x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134480
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508532
მოგრძო ტვინი
მოგრძო ტვინი,  იგივე მედულა - ფოტოზე აღნიშნულია იასამნისფრად


მოგრძო ტვინი, იგივე მედულა ან Medulla Oblongata ადამიანის ტვინის შემადგენელი ნაწილია. კერძოდ ტვინის ღეროს 3 წილიდან ერთ-ერთი, რომელიც უშუალოდ უერთდება ზურგის ტვინს. მოგრძო ტვინი წარმოიშვა ადრეულ ოკეანეებში მობინადრე თევზებში - აგნათანებში 505 მილიონი წლის წინ. ამ თევზებთან ძალიან ახლოს დგას დღემდე შემორჩენილი თევზი "სალამურა". ის შეადგენდა ადრეული რეპტილიების (ქვეწარმავლების) ტვინის დიდ ნაწილს, ეს დღემდე ასეა მაგალითად ნიანგებში და ალიგატორებში.


მოგრძო ტვინი შედგება მიელინიზებული (თეთრი) და არამიელინიზებული (რუხი) ნერვული ბოჭკოებისგან, თუმცა მათი ურთიეთქმედება ამ შემთხვევაში შებრუნებულია - თეთრი ნივთიერება გარე შრეს ქმნის, ხოლო რუხი - შიდას.


მოგრძო ტვინი უერთდება ძვლის ტვინს



ძალიან მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ მოგრძო ტვინი თავისი მომცრო ზომის მიუხედავად უმნიშვნელოვანეს ფუნქციებს ასრულებს ორგანიზმში. ამიტომ ქირურგიული ჩარევის დროს უნდა იქნას გათვალისწინებული, რომ არავითარ სემთხვევაში არ დაზიანდეს ის, ტვინის სხვა ნაწილების დაზიანებას ბევრად უფრო ადვილად გადაიტანს პაციენტი და შესაძლო იქნება გარკვეული გამოსწორება სიტუაციისა, ვიდრე მოგრძო ტვინის დაზიანებას. მოგრძო ტვინის ნებისმიერი დაზიანება არის ურთულესად გამოსასწორებელი ან უფრო ხშირად საერთოდ გამოუსწორებელი. მისი ფუნქციებია:


1. სუნთქვა

2. გულისცემა

3. სისხლის წნევა

4. საჭმლის მონელება

5. შინაგანი ორგანოების მოძრაობა, მაგალითად პერისტალტიკა

6. სექსუალური აგზნება

7. ძილი

8. სხეულის ვენტილაცია (რომელიც ხორციელდება აორტული და კაროტიდული სხეულებიდან მიღებული ინპულსებით)

9. ღებინება

10. ხველება

11. დაცემინება

12. ყლაპვა

13. მანდიბულარული რეფლექსი (ყბის მამოძრავებელი რეფლექსი)




ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
455
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
455
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0