x
image
intermedia.ge
Mediator image
სათავგადასავლო ქვესტი, რეალური თამაში მკითხველისთვის - რა საიდუმლოს ინახავს „მეცხრე ფლიგელი“?

„მეცხრე ფლიგელი“ - ასე ეწოდება ახალ ქართულ დეტექტივს, რომლის ავტორი ახალგაზრდა მწერალი თეა ინასარიძე გახლავთ. წიგნი ივნისის დასაწყისში, გამომცემლობა „პალიტრა L”-მა გამოსცა.
რომანის მთავარი გმირი ფოტოგრაფი გოგოა, რომელიც ღამის კლუბში ახალგაზრდა მამაკაცს შეხვდება და აღმოაჩენს, რომ ამ ადამიანის ცხოვრება საიდუმლოებებითაა მოცული. ნელ-ნელა აცნობიერებს იმასაც, რომ გაუცნობიერებლად, თვითონაც ამ საიდუმლოს მონაწილე გახდა და გადაწყვეტს, ნებისმიერ ფასად გაიგოს სიმართლე. ძიება მას მეცხრე ფლიგელში მიიყვანს...

image- ასეთია წიგნის ფაბულა. ალბათ, არ არსებობს ადამიანი, ვისაც თავგადასავლებზე არ უოცნებია. დეტექტივი კი ის ჟანრია, რომლის კითხვა ყველას უყვარს...
დაძაბული ატმოსფერო, ჩახლართული სიუჟეტი, ფსიქოლოგიური რებუსები - მოულოდნელი დასასრულით და მოლოდინისა და სიურპრიზის შეგრძნება... „მეცხრე ფლიგელი“ სწორედ ასეთი წიგნია და უფრო მეტიც, მასში ფარული გზავნილია, რომლის გასაშიფრად საჭიროა სიტყვა-გასაღები.

image- გიოცნებიათ, რამე გამოგეძიათ? თავი წიგნის ან ფილმის გმირად გეგრძნოთ? რამდენიმე საათით მაინც დაგევიწყებინათ რეალობა და უცნაურ გარემოში გემოგზაურათ? - ამის საშუალება მალე მოგეცემათ!

მათთვის, ვისაც უყვარს ეს ჟანრი, უყვარს საიდუმლოებები, თავსატეხების ამოხსნა, მინიშნებების პოვნა, წიგნის ავტორი 30 ივნისს, მიტოვებულ შენობაში თამაშს გამართავს... იმისათვის, რომ იპოვოთ სიტყვა-გასაღები, ქვესტის გავლა მოგიწევთ. თქვენ უნდა იპოვოთ შენობაში გაფანტული მინიშნებები, ამოხსნათ პატარ-პატარა დავალებები და მიაგნოთ რვა ადგილს, სადაც დამალული იქნება რიცხვები. პასუხი - წიგნშია, მის საპოვნელად კი რიცხვები დაგეხმარებათ.

imageინტუიციისა და ლოგიკის დახმარებით, ვინც პირველი გაშიფრავს გზავნილს, დასაჩუქრდება წამახალისებელი პრიზით. ლოკაციას და დროს თამაშის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე გაიგებთ. ამისათვის, თვალი უნდა ადევნოთ პალიტრა L-ის "ფეისბუქის" გვერდს და დაფიქსირდეთ „ივენთზე“, რომელიც გამოქვეყნდება. შეგიძლიათ წამოიყვანოთ მეგობრები.

გზავნილის წერილის გაშიფვრის შესაძლებლობა რეგიონებშიც იქნება. 30 ივნისს, "ბიბლუსის" წიგნის მაღაზიებში გაიკვრება მინიშნება ადგილზე მისული მკითხველებისთვის.

თამაშზე აუცილებლად უნდა იქონიოთ თან წიგნი, რადგან მის გარეშე გზავნილს ვერ გაშიფრავთ.

ასევე, დაგჭირდებათ ფარანი, ბლოკნოტი და კალამი. ჩაიცვით მოხერხებულად.

გაფრთხილება: არავითარ შემთხვევაში არ უნდა დააზიანოთ მინიშნებები, რომლებსაც იპოვით, რათა სხვებმაც შეძლონ მათი ნახვა.

თამაშს თავად წიგნის ავტორი, თეა ინასარიძე გაუძღვება.

ასე, რომ, ყველას, ვისაც გსურთ, რამდენიმე საათით თავი წიგნის გმირად იგრძნოთ, მოემზადეთ! - თამაში იწყება!

0
26
4-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
26
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0