x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134054
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
მიეფიცხე წიგნებს და იკითხე „ერთი მოთხრობა“ - ჯიბის წიგნები

image

ფსი­ქო­ლო­გე­ბი თან­ხმდე­ბი­ან, რომ თუ, რა თქმა უნდა, გვსურს, მაქ­სი­მა­ლუ­რად ნა­ყო­ფი­ე­რად ქმე­დი­თუ­ნა­რი­ა­ნი და სარ­გებ­ლის მომ­ტა­ნე­ბი გავ­ხდეთ, ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი უნარ-ჩვე­ვა ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან უნდა ჩა­მოგ­ვი­ყა­ლიბ­დეს. რო­გორ გა­და­ვა­ნა­წი­ლოთ დრო სწო­რად, გან­სა­კუთ­რე­ბით კი, ზა­ფხუ­ლის პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც მაქ­სი­მა­ლუ­რად გარ­თო­ბი­სა და უსაქ­მუ­რად ყოფ­ნის ცდუ­ნე­ბა წაგ­ვძლევს ხოლ­მე და რო­გორ შე­ვუ­თავ­სოთ დას­ვე­ნე­ბის სა­ა­თებს ჩვე­ნი სუ­ლი­ე­რი სამ­ყა­როს­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და სა­სარ­გებ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბა - კი­თხვა?

ამ მხრივ, გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L“-ი გან­სა­კუთ­რე­ბულ კომ­ფორ­ტს ნე­ბის­მი­ე­რი ასა­კის მკი­თხველს გთა­ვა­ზობთ. ალ­ბათ, ბევ­რი თქვენ­გა­ნი ფიქ­რობს, რომ წიგ­ნის ტა­რე­ბა მგზავ­რო­ბი­სას ან და­სას­ვე­ნე­ბის პე­რი­ოდ­ში შე­საძ­ლოა გარ­კვე­ულ დის­კომ­ფორ­ტს ქმნის და ამ თვალ­საზ­რი­სით, ბევ­რად კომ­პაქ­ტუ­რი სმარ­ტფო­ნია - დიახ, მარ­თა­ლია მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის ჯი­ბით ტა­რე­ბა უფრო მარ­ტი­ვია, ვიდ­რე წიგ­ნის, მაგ­რამ გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L“ და მისი უნი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტი „ერთი მო­თხრო­ბა“ ამ დაბ­რკო­ლე­ბის მარ­ტი­ვად გა­და­ლახ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბას გაძ­ლევთ. „ერთი მო­თხრო­ბის“ სე­რი­ის ფარ­გლებ­ში გა­მო­ცე­მუ­ლი წიგ­ნე­ბი მცი­რე ზო­მი­საა და ზუს­ტად ისე­ვე მარ­ტი­ვად შე­გიძ­ლი­ათ მისი გან­თავ­სე­ბა ჯი­ბე­ში, რო­გორც მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის. ასე­ვე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მკი­თხველს მისი შე­ძე­ნა მხო­ლოდ 2 ლა­რად შე­უძ­ლია.

პრო­ექტ „ერთი მო­თხრო­ბა“-ს გა­მო­ცე­მა „პა­ლიტ­რა ლ“-მა 2017 წელს და­ი­წყო და ამ სე­რი­ის ფარ­გლებ­ში უკვე 45 მცი­რე ზო­მის წიგ­ნი და­ი­ბეჭ­და. უმე­ტე­სად ასეა: ერთი წიგ­ნის „უპი­რა­ტე­სო­ბით" მხო­ლოდ სქელ­ტა­ნი­ა­ნი რო­მა­ნი ან ნა­წარ­მო­ებ­თა კრე­ბუ­ლი სარ­გებ­ლობს. არა­და, მო­თხრო­ბაც რო­მა­ნია, გრძე­ლი სი­ტყვის მოკ­ლედ თქმის ხე­ლოვ­ნე­ბით. ამი­ტომ „პა­ლიტ­რა L“-მა გა­დავ­წყვი­ტა, სწო­რედ ერთი მო­თხრო­ბა ექ­ცია ერთ წიგ­ნად. პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში გა­მო­ცე­მულ წიგ­ნებს შო­რის შეხ­ვდე­ბით რო­გორც მსოფ­ლიო კლა­სი­კოს­თა, ასე­ვე ქარ­თველ მწე­რალ­თა შე­დევ­რებს. გარ­და ამი­სა, „ერთი მო­თხრო­ბა“ უც­ნო­ბი ავ­ტო­რე­ბის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ა­საც ემ­სა­ხუ­რე­ბა და მკი­თხველს ახა­ლი მწერ­ლე­ბის გაც­ნო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა­საც აძ­ლევს. პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში გა­მო­ცე­მულ წიგ­ნებს შო­რი­საა რო­გორც მსოფ­ლიო კლა­სი­კოს­თა, ასე­ვე ქარ­თველ მწე­რალ­თა შე­დევ­რე­ბიც. გარ­და ამი­სა, „ერთი მო­თხრო­ბა“ უც­ნო­ბი ავ­ტო­რე­ბის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ა­საც ემ­სა­ხუ­რე­ბა და მკი­თხველს ახა­ლი მწერ­ლე­ბის გაც­ნო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა­საც აძ­ლევს.

0
10
1-ს მოსწონს
ავტორი:ნიუსგოგონა
ნიუსგოგონა
10
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0