x
image
natia.a
რა უპასუხა ქართველმა გამყიდველმა რუს კლიენტს - რას ჰყვებიან რუსულ ინტერნეტსივრცეში

ეს პატარა, სახალისო ამბავი რამდენიმე რუსულ საიტზე და სოციალურ ქსელშია გამოქვეყნებული და, როგორც ავტორი ირწმუნება, ნამდვილია.


image


"ამასწინათ, ბაზარზე მომიხდა გასვლა, პროდუქტების შესაძენად. ერთ დახლს მივადექი, სადაც გამყიდველი შუახნის ქართველი მამაკაცი იყო. ახალი ბოსტნეული ჰქონდა და რიგიც დიდი დაუდგა. ბოლოს ჯერი ერთ 40 წლის ქალბატონზე მიდგა, რომელმაც გამყიდველთან დიალოგის გაბმა სცადა.


- ერთი კილო ბულგარული მინდა, არ დამიკლებთ?



გამყიდველმა უზარმაზარ რიგს გადახედა და მიხვდა, რომ ქალბატონს თუ დაუთმობდა, დანარჩენებიც იგივეს მოითხოვდნენ.


- უკაცრავად, ბოლო ფასია.


- მაგრამ თქვენს ბულგარულში ხომ ჰაერია!


ქართველი რამდენიმე წამით დაბნა. ცხადი იყო, ამდენი ხნის მუშაობის მანძილზე მსგავსი განცხადებით პირველად მიმართეს.


— რა თქმა უნდა, როგორც ყველაში.

— ჰაერსაც ხომ აქვს თავისი წონა, გამოდის, რომ ნაწილს ჰაერისთვის გიხდით! ამიტომ ცოტა უნდა დამიკლოთ!


ქართველმა FATAL ERROR- ი მიიღო და სახეზე ცისფერი ეკრანი გამოეხატა. მაგრამ რამდენიმე წამში გადაიტვირთა და ყველასათვის მოულოდნელად, აბეზარ ქალბატონს ღირსეული პასუხი დაუბრუნა:


— გოგონა, ბულგარულში ისეთივე ჰეარია, როგორც გარეთ, არა?! გარეთ კი ჰაერის მოცულობა უდრის ფართობის სიმაღლეზე ნამრავლს. და მთელი ეს მოცულობა აწვება სასწორს. და თუ მე ერთ კილო ბულგარულს გამოვაკლებ ამ ჰაერის მოცულობას, მაშინ მთელი ორი ბინა თქვენი ვალი მექნება! ჩემი შემოსავალის გათვალისწინებით კი, ამის გადახდაზე მარტივი იქნება უბრალოდ, ცოლად შეგირთოთ.


ხალხმა სიცილი ვერ შეიკავა. გაწითლებულმა ქალბატონმა სასწრაფოდ გადაიხადა და უკანმოუხედავად გაიქცა.


ქართველმა შუბლიდან ოფლი მოიწმინდა და ჩაილაპარაკა:


- ხოო, არსენა მასწავლებელო, აი, სად გამომადგა თქვენი ფიზიკა!"


ასევე დაგაინტერესებთ:


1. პირველკლასელის დაუჯერებელი პასუხი მასწავლებლის შეკითხვებზე - ანეკდოტი, რომელმაც ბევრი გაახალისაimage


2. რატომ ჩაიშალა საკავშირო ყრილობა სომხეთის რადიოს წარმომადგენლის გამოჩენაზე - იხალისეთ!image


3. როგორ უნდა ველაპარაკოთ ექიმს - მოკლე ამბავი, რომელიც ძალიან გაგამხიარულებთ!image

4. ამერიკული ანეკდოტი, რომელმაც საზოგადოებაში განხეთქილება გამოიწვიაimage

5. ტესტი: რამდენად კარგად იცნობთ ქართულ სუფრას - შეამოწმეთ საკუთარი თავი!image


6. როგორ ჩააცვა ბაღის აღმზრდელმა ბიჭუნას ფეხსაცმელი - სახალისო ამბავი, რომელიც თან დაგაფიქრებთ

image


7. "დედიკო და მამიკო ცხენობანას თამაშობდნენ..." რა დაინახა ბავშვმა - ამბავი, რომელიც გაგახალისებთimage


0
2012
5-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
2012
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0