x
მეტი
  • 16.07.2018
  • სტატია:78682
  • ვიდეო:331401
  • სურათი:435247
როგორ ვუპასუხოთ ინტერვიუს 10 ყველაზე პოპულარულ კითხვას

image


fastcompany.com-მა ექსპერტები დაიქირავა იმის გასაგებად, თუ რა კითხვებს სვამდნენ დამქირავებლები კანდიდატის მახეში გასაბმელად.

სტატიაში გაეცნობით საუკეთესო პასუხებს 10 ყველაზე პოპულარულ კითხვაზე, რაც შესაძლოა, უახლოეს მომავალში სამსახურის მიღებაში დაგეხმაროთ.


სამსახურის გასაუბრებაზე წასვლისასს, ალბათ, ბევრს გიგრძვნიათ თავი ისე, თითქოს სკოლაში მიდიოდეთ და გამოცდა გქონდეთ. სკოლის ტესტების ერთი ზუსტი პასუხის მაგივრად, ინტერვიუზე დასმული კითხვების პასუხების დიდ ნაწილს კარგი ალღოთი უნდა უპასუხოთ, თან ჟესტები და გამომეტყველებაც შესაფერისი უნდა გქონდეთ.


ახლა კი, გაეცანით გასაუბრებაზე ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს და მათ შესაძლო პასუხებს:



1. მომიყევით თქვენ შესახებ


პრობლემა: მიშელ მავი, დაქირავების შტაბ "ატრიუმის" ტრენერი და კომპანიის განვითარების ხელმძღვანელი ამბობს, რომ კანდიდატები ამ კითხვას გადამეტებულად სერიოზულად აღიქვამენ. "ეს ფართო და ღია კითხვაა, მაგრამ კანდიდატები ამჯობინებენ, პასუხად თავიანთ პროფესიულ უნარებზე და გამოცდილებაზე გაამახვილონ ყურადღება და იმეორებენ რეზიუმეს (სივის)", - ამბობს ის.


რა უნდა თქვათ: უკეთესია, თქვენს გამოცდილებაზე კონკრეტული სამუშაოს და პოზიციის კუთხით ისაუბროთ, რაც გამსაუბრებლებს დაანახებს, რომ კარგი კანდიდატურა ხართ. "დიახ, უნდა მოყვეთ ამბავი, მაგრამ ისეთი, რომელსაც ექნება კონკრეტული დასაწყისი, განვითარება და ლოგიკური დასასრული", - ამბობს მავი, -"ისეთი რამ უნდა თქვათ, რასაც დაასრულებთ ფრაზით - აი, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ამ სამსახურის აპლიკაციის შევსება და მოხარული ვარ ამ შესაძლებლობით".








2. რატომ გინდათ ამ კომპანიაში მუშაობა?


პრობლემა: "როგორც წესი, ამ კითხვის პასუხად კომპანიას აქებენ, ამბობენ რაღაც ამდაგვარს: - ესა და ეს კომპანია მოწინავეა ბაზარზე ამა და ამ საქმეში, ამიტომაც მინდა აქ მუშაობა", - ამბობს მეთ დუკეტი, დასაქმების საიტ Monster.com-ის განყოფილების დირექტორი, - "უფრო გულწრფელი პასუხი კი ასეთი იქნებოდა: - თქვენ ხართ ისინი, ვინც წაიკითხა ჩემი რეზიუმე, ამიტომ იმასაც ხვდებით, ამ კომპანიისთვის მუშაობა იმიტომ მინდა, რომ სამსახური მჭირდება".


რა უნდა თქვათ: კარგი პასუხი ამ კითხვაზე კომპანიის ხედვაზე, ღირებულებებზე და მისიაზე უნდა იყოს ორიენტირებული. "თუ კომპანიის მიზნები და მისწრაფებები თქვენსას ემთხვევა, ისაუბრეთ ამის შესახებ", - ამბობს მეთ დუკეტი, -"ილაპარაკეთ კომპანიის ღირებულებების კავშირზე თქვენს საკუთართან, თქვით, რას ნიშნავს კომპანიის მისია თქვენთვის და შეუსაბამეთ კომპანიის აღწერილობა თქვენს უნიკალურ უნარ-ჩვევებს".








3. რატომ ხართ დაინტერესებული ამ პოზიციით?


პრობლემა: "ყველაზე დიდი შეცდომა, რასაც კანდიდატები ამ კითხვაზე პასუხისას უშვებენ, ის არის, რომ ყურადღებას ამახვილებენ, როგორ ერგება როლი მათ კარიერულ გეგმას და როგორ დაეხმარება კომპანია მათ პროფესიულ განვითარებაში და კარიერის აწყობაში", - ამბობს მავი.


