x
მეტი
  • 25.09.2018
  • სტატია:80909
  • ვიდეო:333188
  • სურათი:438312
ერთი გოგოს ამბავი

image
ცივილიზაცია აღმასვლას იწყებდა. მსოფლიო ახალი ეპოქალური ძვრებისთვის ემზადებოდა. მსოფლიო კონტექსტს არ წყდებოდა საქართველო. ამ დროს საქართველოს პრეზიდენტი გიგა იყო. გიგას ქალიშვილი ჰყავდა, თამუნა, რომელსაც საუკეთესო განათლება მისცა. თამუნა, იმდენად ნიჭიერი და ჭკვიანი აღმოჩნდა, რომ პრეზიდენტის უსახელო მრჩევლობას ითავსებდა. გიგას და თამუნას ორმხრივი არაფორმალური თანამშრომლობით:

1.შეიქმნა უსაფრთხოების სამსახური, რომელმაც ნულოვან ნიშნულზე დაიყვანა კორუფცია საჯარო სექტორში და კრიმინალი;

2.შემუშავებული იქნა კანონები, რომელიც კორუფციაში მხილებულებს უვადო პატიმრობით სჯიდა;

3.ანტიმონოპოლიური სტიმულირებით ხელი ეწყობოდა ეკონომიკას.

გიგას საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ თამარმაც იყარა კენჭი. ხმათა უმრავლესობით გაიმარჯვა. განვიხილოთ თამუნას ბიოგრაფია:

ა)აქამდე სუსტი ფუნქციის მქონე პარლამენტი ითხოვდა აბსოლუტურ პოლიტიკურ ძალაუფლებას. თამუნამ, კონსესუსზე ორიენტირებული პოლიტიკით, შეიმცირა საკუთარი უფლებამოსილება პარლამენტის უფლებამოსილების ზრდის პროპორციულად;

ბ)განათლების სისტემა ორმაგად წახალისდა - ერთი მხრივ ფინანსდებოდა შემოქმედებითი შრომები, მეორე მხრივ - სტიმული ეძლეოდათ ახალგაზრდებს;

გ)აწარმოა კორექტული, მაგრამ პრინციპული საგარეო პოლიტიკა;

დ)შიდასამართლებრივი სამზარეოლო ისე მოწესრიგდა, რომ უვადო პატიმრობა გაუქმდა;

ე)შეიქმნა მძლავრი ეკონომიკური ბაზა;

ვ)ყურადღება ექცეოდა სოფლის მეურნეობასაც - პრეზიდენტის ბრძანებით სარწყავი არხების მოწესრიგება მთავრობის ვალდებულება იყო;

ზ)ჩამოყალიბდა სტრუქტურული სავაჭრო ურთიერთობები;

თ)ეროვნულ ბანკს დაუქვემდებარა მონეტარული პოლიტიკა და გამოიჭრა არაერთი ბანკნოტი;

ი)სოციალური თვალსაზრისით, თამუნამ გააქრო უაზრო, ტრადიციული, დრომოჭმული შრომასამართლებრივი ურთიერთობები - “მმართველის" და “მართულის" ურთიერთობები მორალურ საზღვრებს არ სცდებოდა.

თამუნას პირად ცხოვრებაში არ გაუმართლა. პირველად “ჩვენი ერთმორწმუნე ძმების" წარმომადგენელს გაყჰვა ცოლად და გააგდო, უტვინობის და არაადამიანურობის გამო. მეორე ქორწინება სტაბილური გამოდგა - გენერალთან, რომელიც შესანიშნავი სტრატეგოსიც აღმოჩნდა.

ზემოთხსენებულ ბლოგს ორი რამის თქმა სურს - გენდერული ბალანსის პიონერად საქართველოც მოიაზრება და მეორე, თამუნას ჩვენ "თამარ მეფის" სახელით ვიცნობთ.

0
52
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:დავით შაქარიშვილი
დავით შაქარიშვილი
52
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0