x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
"გაიღვიძე მეთქი ერო!" -ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი
ყოფილი პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში საინტერესო და ხშირად იუმორისტული პოსტების წერით გამოირჩვევა, თუმცა ამჯერად მან ემოციური პოსტით ქართველს ხალხს მიმართა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

image

"მოკლედ ქართველო ერო!
არ გაგეღვიძა საყდრისის აფეთქებაზე!
არ გაგეღვიძა ხეების ჩეხვაზე!
არ გაგეღვიძა მავთულხლართების გადმოტანაზე!
არ გაგეღვიძა ამდენ გატაცებულ ადამიანზე!
არ გაგეღვიძა ამდენ მოკლულზე!
ვერ გაიღვიძე მეხი დეგეცა შენ ამდენ უკანონობაზე, რეგვენებზე, მექრთამეებზე, ღორებზე!

ხოდა გიორგი შენგელაიას რომ დახმარება შეუწყვიტა იმ გაუნათლებელმა, გეეღვიძა და ეხლა შენც უნდა გაიღვიძო გაიგე შენა?
გაიღვიძე მეთქი ერო!
ტფუ!!!"-წერს სარიშვილი


6
686
3-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
686
  
2018, 25 ივნისი, 18:40
ჩემი პატივისცემა თქვენ
ასეთმა კგბ-ს აგენტურამ დააქცია საქართველო და ეს ვის მოუწოდებს გამოღვიძებაზე ეს მლიქვნელი და "ვიგოდნიკი" ქალი!!!
2018, 25 ივნისი, 18:37
ტფუ შენა და კისერზე საბელი შე არაქალო, შენ არ იყავი პუტჩის პირველი იდეოლოგი?
პატარა ვიყავი მაშინ, მაგრამ მშვენივრად ვიცი რასაც საქმიანობდით შენ და შენი "დისიდენტი" ქმარი, თუ როგორ იღებდით დირექტივებს მოსკოვიდან.
შენ ვის გამოღვიძებაზე საუბრობ სამოქალაქო ომის თანაავტორო!
შენ რა გგონია ხალხი ბნელია? ის შენგელაია დახმარებას კი არა საჯდომში პანღურს იმსახურებდა, შენი თანამოღვაწე იყო პუტჩის ამბავში.
ბიძინა დიდად არ მეხატება გულზე, რადგან მესიანობა ჩემთვის უცხოა და პიროვნულად მასთან გასაყოფი არაფერი მაქვს, მაგრამ "წითელ ინტელიგენციას" დაფინანსება კი არა პირში თქმა უნდა ქვეყნის მტრობის გამო.
2018, 25 ივნისი, 14:28
ოხ, როგორ ნერვებს მიშლის ვითომდა მამულზე ლოცვით მუხლებდაბუჟებული ადამიანის პათოსი(((
2018, 25 ივნისი, 10:20
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 25 ივნისი, 9:50
ეეეჰ ირინა,ჩვენ მაშინაც გვეძინა,შენ რომ ხალხს რუსთაველზე შევარდნაძეს უჩოქებდი...
0 1 6