x
ადამიანების გაცვეთილი ჩვევები


image

მორიგი აზრიანი დღე უაზრო წუთებითა და წამებით ალამაზებს ჩვენი სულის ავადმყოფ სხეულს, რომელშიც მეფობს გაუკვალავი ბილიკის უსასრულობა სასრული ფეხის ნაკვალებით.ცხოვრება გართულდა და ბედმა წინაპარს ხურდა მოსთხოვა, წინაპარმა კი კარი შეანგრია და ცხოვრების ამაოებას გულუპრყვილო წიხლი უთავაზა გასიებულ სახეში.მერე ვფიქრობდი, რომ ზედმეტად გავთამამდი ცხოვრებისა და ღმერთის წინაშე და მივხდი, რომ ყვავილებმა ფუტკარი მოკლეს უსისხლოდ და სული ამოაცალეს.თურმე ყველაფერი ისე ლამაზი არ არის, როგორსაც გვაჩვენებენ ... და არც ცხოველები არიან სასტიკები, რომლებიც თავს იცავენ მხეცი ადამიანებისგან, რომლებმაც ისინი ველურ მხეცებათ შერაცხეს.სუიციდი გამეფდა და თოკები გაძვირდა, ბიზნესი დავიწყეთ და უცებ გავმდიდრდით... გვიხაროდა სუიციდის ყოველი შემთხვევა.კიდე მკვლელი დანებს ვყიდდით სიკვდილისთვის და თვითვეული მოკლულის სულს ჯიბეში ვიდებდით, რაღავ ქაღალდების სახით. მერე ვიძახდით დანა, როგორ გაუყარა სხეულის იმ ფაზაში, სადაც სულის აღმოფხვრის დაძაბული ნერვი მდებარეობდა.ვფიქრობდით რომ ვიცოდით ყველაფერი არაფერის მეშვეობით, გვეგონა თავი სხვაზე მაღლა და მისი ტოლიც არ ვყოფილვართ, განვიკითხავდით ადამიანებს და სინამდვილეში ცოდვებისგან გვევსებოდა ქვევრი, გრადუსიანი ამპარტავნობით.მერე წესების შემოღება დავიწყეთ და დარღვევა ვისწავლეთ, ცხოვრება შევიყვარეთ და სული გავყიდეთ.არა არასდროს გაიქცევა მორბენალი იქითკენ საითკენაც არ დააჯილდოვებენ... ჩვენც მივრბივართ იქით, სადაც ღმერთი მოპოვებული და გამოვლილი ჯაფისთვის სიყვარულს გვპირდება. სწორედაც იმ სიყვარულს და ბედნიერებას გვპირდება, რომელსაც ამ წუთისოფელში ვეძებდით გაუკვალავი გზით.გაურკვეველი წლის ვიქნებოდი ალბათ თუ არ მღალატობს ჩემი ერთგული მეხსიერება, როდესაც პირველად წარმოვიდგინე სიყვარულის ჭეშმარიტება ადამიანებისგან გაცვეთილ სამყაროში.იმ გაურკვეველ წლებში მივხდი თუ რა ყოფილა ცხოვრების მეგზურად დაბადება.ხოდა ეს ჩვევები, რომლებიც ადამიანებმა გაცვითეს თავისივე უკადრისი ცხოვრებით, წინ გვიდგანან წარსულს ამოფარებულნი.

1
31
1-ს მოსწონს
ავტორი:ჯორჯ-ბეიქ
ჯორჯ-ბეიქ
31
  
2018, 26 ივნისი, 8:39
რათქმაუნდა,ცხოვრება ერთი დიდი ამაოება და უაზრო ყბედობაა მაღალფარდოვანი სიტყვებით, თუკი მას სიყვარული - ყოვლისმომცველი სიყვარული არ ალამაზებს... ამის გარეშე, როგორი წესებითაც არ უნდა იცხოვრო, თუნდაც ღვთის კანონებით , ვერც უფალს მიუახლოვდები და ვერც ჭეშმარიტევას იგემებ!
0 1 1