x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134405
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508491
არგენტინელი გულშემატკივარი რუსი გოგონას შეურაცხყოფის გამო დასაჯეს
imageარგენტინელმა გულშემატკივარმა რუს გოგონას სთხოვა, რამდენიმე უწმაწური, სექსისტური ფრაზა ეთქვა მის მშობლიურ ესპანურ ენაზე.


ფეხბურთის გულშემატკივარი არგენტინიდან დაისაჯა არაეთიკური საქციელისთვის, რომელიც რუსი გოგონას მიმართ ჩაიდინა. როგორც ლათინური ამერიკის უსაფრთოხების მინისტრმა, პატრიცია ბულრიჩმა განაცხადა, მათ თანამემამულეს აეკრძალა მსოფლიო ჩემპიონატზე დასწრება იმ ვიდეორგოლის გამო, რომელიც სოციალურ ქსელში განათავსა, სადაც რუს გოგონას, რომელმაც არ იცის ესპანური ენა, აიძულა, ეთქვა არაეთიკური ფრაზები, რომელიც სექსიზმს მოიცავდა.


"მას შემდეგ, რაც რუსეთის ხელისუფლებამ განიხილა ჩვენი მიმართვა, არგენტინელი ფენავო პერონი, რომელმაც ახალგაზრდა გოგონა შეურაცხყო, ვეღარ მოხვდება სტადიონზე" -განაცხადა პატრიცია ბულრიჩმა.


წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატზე რამდენიმე ფაქტი მოხდა, როდესაც უცხოელი გულშემატკივრები სხვადასხვა ქვეყნიდან სახუმარო ფორმით სთხოვენ რუს გოგონებს, უწმაწური სიტყვები თქვან. ანალოგიური მოხდა ბრაზილიელი გულშემატკივრების მხრიდან, როდესაც ქერათმიან რუს გოგონას, რომელმაც არ იცოდა პორტუგალიური ენა, სთხოვეს მათთან ერთად უწმაწური ფრაზის სკანდირება, რამაც აღშფოთება გამოიწვია ბრაზილიაში."როგორ შეიძლება ასე ბოროტად გამოიყენო რუსების სტუმართმოყვარეობა?" საიტზე Change.org ხელისმოწერების შეგროვება დაიწყო, რომ დაისაჯონ თანამემამულეები "სახალხოდ რუსი გოგონას დამცირების გამო".


კიდევ ერთი კურიოზული ფაქტი მოხდა ჩემპიონატზე, როდესაც ჩინელ ქალს ჯგუფური სექსი ჰქონდა "არგენტინელებთან", რომლებიც სინამდვილეში სომხები გამოდგენენ

0
150
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
150
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0