სხვა ირაკლი ნოზაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება 2018, 26 ივნისი, 10:46 ჯგუფ "ქუჩის ბიჭების" წევრს, ირაკლი ნოზაძეს ოპერაცია ღუდუშაურის საავადმყოფოში გაუკეთდა. ექიმის განცხადებით, მომღერლის ჯანმრთელობის მდგომარეობის დასტაბილურება მოხერხდა, თუმცა ის კვლავ კრიტიკულად მძიმედ არის; პაციენტს ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობა გულმკერდის მარჯვენა ნახევარში აღენიშნებოდა, ასევე, დაზიანებული ჰქონდა ერთ-ერთი მაგისტრალური სისხლძარღვი, რის შედეგადაც დაკარგა დიდი რაოდენობით სისხლი. ირაკლი ნოზაძე ჯერჯერობით უცნობმა ადამიანმა, სავარაუდოდ ქალმა, გუშინ დიდუბეში, წერეთლის გამზირზე დაჭრა. საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ სავარაუდო დამნაშავეები იდენტიფიცირებულნი არიან და ამ დრომდე შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. 470 3-ს მოსწონს
|