x
ბულინგი და მანდატური

ბულინგი ერთგვარ სოციალურ მოვლენას წარმოადგენს, რომელიც სპეციალისტების მტიკიცებით ძირითადად ახასიათებს სკოლებს. ბავშვთა საზოგადოებაში ძალადობის მსხვერპლი შეიძლება გახდეს ნებისმიერი მოზარდი, თუმცა ბულინგის მსხვერპლნი უფრო მეტად ხდებიან რაიმე ნიშნით განსხვავებული მოზარდები. გვიჩნდება კითხვა – ვინ უნდა დაიცვას ბავშვები ბულინგისგან? და ამავე კითხვაზე მე გიპასუხებთ. ბავშვი ბულინგისგან უნდა დაიცვას მანდატურმა, რადგან მისი მოვალეობა ზუსტად ეს არის! სკოლის მანდატურის უფლება–მოვალეობის საკითხს არეგულირებს საქართველოს კანონი "ზოგადი განათლების შესახებ" და საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის მიერ დამტკიცებული დებულება "სკოლის მანდატურის სამსახურის" შესახებ. სკოლის მანდატურს სპეციალური საშუალებებიდან მხოლოდ რაციის და მეტალოდეტექტორის ტარების უფლება აქვს. ინფორმაცია, რომ მანდატურს აქვს იარაღი, სიმართლეს არ შეესაბამება. მისი მოვალეობაა დანაშაულის პრევენცია და ბავშვისთვის ყველა სახის დახმარების გაწევა. მასწავლებლები ასწავლიან ბავშვებს ქიმიას, ფიზიკას, გეოგრაფიას და მათ თუ ჩვენ დავუმატებთ სკოლის გარე და შიდა პერიმეტრის კონტროლს, მაშინ დამეთახმებით ალბათ, რომ მასწავლებლებისათვის ეს საქმე, რთულად მისაღწევი გახდება. ამიტომ ენდეთ მანდატურს, ის თქვენს მომავალს დაიცავს.

0
17
1-ს მოსწონს
ავტორი:თაზა ჯოჯუა
თაზა ჯოჯუა
17
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0