x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ზაფხულში წასაკითხი ლიტერატურა
ყველას უყვარს ზაფხული, ზღვა და მზე.გადაღლილი დღეების შემდეგ ყველა ოცნებობს კარგ და მშვიდ დასვენებაზე.

ზაფხული ყველაზე იდეალური კი წიგნების წასაკითხადაა.

ბოლოს რა წაიკითხეთ?

რომელ ჟანრს ანიჭებთ უპირატესობას?


რამდენად ხშირად კითხულობთ?

რის წაკითხვას აპირებთ ამ ზაფხულს?


ალი და ნინო

ყურბან საიდის რომანი, სადაც აზერბაიჯანელი ბიჭისა და ქართველი გოგოს სიყვარულის ისტორია მონათხრობი.

ნუ მოკლავ ჯაფარას

ჰარპერ ლის "ნუ მოკლავ ჯაფარას" - არის ნაწარმოები, რომელიც თაობებს სიკეთესა და სიყვარულს ასწავლის.

იცხოვრე, რომ მოჰყვე

ეს არის რომანი, სადაც მწერალი მის დაუვიწყარ წიგნებში დაბინავებული პერსონაჟების შორეულ აჩრდილებზე გვესაუბრება .

მზე, მთვარე და პურის ყანა

ეს არის წიგნი, რომელიც უბრალოდ ყველამ უნდა წაიკითხოს.

imageჯეინ ეარი

ქარიშხლიანი უღელტეხილი

აგნეს გრეი

შარლოტა, ემილი და ენ ბრონტეები . დები, რომლებმაც სამი არაჩვეულებრივი რომანი აჩუქეს კითხვის მოყვარულებს. ჯეინ ეარი - ბიოგრაფიული რომანი. ქარიშხლიანი უღელტეხილი-სიყვარულისა და სიძულვილის სულისშემძვრელი ამბავი და ბოლოს აგნეს გრეი-მარტოსული ქალის ისტორია.

დებმა ბრონტეებმა ამ ნაწარმოებებით დაიმკვიდრეს ადგილი მსოფლიო ლიტერატურის საგანძურში.

6
74
შეფასება არ არის
ავტორი:ანი ფახურიძე
ანი ფახურიძე
74
  
2018, 3 ივლისი, 19:45
თქვენს რჩევას აუცილებლად გავითვალისწინებ .
ჩემს ბიბლიოთეკაშიც უამრავი წიგნია,რომელიც მის რიგს ელოდება...
2018, 2 ივლისი, 13:51
ანი, ყველა სეზონზე კარგია წასაკითხად შტეფან ცვაიგის, პროსპერ მერიმეს, ალბერტო მორავიას, მამა-შვილ დიუმების ნაწარმოებები. ვინ იცის, კიდევ რამდენია საინტერესო წიგნი. მე ყოველდღე ახალახალ ნაწარმოებებს აღმოვაჩენ ხოლმე. ამას წინათ წავიკითხე ჩვენთვის უცნობი ესტონელი მწერლის აახტო ლევის 1957 წელს გამოცემული რომანი,, მარტოხელა მგლის ჩანაწერები". თუ კრიმინალური ისტორიები გაინტერესებს, ზედგამოჭრილია.
2018, 1 ივლისი, 9:33
დიდი მადლობა...
უმეტესი მათგანი წლების წინ წავიკითხე და ნამდვილად არ მიმიქცევია რა დრო იყო თითოეულის წაკითხვისას..
მათ სამყაროსი გადავდიოდი და ეს იყო ყველაზე საინტერესო..
წარმატებები ბატონო ზურაბ.
2018, 30 ივნისი, 13:33
ძალიან კარგი.გეტყობათ,კარგად აღზრდილი ახალგაზრდა ქალბატონი ბრძანდებით, კარგი გემოვნებით...
2018, 29 ივნისი, 20:39
ბატონო ზურაბ
რა თქმა უნდა ამ წიგნების წაკითხვა წელიწადის ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი. უბრალოდ ,რადგან ზაფხულია და მეტი თავისუფალი დრო მინდოდა ჩემი რჩეული წიგნები შემეთავაზებინა მკითხველისთვის. თუმცა ყველაფერი მათ ნება-სურვილზეა.
2018, 28 ივნისი, 16:23
რატომ ზაფხულში წასაკითხი? რა ზაფხულში მსუბუქ ლიტერატურას კითხულობენ? და ზამთარში რომელი წიგნები უნდა წავიკითხოთ,ეგებ გვასწავლოთ? აი ეს არის ხალხის დადებილება...
0 1 6