x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134039
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ორი უცხოელი ქართველების მიმართ შეურაცხმყოფელ სიტყვებს სკანდირებდნენ,....-ირაკლი მილაძე

image
ახლა გამოვედით პოლიციიდან, სადაც მიმდინარეობდა ჩემი და კიდევ ერთი ქართველი ბიჭის დაკითხვა. საქმე ეხება დღეს მომხდარ შემთხვევას, რომელიც ლეხ კაჩენსკის ქუჩაზე მოხდა. 22:30 წუთი იყო დაახლოებით, როდესაც ვიმყოფებოდი სამსახურში. ის მომენტი იყო, როდესაც საფეხბურთო მატჩი – ესპანეთის და მაროკოს მონაწილეობით მიმდინარეობდა. პირველი ტაიმი არ იყო დამთავრებული, რა დროსაც ერთ-ერთმა „ტაქსისტმა“ მთხოვა წყალი ამევსო ბოთლით, ვინაიდან ჩემი სამსახურის მიმდებარე ტერიტორიასთან ქართველი გოგონა იყო არაფხიზელ მდგომარეობაში, რომელსაც პირღებინება ჰქონდა. ელექტრო ჩაიდანში ჩავასხი წყალი და მივუტანე იმისთვის, რომ სახე მოეწმინდა. ცოტა ხანში კოკა-კოლაც გავუტანე, გაზიანი იქნებ გესიამოვნოს-მეთქი. რამდენიმე წუთი იყო გასული, როდესაც ორი უცხო ქვეყნის მოქალაქე მოვიდა (ამერიკის მოქალაქე და ქუვეითის) ამ გოგოსთან და ერთ-ერთმა მათგანმა ამ გოგოს კოცნა დაუწყო და ამავდროულად, ხელიდან გამოსტაცა კოკა-კოლის სავსე ჭიქაც. ამ უცხოელმა დალია ეს კოკა-კოლა და ჭიქა იქვე დააგდო, რაზეც მე ხელით ვანიშნე, რომ აეღო და ნაგვის ურნაში ჩაეგდო. ამ შენიშვნაზე აგრესიით წამოვიდა ჩემი მისამართით და ხელიც დამარტყა, რა დროსაც კიდევ გამოიწია დასარტყმელად. ჩემზე ბევრად ძლიერებთან ვერაფერს გავხდებოდი და ამ დროს ავიღე ბლოკის ნატეხი, რომლითაც თავს ვიცავდი. გამოკიდების მომენტში ვესროლე ერთ-ერთ უცხოელს, რა დროსაც გამლელებმა უკვე ჩვენი განეიტრალება დაიწყეს. ყველაზე აგრესიულად რომელიც მოქმედებდა, იმან აიღო დიდი ოთხკუთხედი ბლოკი და ჩემი მისამართით დარტმას ცდილობდა, რა დროსაც ერთ-ერთმა გამშველებელმა ხელი შეუშალა და ჩემ მაგივრად მას დაარტყა ფეხში. ამ დროს უკვე ჩემთვის უცნობი რამდენიმე ახალგაზრდა მომეხმარა და ჩხუბი გაგრძელდა. ეს ორი უცხოელი ქართველების მიმართ შეურაცხმყოფელ სიტყვებს სკანდირებდნენ, რაც ხელის ჟესტიკულაციით და „ფაქიუ ჯორჯიან ფიფლის“ სკანდირებით გამოიხატებოდა. ამ დროს ჩერდება ჰიუნდაის მარკის მანქანა და იქიდან გადმოდის პარლამენტარი, „ევროპული საქართველოს“ წევრი – ირმა ნადირაძე, რომელიც ამ უცხოელებს ინგლისურად ელეპარაკება და შემდეგ სადღაც რეკავს. რამდენიმე წუთი იყო გასული, რა დროსაც ჟურნალისტი გოგონა მოდის და ის უკვე პატრულში რეკავს. სავარაუდოდ ეს გოგონა „ევროპული საქართველოს“, ან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია და მან ყვირილი ატეხა, რომ ეს ქმედება იყო ნაცისტური და ქსენოფობიური. ცოტა ხანში მოდის პოლიცია და უკვე პატრული ერთვება პროცესში, რა დროსაც ერთ-ერთმა უცხოელმა პოლიციის თანდასწრებით აგინა ზემოთხსენებულ გოგონას ინგლისურად. როგორც საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს, ქუჩაში გინება ადმინსტრაციული კანონით ისჯება. ამის მიუხედავად, პოლიციამ მისი ქმედება იმით გაამართლა, რომ ის ამერიკელია და იქ მოსული „პონტია.“ ამის შემდეგ პოლიციაში გადაგვიყვანეს და მოხდა ჩვენი დაკითხვა.
ამ დროისთვის უცხოელების დაკითხვა მიმდინარეობს და საინტერესოა, რას იტყვიან ისინი, როდესაც ისინი უდიდესი ნარკოტიკული და ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებიან.

ზემოთხსენებული გოგონა უდიდეს მადლობას გვიხდიდა დახმარებისთვის და ის თავის თავს იდანაშაულებდა, რომ ამ გოგოს მიზეზით მოხდა ეს ყველაფერი.
დილიდან მოსალოდნელია მედიის დეზინფორმაციული შხამი და მინდა გაცნობოთ, რომ ნურაფერს დაუჯერებთ მათ, რადგან ყველანაირი ვიდეო მტკიცებულებები ჩვენ გვაქვს. ამოღებულია სათვალთვალო კამერების ფირები და ერთ-ერთი მაცხოვრებელის მიერ გადაღებული ვიდეო, რომელიც მან აივნიდან გადაიღო. ტაბულის ჟურნალისტის გარდა, მთელი უბანი და შემსწრე საზოგადოება ამბობს იმას, რაც რელურად მოხდა.

ახლა ვიცით, თუ რა კონტექსტში იქნება გაშუქებული ეს მოვლენა. ყველა ანტიეროვნული არასამთავრობო და პოლიტიკური პარტიები ჩვენკენ გამოიშვერენ ხელს. ამიტომ, მოგიწოდებთ ყველა ეროვნულად მოაზროვნე პარტიას, არასამთავრობო სექტორს და მედიას, რომ დაიცვათ იმ ქართველების უფლებები, რომლებიც საქართველოს სახელს არავის შეურაცხყოფინებენ!“

ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი – ირაკლი მილაძე

1
127
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
127
  
2018, 3 ივლისი, 22:29
თუ ესე იყო ძალიანაც კარგი გიქნიათ.
0 1 1