x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
კაციობრიობა ჩლუნგდება-მეცნიერები აღნიშნავენ,რომ ადამიანების ინტელექტი კლებულობს
image

თეზისი იმის შესახებ, რომ ადამინის ინტლექტი კლებულობს, ახალი ამბავი არ არის. არსებობს მრავალი კვლევა, მაგალითად, 2013 წელს ბრიტანელმა მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ბოლო მეოთხედი საუკუნის განმავლობაში ადამიანის ინტელექტმა საგრძნობლად იკლო, როგორც ფსიქოლოგმა სტივ კონორმა აღნიშნა, მსოფლიო მასშტაბით IQ-ს ს კოეფიციენტმა საშუალოდ 14 ბალით დაიკლო.


ანალოგიური დასკვნა გააკეთეს ნორვეგიელმა მეცნიერებმა, – რაც დრო გადის, ადამიანის ინტელექტი სულ უფრო და უფრო ჩლუნგდება, – დასკვნა გამოცემა MedicalXpress-ში გამოქვეყნდა.

მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ცივილიზაცია გამუდმებით გაჯერებულია ახალი ცოდნის წყაროებით, ცალკეული ადამიანების ინტელექტი და ცოდნის დონე მაინც არ მატულობს, ზოგიერთი მეცნიერი იმასაც ფიქრობს, რომ თანამედროვე ადამიანი გონებრივი მაჩვენებლის ზოგ ასპექტში ჩამორჩება კრომანიონელსაც კი(გვიანდელი პალეოლითის ეპოქის ადამიანის ზოგადი სახელწოდება)



ნორველგიელებმა ტესტირება ჩაატარეს სამხედროებზე, რომლებიც მსახურობდნენ 1970—2009 წლებში, მეცნიერებმა 730 000 ტესტი გამოიკვლიეს, შედეგმა აჩვენა, რომ ყოველი ახალი თაობის ინტელექტი საშუალოდ 7 პუნქტით იკლებდა, ეს, რა თქმა უნდა სერიოზული მაჩვენებელია. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს არის ეკოლოგიური პრობლემების და ცხოვრების წესის შეცვლის ბრალი, ნაწილობრივ ნაგულისხმებია კომპიუტერიზაციაც.


ნორვეგიელი მეცნიერების დასკვნას კრიტიკაც მოჰყვა, ზოგი მიიჩნევს, რომ ცალკეული ჯგუფის კვლევა არ შეიძლება მთელ კაცობრიობას ეხებოდეს, თუმცა როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ანალოგიური დასკვნა უკვე რამდენჯერმე დაიდო, მაგალითად, მეცნიერებმა შეადარეს ვიქტორიანული ეპოქის მცხოვრებლები(1937-1901) და თანამედროვე ადამიანები. მეცნიერების დასკვნით, ვიქტორიანული ეპოქის ადამიანები ბევრად განვითარებულები იყვნენ და გამომგონებლური ნიჭით გამოირჩეოდნენ.







2
146
8-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
146
  
2018, 24 ივნისი, 14:26
აიქიუს განათლებასთან კავშირი არ აქვს და არც წკეპლა მოქმედებს კარგად. ეს არის კვებაზე, გენეტიკაზე და ბავშვისთვის კარგი გარემოს, კომფორტულ გარემოს შექმნაზე დამოკიდებული, როცა დედა მეტად მოსიყვარულეა და საერთოდ მშობლები, ძალიან კარგად ვითარდება ამ დროს ბავშვის ტვინი. ადამიანს აიქიუ ემატება 19 წლის ჩათვლით. ეს არაა ცოდნაზე და ინფორმაციაზე დამოკიდებული რამ საერთოდ. და საბჭოეთის სწავლების სისტემა ძალიან ცუდი იყო. ახლა რაც საქართველოში ხდება ეგ არაა ლიბერალური სწალების სისტემა. ის დარჩა რაც იყო. არანაირი რეფორმა აქ არ გატარებულა ძირეული. აი ლიბერალური სისტემა არის შვეიცარიაში, ნორვეგიაში, ფინეთში და მათ აქვთ მსოფლიოში საუკეთესო შედეგები. ყველა ქვეყნის ბავშვებს უგებენ ისინი ყველაფერში.
2018, 22 ივნისი, 17:56
დაჩლუნგდება,აბა რა იქნება,მსოფლიოში ლიბერალური მიმდინარეობა ზეობს.ეს მიმდინარეობა,თავის მხრივ, სხვა რამეებთან ერთად, ატარებს განათლების სფეროში სწავლების ლიბერალურ მეთოდებს,რაც ამცირებს განათლების დონეს ,რადგან რაც ნაკლებია მოთხოვნა,მით უფრო ზედაპირულია ცოდნაც. ჩვენს განათლების სისტემაში სურთ უმაღლესი განათლება გახადონ 4 წლიანის ნაცვლად 3 წლიანი,რაც ავტომატურად გამოიწვევს ცოდნის კლებასაც.გამოცდები ყოველდღიურად უფრო ლიბერალური ხდება.ბრიტანულ სკოლებში ,მე-20 საუკუნეების 60-იან წლებამდე მოსწავლეებს გაკვეთილის არცოდნის შემთხვევაში წკეპლით როზგავდნენ.ვაგინებთ სსრკ-ს და სწორიცაა,მაგრამ მათ სწავლის სისტემა გამართული ჰქონდათ.დედამიწაზე განათლების კლება ალბათ ხალხის უფრო კარგად სამართავადაა ხელსაყრელი.
0 1 2