რა უნდა თქვათ: უკეთესი იქნება, თუ კომპანიის მიზნებზე გაამახვილებთ ყურადღებას და არა - თქვენსაზე. "დამქირავებლები მარტო იმიტომ კი არ გიქირავებენ, რომ სამუშაო აკეთოთ, თქვენ კომპანიის ნაწილიც უნდა იყოთ, რომელსაც განსაზღვრული გეგმები და მიზნები აქვს", - ამბობს მავი, -"ამ პასუხის გაცემისას კანდიდატი იმაზე უნდა ორიენტირდეს, თუ რას შესძენს ის კომპანიას".


მაგალითად ასეთი რამ: "ჩემს წინა სამსახურში შევიძინე უნარ-ჩვევები, რომლებსაც შემდეგ საფეხურზე გამოვიყენებ. მჯერა, რომ კომპანიის განვითარებაში ჩემს წვლილს შევიტან".








4. რატომ უნდა დაგიქირაოთ თქვენ?


პრობლემა: "ამ კითხვაზე, როგორც წესი, კანდიდატი ჩამოთვლის ხოლმე იმ მიღწევებს, რასაც გამსაუბრებელი ისედაც ნახულობს მის რეზიუმეში. თქვენ არ იცნობთ სხვა კანდიდატებს, ამიტომ საკუთარი თავის მათთან შედარება არ შეგიძლიათ". - ამბობს მავი.


რა უნდა თქვათ: კარგი იქნება, თუ თავდაპირველად იმას აღიარებთ, რომ სხვა კანდიდატების შესაძლებლობები არ იცით. მავი პასუხის ასეთ ვარიანტს გთავაზობთ: "ვიმედოვნებ, მექნება შესაძლებლობა, გაჩვენოთ ჩემი პროფესიული შესაძლებლობა. სხვა კანდიდატებზე არაფერი ვიცი, ამიტომ თავს მათ ვერ შევადარებ. ჩემზე იმის თქმა შემიძლია, რომ კარგი კომუნიკაციის უნარი მაქვს და სწრაფად ფიქრი მახასიათებს, კარგად ვეგუები გარემოს და არ ვიბნევი კრიტიკულ სიტუაციებში. ჩემი ხუთწლიანი გამოცდილების გარდა, ვფიქრობ, რომ ეს თვისებები ძალიან მნიშვნელოვანია კომპანიისთვის".








5. რა არის თქვენი ყველაზე ძლიერი მხარე?


პრობლემა: დუკეტი ამბობს, რომ კანდიდატები ამ კითხვაზე პასუხად უმეტესასდ საკუთარ თავს შრომისმოყვარედ ასახელებენ. "ისინი სინამდვილეში სრულიადაც არ პასუხობენ კითხვას, რადგან, როგორც მივხვდი, ადამიანების უმეტესობამ არც იცის საკუთარი ძლიერი მხარე", - ამბობს ის.


რა უნდა თქვათ: "კარგი პასუხი შემზადებას მოითხოვს", - ამბობს დუკეტი, -"დაჯექით და მშვიდად იფიქრეთ, რა არის თქვენი განსაკუთრებული თვისება, რაც გავლენას მოახდენს კომპანიის წარმატებაზე".


მაგალითად: "მეუბნებიან, რომ ყველა პროექტს ენერგიას ვძენ, რომელში ჩართულიც ვყოფილვარ", ან "მაქვს უნარი, გუნდში ყველასთან დავამყარო კარგი ურთიერთობა და სამუშაო გარემოს გუნდურობის გრძნობა შევძინო".








6. მომიყევით იმ დროზე, როცა რამე არ გამოგივიდათ და დამარცხდით.


პრობლემა: "ამ შეკითხვამ შესაძლოა მახეში გაგაბათ, თუ მარცხში ვინმე სხვას დაადანაშაულებთ ან იტყვით, რომ ამ მომენტში ასეთს ვერაფერს იხსენებთ, " - ამბობს ტომ მაქგუარი, Talent Growth Advisors-ის თანადამფუძნებელი და დირექტორი.


რა უნდა თქვათ: "უკეთესი იქნება, თუ აღიარებთ, რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყველა უშვებს შეცდომას", - ამბობს ის, -"გამსაუბრებელს სინამდვილეში ის აინტერესბეს, მიიღეთ თუ არა გაკვეთილი შეცდომისგან.

ამ კითხვაზე კარგი პასუხი სამ რამეს უნდა შეიცავდეს:

1. აი, ეს შეცდომა დავუშვი.

2. აი, რა გავაკეთე არასწორად.

3. აი, ეს ვისწავლე.








7. ხელფასს რამდენს ითხოვთ?


პრობლემა: "ბევრი კანდიდატი პირდაპირ რიცხვს ასახელებს და ეს რიცხვი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად სჭირდება სამსახური", - ამბობს ჯეინ მეტსონი, Keystone Associates-ის ვიცე პრეზიდენტი.


