x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
რა ელოდება ირანელ გოგონას, რომელიც სტადიონზე ჩადრის გარეშე იყო?
image
ინტერნეტში განსჯის საგანი გახდა ირანელი გოგონას ბედი, რომელიც რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატს ესწრება. გოგონა ფოტოზე ჰიჯაბის გარეშეა და მუცელიც მოშიშვლებული აქვს.


ის, რომ გოგონა ნადვილად ირანელია, კისერზე დაკიდებული პასპორტიც ადასტურებს, სადაც ის ფოტოზე ჩადრითაა გადაღებული.

image

ფოტოს გამოქვეყნების შემდეგ ინტერნეტმომხმარებლებს აღელვებთ გოგონას ბედი, ზოგს მიაჩნია, რომ ამის გამო იგი შესაძლოა, სამშობლოში სიკვდილითაც კი დასაჯონ, ირანული კანონმდებლობის თანახმად, საზოგადოებაში ქალის ჰიჯაბით გარეშე გამოჩენა დასჯადია.


ზოგი აღნიშნავს, რომ ირანში Twitter -ი დაბლოკილია და შესაძლოა, ვერც ნახონ ეს ფოტო, ზოგს მიაჩნია, რომ გოგონას სერიოზული სასჯელი არ ემუქრება, რადგან ირანში "ელიტასთვის ყველაფერი ნებადართულია."


უნდა აღინიშნოს, რომ ეს ერთადერთი გოგონა არ არის ირანის ისლამური რესპუბლიკიდან, რომელიც ფოტოებიექტივის კამერაში ჩადრის გარეშეა, ნაციონალურ დროშის ფერებში გამოწყობილმა სხვა გოგონებმაც მიიქციეს ყურადღება.

image

image
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 39 წლის მანძილზე პირველად, ირანში ქალებს ნება დართეს, სტადიონზე თამაშებს დაესწრნონ, მაინც მკაცრი კანონები მოქმედებს, მაგალითად, ამა წლის მარტში თეირანში ქალს ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, ქუჩაში ჩადრის მოხსნის გამო.

1
943
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
943
  
2018, 26 ივნისი, 20:54
იმედია ყველაფერი კარგად იქნება , და კანონად ქცეული რელიგია დაჰყრის ფარხმალს
0 1 1