x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
არ დაიჯერებთ, მაგრამ ეს ვარსკვლავები ერთმანეთს სიყვარულს ეფიცებოდნენ ( ნაწილი მეორე )

imageარ დაიჯერებთ, მაგრამ ისინი ნამდვილად იყვნენ ე.წ. "მოულოდნელი წყვილები".ამ ვარსკვლავების სიყვარულის ისტორიები წუთიერ გატაცებებზე, ვნებაზე იყო აგებული და რაც მთავარია, როგორც სწრაფად იწყებოდა, ასევე სწრაფად ქრებოდა. წლების გასვლის შემდეგ კი თითოეული მათგანის რომანი მოგონებებში და არცთუ იშვიათად არასასიამოვნო წარსულში აბრუნებდა სტატიის გმირებს. შეიძლებოდა ამ წყვილების სიყვარული სხვაგვარად დასრულებულიყო და ბედნიერი გაგრძელება ჰქონოდა, მაგრამ არსებობდა სერიოზული მიზეზები, რამაც ხელი შეუშალა ამ შედეგს.

უაინონა რაიდერი და მეთ დეიმონი - წყვილი, რომელთა შესახებ წერდნენ, რომ ისინი ნამდვილად იყვნენ ჰოლივუდის თანამედროვე მეწყვილეები. 1997 წლის 31 დეკემბერს გაიცნეს ერთმანეთი ერთ–ერთ "სვეტსკურ ტუსოვკაზე", რაშიც ხელი შეუწყო გვინეტ პელთროუმ. მაშინ მსახიობი ამბობდა, რომ მეთი და უაინონა საუკეთესოები იყვნენ. ორი ვარსკვლავური წყვილის სასიყვარულო ისტორია მხოლოდ ორ წელს ითვლის, სანამ მათ შორის შავმა კატამ არ გაირბინა. რომანტიკული ურთიერთობა ორი წლის შემდეგ სრულიად შეწყდა და მიზეზად ჭორები იმასაც ამბობდნენ, რომ ყველაფერი პენელოპა კრუზის დამსახურება იყო. გარდა ამისა, ქმარმა ცოლს შესთავაზა, მილიონი დოლარი დაებანდებინა და მეტ მილიონ მოგებას ნახავდა უინონა, რაც სრული კრახით დასრულდა და მაშინ დაუსვა წერტილი მსახიობმა მეთთან ურთიერთობას. მათი სიყვარულის ისტორიაც მარტივად დასრულდა.ცნობილი კანადელი როკ–მომღერალი ალანის მორისეტი და მსახიობი რაიან რეინოლდსი ერთმანეთს 2002 წელს შეხვდნენ დრიუ ბერიმორის დაბადების დღეზე. პირველივე შეხვედრაზე წყვილის საერთო ინტერესები გამოიკვეთა და იმ საღამოსვე ისინი ერთნი გახდნენ. ორი წლის თავზე წყვილმა ეს მგზნებარე და ვნებიანი სიყვარულის ისტორია დაასრულა და როგორც ჰოლივუდის ტრადიციებს სჩვევია, მათი სიყვარული წყნარ და მშვიდ მეგობრობაში გადავიდა.ჯგუფ "Backstreet Boys" სოლისტი ნიკ კარტერი არაერთი გოგონას კუმირი გახლდათ და ყოველი მისი გამოსვლა სცენაზე გოგონების გულის წასვლებით მთავრდებოდა. 2003 წელს მან გაიცნო ჰოლივუდის ყველაზე "ცუდი" გოგონა - მსახიობი, მომღერალი უთამამესი პარის ჰილტონი, რომელთან გატარებულ დროს ყველაზე ცუდ წლებად მოიხსენიებდა მომღერალი შემდგომ. ორი თვის თავზე წყვილმა გრანდიოზული ქორწილიც კი გადაიხადა, მაგრამ წყვილი 7 თვეში ერთმანეთს დაშორდა და ნიკ კარტერმა წიგნიც კი გამოსცა ჰილტონთან ურთიერთობის "ხულიგნურ" წლებზე - წერს წყარო.

შავი ლამაზმანი იმდენად იყო შეყვარებული 19 წლით უფროს რობერტ დე ნიროზე, მზად გახლდათ, მისგან შვილიც კი გაეჩინა...და 50 წლის მამაკაცი, რომელსაც სრულიად სამყაროს ქალბატონები ეტრფოდნენ, საკმაოდ ნარცისი აღმოჩნდა და წყვილის სასიყვარულო ორთიერთობამ მხოლოდ ერთ წლს გაუძლო. ნაომი ქემპბელი დღესაც საკუთარ ბოიფრენდად მოიხსენიებს დე ნიროს. ის მსახიობს აღიარებდა ერთადერთ გულშემატკივრად და რთულ მომენტებში მის მესაიდუმლედ. მსახიობი ტუკი სმიტი უფრო მოქნილი და გამოცდილი აღმოჩნდა კაცებთან ურთიერთობაში და მოახერხა ტყუპის გაჩენა მისგან.

სალმა ჰაიაკი და ედვარდ ნორტონი - ყველაზე ხანგრძლივი ურთიერთობა ანუ მთელი ოთხი წელი ერთად ცხოვრობდნენ და ბედნიერადაც. ედვარდი ჰაიაკის ყველა კაპრიზს მშვიდად იტანდა და სიყვარულით ასრულებდა ყველაფერს. იმდენად უყვარდა სალმა, ვერც კი ამჩნევდა, რომ ქალს სხვა მამაკაცი ჰყავდა და მას ღალატობდა. როგორც აღმოჩნდა, არაბმა შეიხმა მოხიბლა სალმა ჰაიაკი და წყვილი ერთმანეთს უხმაუროდ დაშორდა. დღეს ისინი მხოლოდ ჰოლივუდის საღამოებზე თუ შეხვდებიან ერთმანეთს.


0
230
3-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
230
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0