x
მეტი
  • 20.07.2018
  • სტატია:78770
  • ვიდეო:331491
  • სურათი:435439
საქართველოს ყველაზე ლამაზი ადგილები სამოგზაუროდ - მოიწყვეთ საოცარი ზაფხული ჩვენს ქვეყანაში

image
საბედნიეროდ, ჩვენი ქვეყანა მრავალფეროვანია. მიუხედავად ტერიტორიის სიმცირისა, აქ ყველა სეზონის კურორტი და უამრავი რეკრეაციული ზონაა. ლამაზი კუნძულები და სხვა ქვეყნის ხილვა ძალიან კარგია, თუმცა დაუვიწყარი შვებულების მოწყობა აქაც შეგიძლიათ.

დღეს მე წარმოგიდგენთ ზაფხულისათვის შესაფერის ყველაზე ლამაზ ადგილებს საქართველოში - თქვენ ისღა დაგრჩენიათ, აირჩიოთ ერთ-ერთი მათგანი და განიტვირთოთ მთელი შვებულების მანძილზე!

მაშ ასე, დავიწყეთ!

1.სვანეთი

მდებარეობს დასავლეთ საქართველოს ჩრდილოეთ ნაწილში, კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთებზე. სვანეთი საქართველოს ყველაზე მაღალმთიანი ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. ზაფხულში სვანეთში საკმაოდ გრილა. მათ, ვინც ძნელად ეგუებით ცხელ ამინდებს, ეს მხარე თქვენთვის საუკეთესოა.

imageimageimageimageimage

2.კახეთი (სიღნაღი)

სიღნაღი მდებარეობს კახეთში. დღესდღეობით ეს ქალაქი საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალაქად ითვლება, რასაც მისი არქიტექტურული სახე განაპირობებს. ყოველ წელს უამრავი ტურისტი სტუმრობს და აღტაცებით ათვალიერებს ამ ქალაქს.imageimageimageimageimage

3.ყაზბეგი

ყაზბეგი მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში. ეს მხარე მდიდარია ტბებით, მყინვარებით, მდინარეებითა და მინერალური წყლებით. მდებარეობა განაპირობებს საკმაოდ გრილ ჰავას, რომელიც იდეალურია ზაფხულში. ყაზბეგში უკვე არის უამრავი კომფორტული სასტუმრო, სადაც შეგიძლიათ იდეალურად დაისვენოთ!imageimageimageimageimage

4.სამეგრელო

სამეგრელო მდებარეობს საქართველოს დასავლეთ ნაწილში და ზღვის ნოტიო სუბტროპიკული ჰავის ოლქშია მოქცეული. სწორედ ამიტომ, იგი გამოირჩევა ნოტიო თბილი ჰავით. აქ ასევე მდებარეობს ულამაზესი კანიონი, რომელსაც უკვე რამდენიმე წელია, უამრავი ადამიანი სტუმრობს!imageimageimageimageimage

3
92
1-ს მოსწონს
ავტორი:ხატია კვერნაძე26
ხატია კვერნაძე26
92
  
24 ივნისი, 23:01
ნამდვილად ყაზბეგის გარდა ყველგან ვარ ნამყოფი და საბერდზნეტი უფრო მეტი ნაკლები მიჯდება ... არა სწორი მაგრამ რა გინდა რომ ქნა
23 ივნისი, 20:18
აჰაა იმიტომ რომ უცხოელებზეა ყველაფერი გათვლილი.მოკლედ ამ მთავრობაზე და სიტუაციაზე საუბარს აზრი აღარ აქვს :/
23 ივნისი, 12:39
გეთანხმები კარგი მაგრამ საქართველოში დასვენებ ქართველს უფრო ძვირი უჯდება ვიდრე სადმე წასვლა და ეგაა უბედურება
0 1 3