x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 52 %-ით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაიმარჯვა

image

თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში კვლავ მოქმედმა პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაიმარჯვა. ამის შესახებ თურქეთის საარჩევნო კომისიაში განაცხადეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის მოქმედმა მეთაურმა ხმათა 52%-ზე მეტი მიიღო, მისმა ძირითადმა კონკურენტმა კი მხოლოდ 30%.

გამარჯვების შემდეგ ამომრჩევლებთან შეხვედრაზე ერდოღანმა პირობა დადო, რომ წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებისთვის დღე და ღამე იმუშავებს. ამასთან, ბლოკმა „სახალხო ალიანსი“, რომელშიც ერდოღანის „სამართლიანობის და განვითარების პარტია“ და „ნაციონალისტური მოძრაობის პარტია“ არიან გაერთიანებული, ქვეყნის პარლამენტში ხმათა უმრავლესობა მიიღო.

რიგგარეშე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები თურქეთში გუშინ ჩატარდა.

1
8
4-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
8
  
2018, 29 ივნისი, 18:56
ძაან არ მევასება ეს კვერცოღლი კაცი. ააცდინა თურქეთი დემოკრატიულ და დასავლურ სტანდარტს. ერთი ეკონომიკა განავითარა და იმიტომ ირჩევს ხალხი. რელიგიურ ქვეყნად აქცია ისევ თურქეთი. ახალგაზრდობა ათეისტებს ემუქრება მოკვლით ისეთი მდგომარეობაა თურქეთში.
0 1 1