x
„ბასიანის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ზვიად გელბახიანის ინფორმაციით, ღამის კლუბში შინაგან საქმეთა სამინისტრო ისევ შევიდა

image
ღამის კლუბ „ბასიანის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ზვიად გელბახიანის ინფორმაციით, მათ დაწესებულებაში შინაგან საქმეთა სამინისტრო ისევ შევიდა. ამის შესახებ გელბახიანი ინფორმაციას თავად ავრცელებს.

„ბასიანის ოფისში შსს შემოვიდა. ჩხრეკენ ოფისს. მიაქვთ ყველა დეკლარაცია.როგორც ჩანს, შოუ არ დამთავრებულა“, - აცხადებს გელბახიანი.


აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროდან ოფიციალური პასუხი მედია საშუალებებისთვის ჯერ არ გამოქვეყნებულა.

0
40
შეფასება არ არის
ავტორი:მაცნეე
მაცნეე
40
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0