x
image
გემი დალანდი
როგორ უნდა შევარჩიოთ ხარისხიანი ხილ-ბოსტნეული

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია გვირჩევს, ყოველდღე არანაკლე 400 გრ. ხილი, ბოსტნეული და კენკრა მივიღოთ, მაგრამ რამდენად ხარისხიანია ის პროდუქტი, რომელსაც სუპერმარკეტები თუ ბაზრები გვთავაზობენ?

სპეციალისტები გვირჩევენ გავითვალისწინოთ ეს რეკომენდაციები და მაშინ ნამდვილად ხარისხიან ხილს თუ ბოსტნეულს შეიძენთ.


პომიდორი

imageპომიდვრის არჩევისას ბევრი ანიჭებს უპირატესობას ასეთ, ტოტებზე ასხმულ ბოსტნეულს, რადგან თვლიან, რომ უფრო ქორფა და ახალი დაკრეფილია. სინამდვილეში, ასეთი პომიდორი დაუმწიფებელია, ისინი ჯერ კიდევ მწვანე მოწყვიტეს და ყუნწზე დამწიფდა. ასეთ ბოსტნეულში ძალიან მცირე რაოდენობითაა ვიტამინები და სასრგებლო ნივთიერებები.


კარგი პომიდორი ერთგვაროვანი და ნაჯერი ფერის უნდა იყოს, მწვანე ადგილები არ უნდა ჰქონდეს და სუნიც სასიამოვნო უნდა იყოს.

ნიტრატებიან პომიდორს ადვილად გამოიცნობთ. ისინი შეხებით მკვრივია და თუ თითით დააწვებით, კანზე ჩაღრმავება არ დარჩება. კარგი პომიდორი რბილი უნდა იყოს.


საზამთრო

image

ყველაზე გემრიელი და ტკბილი საზამთრო აგვისტოს მეორე ნახევრიდან სექტემბრის ბოლომდეა. საადრეო საზამთრო მწარმოებლებს ნიტრატებით და ზრდის სხვა სტიმულატორებით მოჰყავთ. ზოგადად, ბაღჩეული კულტურა გარემოდან ყველაფერს ისრუტავს, ამიტომ, არ იყიდოთ ისინი გზების სიახლოვეს.

აარჩიეთ საშუალო ზომის საზამთრო. მწიფე საზამთროს ზოლები ღია ფერის და კონტრასტული უნდა იყოს, ყუნწი გამხმარი უნდა ჰქონდეს, რადგან, როცა საზამთრო მწიფდება, ის მიწიდან ტენს აღარ იღებს და ყუნწი თანდათან ხმება. ის ადგილი, რომლითაც საზამთრო მიწაზე იდო, ყვითელი ფერის უნდა იყოს და ზომით კი 5-10სმ. თუ საზამთროს ხელით დაუკაკუნებთ, მკაფიო ხმა უნდა გამოსცეს და არა ყრუ. ასევე, ხელის მოჭერისას, ჭრაჭუნისმაგვარი ხმა არ უნდა ჰქონდეს.


ბულგარული წიწაკა

imageცოტამ თუ იცის, რომ ბულგარულ წიწაკას "სქესი" აქვს და კაცური და ქალური ტიპის წიწაკები გემოთიც განსხვავდება ერთმანეთისგან. თუ ნაყოფს 4 სექტორი აქვს, ქალური ტიპისაა, თუ 3, მაშინ კაცური ტიპის. ქალური ტიპის წიწაკა უფრო მოკლე და განიერია და გემოთიც უფრო ტკბილი, კაცური ტიპის წიწაკა კი უფრო მაგარი და მომჟავო გემოსია, ძირითადად კონსერვებისთვის და თერმული დამუშავებისთვის გამოდგება. ქალური ტიპის წიწაკა კი უმადაც შეგიძლიათ მიირთვათ სალათებში. რაც უფრო მძიმეა წიწაკა, მით უფრო წვნიანია. ყუნწი მწვანე და მკვრივი უნდა იყოს. არ იყიდოთ ისეთი ნაყოფი, რომელსაც მოყვითალო-ნარინჯისფერი ლაქები აქვს, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ბოსტნეული მწერებმა დააზიანეს.


ვაშლი

imageშეარჩიეთ საშუალო ზომის ვაშლი. ვაშლი მაგარი უნდა იყოს, ხოლო წონით – უფრო მძიმე თავის ზომასთან შედარებით. არ იყიდოთ ვაშლი, რომელიც პრიალებს, რადგან იმისთვის, რომ უფრო დიდხანს შეინახოს, ვაშლს ცვილით და სხვა ნივთიერებებით ამუშავებენ.

მწვანე ვაშლის ყიდვისას ყურადღება მიაქციეთ, აქვს თუ არა ყუნწის გარშემო მოყავისფრო შეფერილობა კანს. თუ ასეთი შეფერილობა არ აქვს ე.ი. ვაშლი კარგად არაა დამწიფებული.

ვაშლი ყველაზე გემრიელი და ვიტამინებით სავსე - სეზონზეა.


კიტრი

image

უპირატესობა ღია-მწვანე შეფერილობის კიტრს მიანიჭეთ. თუ კიტრის კანი ძალიან პრიალებს, ეს იმის მანიშნებელია, რომ ნიტრატებს შეიცავს ან შესაძლოა ცვილით დაამუშავეს. თუ კიტრი ახალია, მას ნაჯერი ფერი უნდა ჰქონდეს, სიპრიალის გარეშე.

ყურადღება მიაქციეთ ყუნწს. თუ ის მშრალი და მომჭკნარია, ე.ი. კიტრი ახალი დაკრეფილი არაა. უპირატესობა მიანიჭეთ საშუალო ზომის ნაყოფს, 10-15-სმ. სიგრძისას.

გადამწიფებული ნაყოფი ძალიან წყლიანია და მომძაღო გემო აქვს.


ბანანი

image

ბანანის არჩევისას უპირატესობა მიანიჭეთ მუქი ყვითელი ფერის კანს, რომელზეც შავი წინწკლებია. ეს წინწკლები იმის მანიშნებელია, რომ ბანანი უკვე დამწიფებულია, მაგრამ მათი შენახვა 2 დღეზე მეტი ხნით აღარ შეიძლება. არ შეიძინოთ ისეთი ბანანი, რომელსაც მუქი ლაქები აქვს. ეს ნიშნავს, რომ ნაყოფი ლპობას იწყებს.

ზომას რაც შეეხება, პატარა ბანანი შედარებით უფრო ტკბილი გემოთი გამოირჩევა.


ლიმონი

imageყურადღება მიაქციეთ ლიმონის კანს. თუ ლიმონს გლუვი კანი აქვს, ის პირველი მოსავალია და სასარგებლო ნივთიერებები მასში უფრო მეტია, ვიდრე მეორე მოსავლის ციტრუსებში.

ხორკლიანი ლიმონის ქერქი უფრო სქელია, რბილობი კი უფრო ცოტა აქვს.

0
130
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
130
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0