x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
წინა ტვინი-დიდი ნახევარსფეროები

წინა ტვინი - დიდი ნახევარსფეროები შედგება ქერქისა და მის ქვეშ მდებარე თეთრი ნივთიერებისგან. ქერქი არის დაახლოებით 3მმ. სისქის რუხი ნივთიერება, რომელიც წარმოადგენს ერთმანეთთან მჭიდროდ მიჯრილ უჯრედებს -დენდრიტებს და სხეულებს, რომელთა რიცხვი 14 მლრდს აღწევს. თეთრი ნივთიერება შედგება გამტარი გზებისგან. ქერქის ფართობს მკვეთრად ზრდის მასზე არსებული უამრავი ხვეული თუ ღარი და შეადგენს 1250კვ.სმ. ორი ყველაზე ღრმა ღარი თითოეულ ნახევარსფეროს ყოფს წილებად. გვერდითი ღარი შემოსაზღვრავს საფეთქლის წილს შუბლისა და თხემის წილისაგან. ცენტრალური ღარი - შუბლის წილს თხემისგან. კავშირი მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფეროებს შორის ხორციელდება კორძიანი სხეულით.

ელექტროფიზიოლოგიური მეთოდებით დადგენილია, რომ ქერქში შესასრულებელი ფუნქციების მიხედვით განარჩევენ 3 ტიპის ზონას:

1)სენსორული(მგრძნობიარე)ზონები, რომლებიც სიგნალებს იღებენ რეცეპტორებიდან (შემავალი სიგნალები).

2)ასოციაციური ზონები, რომლებშიც ხდება მიღებული ინფორმაციის ინტერპრეტირება და შენახვა და ძველი გამოცდილების გათვალისწინებით, პასუხის გამომუშავება. (ერთი ჯგუფიდან მოსული ინფორმაციის შედარება ხდება სხვა რეცეპტორებიდან მოსულ სენსორულ ინფორმაციასთან. სენსორული სიგნალები გროვდება და აუცილებლობის შემთხვევაში გამოიყენება საპასუხო რეაქციის გათვალისწინებით. საპასუხო რეაქცია გადაეცემა მასთან დაკავშირებულ მამოძრავებელ ზონას).

ამრიგად, ასოციაციური ზონები მონაწილეობენ დამახსოვრების, სწავლების, აზროვნების პროცესებში და მათი მოქმედების შედეგს წარმოადგენს ადამიანის ინტელექტი.

3)მამოძრავებელი ზონები გზავნიან იმპულსებს კუნთებისაკენ რეცეპტორების საშუალებით და იწვევს მათ მოძრაობას. (გამომსვლელი სიგნალები).

ამ ზონებს შორის ურთიერთკავშირი თავის ტვინის ქერქს საშუალებას აძლევს, აკონტროლოს და კოორდინაცია გაუწიოს ყველა სახის ნებით და უნებლიე მოქმე- დებას, მათ შორის ისეთ უმაღლეს ფუნქციებს, როგორიცაა მეხსიერება, დასწავლა, ცნობიერება, პიროვნული თვისებები.

ქერქის მთლიანი დაშლა არ გამოიწვევდა სიკვდილს, მაგრამ ასეთ ავადმყოფს გაუქრებოდა ცნობიერებისა და ინტელექტის ყოველგვარი ნიშნები, დარჩებოდა ის გამოვლინებები, რომლებიც მოგრძო ტვინით კონტროლდება, მაგ, ჭამის სურვილი.

ცენტრალური ღარის წინ მამოძრავებელი(მოტორული)ზონა წარმოადგენს ყველა მოძრაობის შეთანხმების უმაღლეს ცენტრს. შუბლის წილის წინა ნაოჭში წერის ცენტრია, ცენტრალური ღარის უკან – კან-კუნთოვანი, მგრძნობიარე ზონა. ვერნიკეს ცენტრი – თავის ტვინის მარცხენა საფეთქლის წილი, იღებს მონაწილეობას ზეპირმეტყველების გაგებაში. ასე დაერქვა გერმანელი ექიმის სა-პატივცემულოდ. ეს ცენტრი პასუხს აგებს ინფორმაციის გაგებაზე.image

ბროკას ცენტრი მდებარეობს შუბლის წილის ქვედა ნაწილში და პასუხს აგებს მეტყველების მოტორულ კუნთებზე.

0
1079
შეფასება არ არის
ავტორი:მეგი ოქროპირიძე
მეგი ოქროპირიძე
1079
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0