x
მეტი
  • 26.09.2018
  • სტატია:80955
  • ვიდეო:333233
  • სურათი:438342
საქართველოში შვეიცარული კომპანია „შტადლერის“ რეგიონული ქარხანა აშენდება

image
საქართველოში ცნობილი შევიცარიული კომპანია "შტადლერის"(Stadler)-ის რეგიონალური ქარხანა აშენდება, ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.


„საქართველოს რკინიგზასა“ და შვეიცარულ კომპანია „შტადლერს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, დოკუმენტს ხელი თბილისის მერმა, კახა კალაძემ, კომპანია „შტადლერის“ მფლობელმა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, პეტერ შპულერმა და „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა, დავით ფერაძემ მოაწერეს.

კომპანია „შტადლერს“ საქართველოში ორსართულიანი მატარებლის - „შტადლერ ქისის“ სახით, რეალიზებული პროექტი უკვე აქვს. აღნიშნული მატარებლები თბილისი-ბათუმის-თბილისის მიმართულებით მოძრაობს და ევროპის უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი ხარისხით გამოირჩევა.

image

"რამდენიმე წლის წინ, საქართველოს ორი ორსართულიანი მატარებელი მივაწოდეთ. ახლა საუბარია იმაზე, რომ საქართველოში ერთობლივი საწარმო გაიხსნას, სადაც მეტროს ახალი ვაგონების აწყობა, ტექნიკური მომსახურება და ექსპლოატაციაში გაშვება მოხდება“, - განაცხადა პეტერ შპულერმა.

საქართველოში მეტროს ვაგონებისა და რკინიგზის სამგზავრო ვაგონების აწყობა-წარმოება მოხდება, რაც კიდევ მნიშვნელოვანია – ახალ სამუშაო ადგილების შექმნის.


კომპანია "შტადლერი" 2004 წლიდან აწარმოებს ელექტრომატარებლებს, თავდაპირველად შვეიცარიის რკინიგზის გზებზე დადიოდა, შემდეგ წლებში მატარებლების ექსპორტირება მოხდა ალჟირში, ბელარუსში, გერმანიაში, უნგრეთში, იტალიაში, პოლონეთში, ჩეხეთში, ნორევგიაში, ფინეთში, აშშ-ში და კანადაში. 2015 წლისთვის კომპანიას 1128 მატარებლის შეკვეთა ჰქონდა.






1
191
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
191
  
22 ივნისი, 17:28
ოოოო ეს მნიშვნელოვანი ინფორმაციაა,მივესალმებით....
0 1 1