველი რომაელი.

აქ იგულისხმება რომაელი ქურუმების წყევლა. მათ ბარბაროსების მეფე დეიზერიხს უწინასწარმეტყველეს, რომ მას შემდეგ, რაც რომი გადაწვა 455 წელს, გერმანელ ხალხში სამუდამოდ ჩამოვარდებოდა განხეთქილება და ერთმანეთში მუდმივი მტრობა ექნებოდათ . მართლაც, 700 წლის მანძილძე გერმანიამ სრულებით განიცადა განხეთქილების შედეგები .

3) გერმანია სამჯერ იქნება მსოფლიოს დაპყრობის მიჯნაზე 700 წლის მანძილზე.

მართლაც, პირველად ეს მოხდა მეთექვსმეტე საუკუნეში, როცა კარლ მეხუთე გაბსბურგმა დაიპყრო წმინდა რომის იმპერიის ტახტი და ამასთანავე, ესპანეთის მეფეც გახდა . მეორე მცდელობა იყო პირველ მსოფლიო ომში და მესამე - მეორე მსოფლიო ომში ჰიტლერის მიერ .

4) ადამიანებს გაიტაცებს მანქანებით, ავტომატებით თამაში, მაგრამ დროთა განმავლობაში მათ ისინი ისევე მიაგდებენ, როგორც გამოუსადეგარ თოჯინებს .

5) შექმნილი იქნება მოსიარულე მანქანა, რომელშიც ადამიანები ისხდებიან .

6) ადამიანი გაფრინდება მთვარეზე და მარსზე, ალბერტ დიდის სიკვდილიდან 700-800 წლის შემდეგ . ( მთვარეზე უკვე დაჯდა ადამიანი, ახლო ხანებში კი მარსზე გასაფრენად ემზადებიან ) .

7) ადამიანები სხვა პლანეტებზეც გაფრინდებიან და სხვა სამყაროებშიც იმოგზაურებენ.

8) აღწერილია სხვა ამოუცნობი მფრინავი ობიექტი ( მფრინავი თეფში ) . ალბერტის სიკვდილიდან 1000 წლის შემდეგ ( გარდაიცვალა 1280 წელს ) ანგელოზები ჩამოვლენ ციდან ისევე, როგორც ეს წარღვნამდე მოხდა ( დაახლოებით 2280 წელს მოხდება ეს ამბავი, ალბერტ დიდის თქმით ) .

9) კაცობრიობისთვის საშინელი ტანჯვის პერიოდი ალბერტ დიდის გარდაცვალებიდან 1000 წლის შემდეგ დადგება . ამის შემდეგ დაიწყება ოქროს ხანა .

10) ახალი კუნძულები ამოიმართება ოკეანიდან, ჰერაკლეს ტერფის მიღმა უცნაური და უძველესი კუნძული დაგვანახვებს თავისი მთების მწვერვალებს .

შეიძლება იგულისხმა ატლანტის ოკეანიდან, გიბრალტარის იქით, კუნძულ ატლანტიდის გამოჩენა .

11) ისლამი არ იარსებებს 800 წელზე მეტხანს ალბერტ დიდის სიკვდილიდან .

12) ადამიანს ეშმაკი ჩაუსახლდება სულში და ადამიანი არა ღვთის სახელზე, არამედ სატანის სახელზე დაიწყებს ლოცვას .

სატანის ტაძარი უკვე არსებობს. პირველი ასეთი ტაძარი მეცხრამეტე საუკუნეში გამოჩნდა, ახლა კი მათი რიცხვი საგრძნობლად იზრდება .

13)დედამიწა დაიყოფა სამ დიდ სახელმწიფოდ...

აქ წყდება ალბერტ დიდის წინასწარმეტყველებანი. თუ რა იწინასწარმეტყველა მან იმ დაკარგულ 11 წინასწარმეტყველებაში, ჩვენთვის უცნობია, თუმცა რასაც ახლა გავეცანით, ბევრს რამეზე მიგვანიშნებს .

0
452
1-ს მოსწონს
ავტორი:სერგო ჯანაშია
სერგო ჯანაშია
452
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0