x
image
თორ ნიკე
Mediator image
რამდენ ნეირონს შეიცავს ცხოველების ტვინი და არის კი ადამიანი უჭკვიანესი არსება?
ადამიანისა და დელფინის ტვინის შედარება


პირველად თავის ტვინი წარმოიშვა 550 მილიონი წლის წინ, მას მერე მილიარდობით ტრილიონ სხვადასხვა არსებაში ვითარდებოდა, იხვეწებოდა, დიდდებოდა ან ზოგიერთში იგივე რჩებოდა ან საერთოდ დეგენერირდებოდა თაობიდან თაობაში. ევოლუციის ამდენმა წელმა სახეობათა ტვინებს შორის უდიდესი განსხვავებები ჩამოაყალიბა და ბოლოს ადამიანი წარმოქმნა. ამ ჩამონათვალში მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სახეობის ინტელექტის დონე მეტად არის დამოკიდებული ნეოკორტექსში (ტვინის რუხ ნივთიერებაში, რომელიც მის გარე შრეს შეადგენს და აზრვონებას უზრუნველყოფს) მდებარე ნეირონების რაოდენობაზე.


1) ზღვის შპრიცი - 231 ნეირონი. (მხოლოდ ცენტრალურ ნერვულ სისტემაში 8617 სინაფსი).


ზღვის შპრიცი



2) მედუზა - 5600 ნეირონი.


მედუზა


3) ლოკოკინა - 18, 000 ნეირონი.


ლოკოკინა


4) ხილის ბუზი - 250, 000 ნეირონი.


ხილის ბუზი


5) კიბორჩხალა - 100, 000 ნეირონი.


კიბორჩხალა


6) ჭიანჭველა - 250, 000 ნეირონი


ჭიანჭველა


7) ფუტკარი - 960, 000 ნეირონი.


ფუტკარი


8) ტარაკანა - 1, 000, 000 ნეირონი.


ტარაკანა


9) ბაყაყი - 16, 000, 000 ნეირონი.


ბაყაყი


10) სახლის თაგვი - 71, 000, 000 ნეირონი.


სახლის თაგვი


11) ნილოსის ნიანგი - 80, 500, 000 ნეირონი.


ნილოსის ნიანგი


12) ვარსკვლავცხვირა თხუნელა და ზებრა სკვინჩა (ფრინველი) - 131, 000, 000 ნეირონი.


ვარსკვლავცხვირა თხუნელა


13) რუხი ვირთხა - 200, 000, 000 ნეირონი.


რუხი ვირთხა


14) გვინეური ღორი - 240 მილიონი ნეირონი.


გვინეური ღორი


15) რუხი თაგვისებრი ლემურა - 254 მილიონი ნეირონი.


რუხი თაგვისებრი ლემურა


16) მტრედი - 310 მილიონი ნეირონი.


მტრედები


17) რუხი ციყვი - 453 მილიონი ნეირონი.


რუხი ციყვი


18) ევროპული კურდღელი - 494 მილიონი ნეირონი.


ევროპული კურდღლები


19) რვაფეხა - 500 მილიონი ნეირონი.


რვაფეხა


20) ბუ - 690 მილიონი ნეირონი.


ბუ


21) ემუ - 1, 335 მილიარდი ნეირონი.


ემუ


22) თავქოჩორა თუთიყუში - 2, 122 მილიარდი ნეირონი.


თავქოჩორა თუთიყუში


23) ყორანი - 2, 171 მილიარდი ნეირონი.


ყორანი


24) შინაური ღორი - 2, 220 მილიარდი ნეირონი. მხოლოდ ნეოკორტექსში 225 მილიონი ნეირონი.


შინაური ღორი


25) ძაღლი - 2, 253 მილიარდი ნეირონი. მხოლოდ ნეოკორტექსში 160 მილიონი ნეირონი. ხოლო კატას 760 მილიონი ნეირონი აქვს და მხოლოდ ნეოკორტექსში აქვს 300 მილიონი ნეირონი.


ძაღლი და კატა


26) მაიმუნი მაკაკა - 3, 780 მილიარდი ნეირონი. მხოლოდ ნეოკორტექსში 480 მილიონი ნეირონი.


ბონეს მაკაკა


27) ზოლიანი აფთარი - 3, 885 მილიარდი ნეირონი.


ზოლიანი აფთარი


28) ლომი - 4, 667 მილიარდი ნეირონი.


ლომი


29) დიდი კუდუ (ჩლიქოსანი) - 4, 910 მილიარდი ნეირონი.


დიდი კუდუ


30) რეზუს მაკაკა - 6, 376 მილიარდი ნეირონი. მხოლოდ ნეოკორტექსში 480 მილიონი.

რეზუს მაკაკა


31) რუხი დათვი - 9, 586 მილიარდი ნეირონი.


მურა დათვი


32) ჟირაფი - 10, 750 მილიარდი ნეირონი.


ჟირაფი


33) ცხენი - მხოლოდ ნეოკორტექსში აქვს 1, 2 მილიარდი ნეირონი.


ცხენი


34) ყვითელი ბაბუინი - 10, 950 მილიარდი ნეირონი.


ყვითელი ბაბუინი


35) შიმპანზე - 28 მილიარდი ნეირონი. მხოლოდ ნეოკორტექსში 6, 2 მილიარდი ნეირონი.


შიმპანზე


36) ორანგუტანი - 32, 600 მილიარდი ნეირონი.


სუმატრელი ორანგუტანი


37) გორილა - 33, 400 მილიარდი ნეირონი. მხოლოდ ნეოკორტექსში 4, 3 მილიარდი.


გორილა


38) ადამიანი - 86 მილიარდი ნეირონი. მხოლოდ ნეოკორტექსში საშუალოდ 21 მილიარდი ნეირონი.


ადამიანი


39) აფრიკული სპილო - 257 მილიარდი ნეირონი. მხოლოდ ნეოკორტექსში 11 მილიარდი ნეირონი.


აფრიკული სპილო


40) გრძელფარფლა პილოტი ვეშაპი - პირველად ისტორიაში დაფიქსირდა, რომ ცხოველს ადამიანზე მეტი ნეოკორტიკალური ნეირონი აქვს ანუ ამ ვეშაპს ლათინურად "გლობიცეფალია მელასს" აქვს მხოლოდ ნეოკორტექსში 37, 2 მილიარდი ნეირონი როდესაც ადამიანს მხოლოდ 21 მილიარდი აქვს.


გრძელფარფლა ვეშაპი




ავტორი: თორნიკე ფხალაძე



2
279
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
279
  
2018, 24 ივნისი, 16:26
კი, აქ გასათვალისწინებელია ტვინის წონის შეფარდება საერთოდ სხეულის წონასთან. ამ შემთხვევაში ძუძუმწოვრებში ყველაზე კარგი შედეგი ადამიანს აქვს, მაგრამ ჭიანჭველა ამაში გვჯობნის :დ
2018, 24 ივნისი, 15:41
ძალიან საინტერესო სტატია. მაგრამ ასეთი გამოთვლებისას, ვფიქრომ, ზომები უნდა იყოს გათვალისწინებული. მაგ., 1 სმ კუბზე რამდენი ნეირონი მოდის, სახეობათა მიხედვით და არა ზოგადად, ტვინში.
არ მინდა ვიფიქრო, რომ სპილო ჩემზე 3-ჯერ უფრო ჭკვიანია :)
0 1 2