რა უნდა თქვათ: "უკეთესი პასუხი შეიძლება ასეთი იყოს: კონკრეტული რიცხვი არ ჩამომიყალიბებია გონებაში, რადგან საკმარისი არ ვიცი პოზიციაზე", - ამბობს ის, -"თუ პასუხის თქმას დაგაძალებენ, უთხარით, რამდენი იყო თქვენი ხელფასი წინა სამსახურში და ჰკითხეთ, ერგება თუ არა ეს რიცხვი პოზიციას".








8. როგორია თქვენი ხუთწლიანი გეგმა?


პრობლემა: "ეს კითხვა ბევრ კანდიდატს აბამს მახეში, რადგან პასუხი არ არის მარტივი", - ამბობს ტრეისი ქეშმენი, WinterWyman Executive Search-ს ყოფილი ვიცე პრეზიდენტი და პარტნიორი, -"თუ თქვენი ამბიციები აგრესიული იქნება, როგორიცაა "მინდა, მენეჯერი გავხდე", დამსაქმებელმა შეიძლება თქვენში საფრთხე დაინახოს იმ ადამიანის სახით, რომელსაც ძალიან უნდა სამსახური და ამისთვის ყველაფერს გააკეთებს. ხოლო თუ ძალიან მსუბუქი იქნება თქვენი პასუხი, მაგალითად "ჩემს თავს იგივე პოზიციაზე ვხედავ", დამსაქმებელი მიიჩნევს, რომ ამბიციები საერთოდ არ გაგაჩნიათ და ეს არ არის კარგი".


რა უნდა თქვათ: "უკეთესი იქნება, თუ პასუხს თქვენს წარსულ გამოცდილებაზე და უნარ-ჩვევებზე ააწყობთ", - ამბობს ქეშმენი, -"ეს კითხვა გამოიყენეთ, როგორც შესაძლებლობა, უთხრათ დამსაქმებელს, რატომ ხართ დაინტერესებული მათი კომპანიით.

მაგალითად: "როგორც ჩემი გამოცდილებიდან ხედავთ, იღბლიანი აღმოვვჩნდი და მქონდა შესაძლებლობა, მემუშავა კომპანიებთან, სადაც მუდმივად მხვდებოდა გამოწვევები და ვავითარებდი საკუთარ თავს. ვიმედოვნებ, ეს სამსახურიც მომცემს შესაძლებლობას, განვვითარდე მომდევნო 5 წლის განმავლობაში".








9. რატომ დატოვეთ წინა სამსახური?


პრობლემა: ამ კითხვაზე ცუდ პასუხს გასცემთ, თუ ნეგატიურად დაახასიათებთ თქვენს წინა დამსაქმებელს, კომპანიას ან გასცემთ კონფიდენციალურ ინფორმაციას, როგორიცაა კლიენტების ნაკლებობა ან კომპანიის უკანსვლა", - ამბობს დევიდ ლიუისი, OperationsInc-ის აღმასრულებელი დირექტორი.


რა უნდა თქვათ: უკეთესი პასუხი იქნებოდა, ორიენტირდეთ იმაზე, რომ საკუთარი თავის გაუმჯობესებას ესწრაფვით. ლიუისი ასეთ პასუხს გთავაზობთ: "ვფიქრობ, რომ მეტის გაკეთება შემიძლია, წინა სამსახურში კი შემდეგი საფეხურები არ იყო ხელმისაწვდომი, ვეღარ ვვითარდებოდი".








10. გაქვთ კითხვები ჩვენთან?


პრობლემა: როგორც მავი ამბობს, ამ კითხვაზე უარის თქმით კანდიდატები "განათების" შანსს ხელიდან უშვებენ. "კითხვების არქონა მარტო კოპმანიაზე ინტერესის ნაკლებობაზე კი არ მიუთითებს, არამედ იმაზე, რომ გასაუბრების პროცესის გაგებაზე წარმოდგენა არ გაქვთ". კითხვები აუცილებლად უნდა დასვათ, მაგრამ მავი იმასაც ამატებს, რომ ისეთი მარტივი კითხვების დასმა, რომელზე პასუხსაც ადვილად იპოვით კომპანიის ვებ-გვერდზე, უარესია და ააშკარავებს, რა ცოტა ინფორმაცია გაქვთ კოპმანიაზე".


რა უნდა თქვათ: კარგი იქნება ისეთი კითხვების დასმა, რომლებიც ხაზს უსვამს კონკრეტული კომპანიის როლის უკეთ გაგების სურვილს. "ეს დამსაქმებელს აფიქრებინებს, რომ სამუშაოს სერიოზულად მოეკიდებით", -ამბობს მავი, -"დასვით კითხვები იმის შესახებ, თუ რისი გაუმჯობესებაა საჭირო, ან სხვებმა რა შეცდომები დაუშვეს და რა წარმატებას მიაღწიეს იმავე პოზიციაზე, როგორ ერგება დეპარტამენტი მთლიანი კომპანიის ღირებულებებს და ა.შ".







წარმატებებს გისურვებთ!

image





0
174
3-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
Mediator image
174
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0