x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ადამიანის თავის ტვინის მთავარი შემადგენელი ნაწილები
ადამიანის თავის ტვინის ანატომია


თავის ტვინი არის ერთადერთი ორგანო, რომელმაც საკუთარ თავს სახელი დაარქვა. ის არის ორგანო, რაც ადამიანს აქცევს ადამიანად, შეიძლება ითქვას რომ ჩვენ ვართ ჩვენი ტვინი. ის იღებს ყველანაირ ინფორმაციას 5 გრძნობის მეშვეობით: სმენა, მხედველობა, შეხება, გემო და ყნოსვა. გადაამუშავებს მათ, იღებს გადაწყვეტილებებს, აყალიბებს ჩვენს პიროვნებას მთლიანად, გვინარჩუნებს წონასწორობას სივრცეში და აკეთებს იმდენ გამოთვლას, რასაც მხოლოდ სუპერკომპიუტერები თუ აკეთებენ დღეს დედამიწაზე. სიარულის დროს ტვინი იმდენ გამოთვლას აკეთებს, რომ ამის სიმულაცია ურთულესია დღევანდელი ტექნოლოგიების მქონე მეცნიერებისთვისაც კი როდესაც რობოტიკაზე მუშაობენ.

ტვინი განვითარდა დაახლოებით 550 მილიონი წლის წინ პირველად ოკეანეში მცხოვრებ პატარა არსებებში, რომლებმაც შემდგომში სათავე დაუდეს ყველა დანარჩენ დღევანდელ ტვინის მქონე არსებას, მათ შორის ადამიანებს.

2018 წლამდე მიიჩნევდნენ, რომ ადამიანს საშუალოდ 100 მილიარდი ნეირონისგან შემდგარი ტვინი ჰქონდა, მაგრამ ახალი კვლევები აჩვენებს, რომ ეს რიცხვი არის საშუალოდ 86 მილიარდი ნეირონი. ახალი კვლევები ჩაატარეს იმ მეცნიერებმა, რომლებიც დაინტერესდნენ თუ საიდან, რომელი კვლევებიდან მოვიდა რიცხვი 100 მილიარდი და პასუხს ვერ მიაგნეს, ამიტომ თავად გადაწყვიტეს გადამოწმება, გამოიყენეს უახლესი მეთოდები კვლევისთვის და საბოლოოს ბრაზილიელმა ექიმმა სუზანა ჰერუკალო-ჰაუზელმა დადო ასეთი დასკვნა. ის აცხადებს, რომ ვინმეს ეს შეიძლება მოეჩვენოს მცირე განსხვავებად, მაგრამ 14 მილიარდი ნეირონი - ეს საკმაოდ დიდი განსხვებაა - დაახლოებით ბაბუინის ტვინის ხელა. ის აცხადებს, რომ მისი გუნდის მიერ გამოკვლეული ადამიანის ტვინებიდან ჯერ არც ერთს არ ჰქონია 100 მილიარდი უჯრედი, როგორც აქამდე მიღებული იყო სამეცნიერო წრეებში.



ტვინის ანატომია


ადამიანის თავის ტვინი შედგება 3 მთავარი ნაწილისგან, ესენია:

1. ცერებრი ანუ დიდი ტვინი

2. ცერებელი ანუ ნათხემი და

3. ტვინის ღერო.


ტვინის სამი მთავარი ნაწილი



ცერებრი ანუ დიდი (წინა) ტვინი


ეს არის თავის ტვინის უდიდესი ნაწილი, რომელიც იყოფა 3 მთავარ ნაწილად:

1. მარჯვენა ნახევარსფერო

2. მარცხენა ნახევარსფერო და

3. დიენცეფალონი ანუ შუამდებარე ტვინი.


მარჯვენა და მარცხენა ჰემისფეროები


ყოველი ჰემისფერო იყოფა ოთხ მთავარ წილად, ესენია:

1. შუბლის წილი (ფრონტალური წილი)

2. საფეთქლის წილი (ტემპორალური წილი)

3. თხემის წილი (პარიეტული წილი) და

4. კეფის წილი (ოქციპიტალური წილი).


თავის ტვინის ჰემისფეროების წილები


დიენცეფალონი ანუ შუამდებარე ტვინი


ცერებელი ანუ ნათხემი


ცერებელი ანუ ნათხემი



ტვინის ღერო - ის შედგება 3 მთავარი წილისგან:

1. შუა ტვინი (mid brain)

2. ხიდი (pons)

3. მოგრძო ტვინი (medulla oblongata)


ტვინის ღერო



თავის ტვინის წილები:

თავის ტვინის წილები



დიდი ტვინის გარე საფარი ანუ კორტექსი


დიდი ტვინის საფარი გარსის აგებულება მთაგორიან ლანდშაფტს მოგვაგონებს დიდი ჩაღრმავებებით. მისი ზედაპირის მოცულობა საშუალოდ 2200 კვ. სმ-ია. ის შეიცავს დაახლოებით 16 მილიარდ ნეირონს (ნერვულ უჯრედს), მაშინ, როდესაც მთლიანად დიდი ტვინის ორივე ნახევარსფერო შეიცავს 70-დან 86 მილიარდამდე ნეირონს. თავად კორტექსი მუქი შეფერილობისაა, ვინაიდან ნეირონების სხეულებისგან შედგება, კორტექსის ქვეშ არის თეთრი ნივთიერება, რომელიც ამ სხეულების ერთმანეთთან დამაკავშირებელი აქსონებისგან ანუ (ნერვული უჯრედის "კუდებისგან") შედგება.


ტვინის გარე საფარი ანუ კორტექსი



ტვინის ღრმა სტრუქტურები


ტვინის სიღრმეში არის 8 მთავარი წარმონაქმნი, ესენია:

1. ჰიპოთალამუსი

2. თალამუსი

3. ჰიპოფიზი (იგივე პიტუიტარული ჯირკვალი)

4. გირჩისებრი სხეული (იგივე ეპიფიზი)

5. ბაზალური განგლია (ნერვული კვანძი)

6. ლიმბური სისტემა

7. ამიგდალა (იგივე ნუშისებრი ჯირკვალი)

8. ჰიპოკამპი


ტვინის ღრმა სტრუქტურები


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


1
3712
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
3712
  
2018, 24 ივნისი, 12:24
კარგად დააკვირდით,ეგებ მიხვდეთ, ვის რა ნაწილი აკლია.....
0 1 1