x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134523
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508585
ახალგაზრდა ქართველი კალიგრამისტი, რომელმაც მსოფლიო უკვე დაიპყრო!
ქართველი კალიგრამისტის, ალექსანდრე მამუკაშვილის ნამუშევრები ევროპის არაერთ ქვეყანაში კერძო კოლექციებში ინახება. 24 წლის თვითნასწავლმა ხელოვანმა ბავშვობა გორის მუნიციპალიტეტ სოფელ ახალხიზაში გაატარა. ბოლო 6 წელია, ალექსანდრე თბილისში ცხოვრობს და სწავლობს. ამბობს, რომ ამ საქმით ბავშვობიდან დაინტერესდა და პირველი ნამუშევარი საკუთარი სახლის კედელზე შეასრულა.

image

„ყველაზე ძველი „ნამუშევარი", რაც მახსენდება, გავაკეთე ოთახის კედელზე დედაჩემის პომადით. 2-3 წლის ვიქნებოდი. გაურკვეველი სიმბოლოები დავხატე, ციფრების მსგავსი და კომპოზიციურად წრე შევკარი. სხვათა შორის, არ წაუშლიათ და დღესაც არსებობს.“

ალექსანდრეს თქმით, საყვარელ საქმეში მოტივაციასა და მეტად განვითარების სურვილს ადამიანების მხარდაჭერა და ის წარმატებები უმძაფრებს, რომელსაც უკვე მიაღწია.


imageimageimage

„ამის კეთება სულ მინდოდა, თუმცა სხვადასხვა მოვლენებმა, ადამიანებმა, კონკურსებმა მოტივაცია შემმატა. საკუთარი თავით მხოლოდ მაშინ ვარ კმაყოფილი, როცა რამე ახალს ვაკეთებ და ჯერ კიდევ გაუვლელ თოვლზე ვდგამ ფეხს. დატკეპნილი გზაზე სიარული არც ისე საინტერესოა. სიახლე ყოველთვის კარგია და ამას დამთვალიერებელი მუდამ გრძნობს, რაც მახარებს და მახალისებს.”


მისი შთაგონების წყარო საკუთარი თავია, ამბობს რომ მუშაობის დროს საყვარელ მუსიკალურ ჯგუფს უსმენს და ნამუშევრის შექმნის პროცესი უფრო ინტიმური ხდება.

მასალის სრულად სანახავად გადადით აქ

2
147
4-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
147
  
2018, 3 ივლისი, 16:01
დაუჯერებელი რეალობა
0 1 2