x
მეტი
  • 25.09.2018
  • სტატია:80909
  • ვიდეო:333188
  • სურათი:438312
ჰოლივუდის ვარსკვლავის სექსუალური ფოტოები იტალიის სანაპიროდან ( + ბევრი ფოტო )

image45 წლის ჰოლივუდის კაშკაშა ვარსკვლავმა გვინეტ პერტლოუმ ნახევრად შიშველი სხეულით საკუთარი სასიყვარულო ურთიერთობის დემონსტრირება იტალიის სანაპიროზე გადაწყვიტა. მისი სხეული რაზეც მეტყველებს, ინტენსიური ვარჯიშის შედეგია. მოგეხსენებათ, ვარსკვლავს საკუთარი ტრენერი, ტრეისი ანდერსონი ავარჯიშებს. პაპარაცებმა კინოს ლეგენდა იტალიაში - კაპრის სანაპიროზე დააფიქსირეს ახალ საქმროსთან, ბრედ ფალჩუკთან ერთად. წყარო წერს, რომ გვინეტ პერტლოუ არაჩვეულებრივ ფორმაშია და ის შავ ბიკინში სრულიად ბავშვურად გამოიყურება. მისი საყვარელი მამაკაცი 47 წლის, ამერიკელი ტელევიზიის პროდიუსერი, ბრედ ფალჩუკია.imageimageimageimageმსახიობის სტუმრობა იტალიაში შეუმჩნეველი არ დარჩენიათ თანამედროვე იტალიური მოდის მამამთავარს - დიზაინერ ვალენტინოს და მოდის პრეზიდენტს, ჯანკარლო ჯამეტის, რომელმაც ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე ჰოლივუდის ვარსკვლავთან და მის საქმროსთან ერთად მდიდრულ, ფეშენებელურ იახტაზე გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. წყაროს ინფორმაციით, პერტლოუ სულაც არ არის უცხო იტალიისთვის. 1999 წელს მსახიობი ასევე ჰოლოვუდის ვარსკვლავებთან: მეთ დეიმონთან, ქეით ბლანშეტთან და ჯუდი ლოუსთან ერთად ფილმზე "The Talented Mr Ripley" მუშაობდა იტალიაში სამი თვის განმავლობაში.imageimageimageimageimageთაყვანისმცემლები ძალიან გულშემატკივრობენ მსახიობის შვილებს – 14 წლის ქალიშვილს და 12 წლის ვაჟს, მოსეს, რომელიც პერტლოუს ცნობილ მომღერალ კრის მარტინისგან ჰყავს. გვინეტს სურს, მალე დაქორწინდეს საქმროზე და შექმნას სერიოზული ოჯახი, თუმცა, როგორც წყარო წერს, მას ამისთვის დრო არ რჩება. რაც შეეხება ბრედს, მასაც ჰყავს ორი შვილი - ქალიშვილი იზაბელი და ვაჟი ბროუდი ყოფილი მეუღლისგან, სიუზი ფალჩუკისგან და წყვილი კატეგორიულად გამორიცხავს კიდევ სხვა შვილების გაჩენას, რაზეც მსახიობმა ერთ–ერთ ინტერვიუში " шоу Howard Stern" ისაუბრა. აქვე აცნობა გულშემატკივრებს, რომ ისინი დიდი ქორწილის გადახდას არ აპირებენ, რადგან უკვე ჰქონდათ საკმაოდ მოზრდილი სადღესასწაულო საღამო, სადაც სხვა 300 სტუმართან ერთად მოწვეული ჰყავდათ ისეთი სახები, როგორებიც არიან: კამერონ დიასი, ქეით ჰადსონი, ჯენიფერ ენისტონი. აქვე გარკვევით უპასუხა მსახიობმა ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, ყოფილ მეუღლესთან, კრის მარტინთან დაშორების შესახებ, რაზეც გვინეტ პერტლოუმ განაცხადა, რომ ვალდებული იყო, მეტი თავისუფლება და სწორი არჩევანის საშუალება მიეცა მომღერლისთვის - წერს "dailymail".imageimageimageimageimageimage







0
42
5-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
42
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0