x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
სამართალდამცველებმა „ბასიანის“ ტერიტორია დატოვეს, მათ კლუბის ადმინისტრაციამ ფინანსური დოკუმენტაციის ამოღების უფლება არ მისცა

image

სამართალდამცველებმა კლუბ „ბასიანის“ ტერიტორია დატოვეს. შსს-ს წარმომადგენლებს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. თავის მხრივ, როგორც კლუბის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ტატო გეთიამ განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ სამართალდამცველები გამართული იურიდიული დოკუმენტაციით დაბრუნდებიან, კლუბის ადმინისტრაცია მზად არის, მათთან ითანამშრომლოს და შესაბამისი ფინანსური დოკუმენტაცია მიაწოდონ.

როგორც ცნობილია, რამდენიმე საათის წინ „ბასიანში“ ფინანსური დოკუმენტაციის შესამოწმებლად შსს-ს წარმომადგენლები მივიდნენ, თუმცა მათ საბუთების ამოღების უფლება კლუბის ადმინისტრაციამ არ მისცა. „ბასიანის“ ხელმძღვანელობის ინფორმაციით, განჩინება, რის საფუძველზეც სამართალდამცველები კლუბში მივიდნენ, 24 მაისსაა გაცემული ანუ მისი მოქმედების ვადა გასულია. ამასთან, მათივე თქმით, დოკუმენტაცია, რის საფუძველზეც სამართალდამცველები კლუბის ფინანსური შემოსავლების შემოწმებას მოითხოვენ, სხვა იურიდიულ მისამართზე იყო გაცემული.

1
10
შეფასება არ არის
ავტორი:მაცნეე
მაცნეე
10
  
2018, 22 ივნისი, 17:44
საშინელი არაპროფესიონალიზმის აღლუმია...
0 1 1