x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
გამოცდილი მოცურავის რჩევები ზღვაზე დასვენების მსურველებს

image მცირე რჩევა ზღვაზე დასასვენებლად წამსვლელებს.
მოგეხსენებათ, ზღვაზე დასვენების სეზონი გახსნილია და საქართველოში თუ უცხოეთში ზღვაზე დასვენების მსურველებმა მკვეთრად იმატა.
შესაბამისად იზრდება საფრთხე ცურვის არმცოდნე დამსვენებლებისათვის.
არც ერთ შემთხვევაში არ დაუშვათ, თქვენ ან თქვენი ახლობელი შევიდეს მთვრალ ან ნასვამ მდგომარეობაში ზღვაში, რაც ხშირად ლეტალურად მთავრდება.
მთვრალი ადამიანის ორგანიზმი ისედაც თითქმის პიკურ რეჟიმში მუშაობს ალკოჰოლის მოსანელებლად და ასეთ დროს ზღვაში შესვლა დამატებითი დატვირთვაა, განსაკუთრებით გულისათვის.
სტატისტიკის მიხედვით, ზღვაში დამხვრჩვალთა უდიდესი ნაწილი იღუპება არა ასფიქსიით ანუ წყალში დახრჩობით, არამედ "გულის გასკდომით", რასაც ხშირად პანიკაში ჩავარდნილი ადამიანის ორგანიზმის კრიზისი იწვევს გულზე.
შავ ზღვაში ბევრგანაა წყლისქვეშა ძლიერი დინება, რომელსაც მარტივად შეუძლია მოცურავე ზღვის სიღრმეში გაიტაცოს.
ზღვაში შეცურვამდე აუცილებლად დაისველეთ მკერდი, იღლიები, კისერი ზღვის წყლით, რათა ორგანიზმმა სწრაფი ადაპტაცია მოახდინოს ზღვის წყალზე.
ასეთ დროს უმთავრესია პანიკამ არ აგიტანოთ და არც ერთ შემთხვევაში არ ეცადოთ ნაპირისაკენ გაცურვა ეს უარესია შემდეგი მიზეზების გამო:
1. მოგიწევთ ძლიერი დინების წინააღმდეგ ცურვა, რომელსაც ვერ გადალახავთ.
2. ძალიან დაიღლებით დინებასთან ჭიდილში, რაც სახიფათოა.
3. უკუქცეულ ტალღას დინებასთან სინქრონში შეუძლია უფრო შორს გაგიტაცოთ ზღვაზე.
რა არის ასეთ დროს ერთადერთი გამოსავალი?
გამოსავალი ერთია, თან ძალიან ეფექტური, რაც თქვენს სიცოცხლესაც იხსნის და სხვასაც გამოადგება უკვე თქვენი რჩევით – იცურეთ არა ნაპირისაკენ, არამედ ნაპირის პარალელურად.
წყლისქვეშა დინების ფართობი ანუ სიგანე მერყეობს 5 მეტრიდან 50–60 მეტრამდე, ნაპირის პარალელურად გაცურვისას დიდად არ დასცილდებით ნაპირს და ადვილად მიხვდებით, როცა წყლის დინების ზემოქმედება შეწყდება თქვენს სხეულზე.
ასეთ დროს უკვე შეგიძლიათ ნაპირისაკენ აიღოთ გეზი მონაცვლეობითი ცურვის სტილით, რათა სუნთქვა აღიდგინოთ.

0
44
8-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
44
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0