x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134517
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
"უც­ნა­უ­რი პა­ცი­ენ­ტე­ბი და ექი­მე­ბის მხი­ა­რუ­ლი ცხოვ­რე­ბა" - აი რას ნიშნავს იყო ექიმი

image
ბავ­შ­ვო­ბა­ში ექი­მად თა­ვი ვერ წარ­მო­ედ­გი­ნა, ყვე­ლა­ზე მე­ტად წე­რა უყ­ვარ­და. მო­ზარ­დო­ბი­სას კი ამ პრო­ფე­სი­ი­სად­მი ინ­ტე­რე­სი გა­უჩ­ნ­და და ამი­ტომ ჩა­ა­ბა­რა სა­მე­დი­ცი­ნო ინ­ს­ტი­ტუტ­ში. რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, აქვს პა­ტი­ვი, იყოს ექი­მი. სრუ­ლი­ად ახალ­გაზ­რ­დამ უკ­ვე ოთხ­ჯერ გა­და­არ­ჩი­ნა ადა­მი­ა­ნის სი­ცოცხ­ლე _ გა­ჩე­რე­ბუ­ლი გუ­ლი აამუ­შა­ვა. ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი ფიქ­რია ში­ომ­ღ­ვ­დ­ლიშ­ვი­ლი ამ­ჯე­რად სა­ხა­ლი­სო ამ­ბებს გა­იხ­სე­ნებს, რომ­ლე­ბიც მი­სი ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლია.


image


კუ­რი­ო­ზე­ბი სპე­ცი­ა­ლო­ბი­დან


პა­ცი­ენტს ვუ­წერ ტაბ­ლე­ტებს და ვე­უბ­ნე­ბი, უნ­და მი­ი­ღოთ ერ­თი მე­ო­რე­დი _ აბი. მო­მეჩ­ვე­ნა, რომ ვერ მიხ­ვ­და, "ერ­თი მე­ო­რე­დი" რას ნიშ­ნავს და მე­ტი და­კონ­კ­რე­ტე­ბაა სა­ჭი­რო. ფურ­ცელ­ზე დავ­ხა­ტე წრე, მე­რე შუ­ა­ზე გავ­ყა­ვი, ერ­თი ნა­ხე­ვა­რი გა­ვა­მუ­ქე და ვუთხა­რი: ეს არ და­ლი­ოთ, მე­ო­რე ნა­წი­ლი მი­ი­ღეთ. მი­რე­კავს და მე­კითხე­ბა: ვერ მივ­ხ­ვ­დი, მუ­ქი ფე­რის ნა­წი­ლი უნ­და დავ­ლიო თუ მე­ო­რეო? მა­მა-შვი­ლი და­დი­ო­და ჩემ­თან. შვი­ლი იყო პა­ცი­ენ­ტი, რო­მე­ლიც ანა­ლი­ზე­ბის ჩა­სა­ბა­რებ­ლად გავ­გ­ზავ­ნე. რა­ღაც დრო­ის შემ­დეგ, გან­მე­ო­რე­ბი­თი ანა­ლი­ზი დას­ჭირ­და. რო­ცა ვნა­ხე მე­ო­რე ანა­ლი­ზი და პირ­ველს შე­ვა­და­რე, იმ­დე­ნად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი იყო ერ­თ­მა­ნე­თის­გან, რომ არა­ნა­ირ ლო­გი­კა­ში არ ჯდე­ბო­და. პა­ცი­ენტს ჩა­ვე­ძიე, რო­დის და რო­გორ აიღო გან­მე­ო­რე­ბი­თი ანა­ლი­ზი? აღ­მოჩ­ნ­და, რომ რო­დე­საც ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში შე­სას­ვ­ლე­ლად გვა­რი გა­მო­აცხა­დეს, შვი­ლის ნაც­ვ­ლად მა­მა შე­სუ­ლა და იცით, რა­ტომ? ჩე­მი შვი­ლი რა­ღაც საქ­მე­ზე გა­ვი­და და რი­გი რომ არ და­მე­კარ­გა, მე შე­ვე­დი და ანა­ლი­ზი ჩა­ვა­ბა­რეო, _ მი­პა­სუ­ხა მა­მამ.



რი­კოთს გა­მოს­ც­დ­ნენ


სას­წ­რა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო სამ­სა­ხურ­ში მო­რი­გე­ო­ბის დროს, გა­მო­რიცხუ­ლია, დღე ისე გა­ვი­დეს, რომ კუ­რი­ო­ზუ­ლი თუ არა, ღი­მი­ლის მომ­გ­ვ­რე­ლი რამ არ მოხ­დეს. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ზამ­თარ­ში გა­მო­ძა­ხე­ბე­ბის რიცხ­ვი იზ­რ­დე­ბა და შე­საძ­ლოა, პა­ცი­ენ­ტ­თან მის­ვ­ლა დაგ­ვი­ან­დეს. მე და ჩე­მი კო­ლე­გა მი­ვე­დით გა­მო­ძა­ხე­ბა­ზე და ავად­მ­ყო­ფი მო­ვი­კითხეთ. _ თქვენ ჯერ ჩა­მოს­ხე­დით, დაბ­რ­ძან­დით, _ გვე­უბ­ნე­ბი­ან. პა­ცი­ენ­ტი და­სავ­ლე­თი­დან მოჰ­ყავთ და ახ­ლა, რი­კოთს გა­მოს­ც­დ­ნენ. და­ახ­ლო­ე­ბით ერ­თი სა­ა­თი კი­დევ შე­იძ­ლე­ბა მო­გი­წი­ოთ ლო­დინ­მა... საქ­მე წინ წა­იგ­დეს, _ ავად­მ­ყო­ფი რო­ცა მო­ვა, ექი­მი უკ­ვე ად­გილ­ზე დახ­ვ­დე­ბაო.



ვერ ვა­ძი­ნებთ


ბავ­შ­ვი ძა­ლი­ან ტი­რი­სო, _ ასე­თი სა­ხის გა­მო­ძა­ხე­ბა შე­მო­ვი­და. მი­ვა­დე­ქით, სახ­ლ­ში დაგ­ვ­ხ­ვ­დ­ნენ ბავ­შ­ვის მა­მა და ბა­ბუა (სი­მამ­რი). ბავ­შ­ვის დე­და სამ­შო­ბი­ა­რო­შია და სი­დედ­რიც მას­თა­ნაა. პა­ტა­რა ტი­რო­და, მა­მამ და ბა­ბუ­ამ ვერ და­ა­ძი­ნეს და ამი­ტომ გა­მოგ­ვი­ძა­ხეს. ექი­მი ქა­ლი მი­ვი­დო­და თუ კა­ცი, ამას მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა არ ჰქონ­და, რად­გან რო­გორც აგ­ვიხ­ს­ნეს, ბავშვს უცხო ადა­მი­ა­ნე­ბის ეში­ნო­და და ჩვენს და­ნახ­ვა­ზე გა­ჩუმ­დე­ბო­და. ასეც მოხ­და, ბავ­შ­ვი დაგ­ვე­მორ­ჩი­ლა და დამ­შ­ვიდ­და.




რო­მე­ლი ზღვა?


ზღვა­ზე იყ­ო ცოლ-ქმა­რი და ქალ­მა მე­უღ­ლე და­კარ­გა, ვე­ღარ პო­უ­ლობს. ამ დროს "სას­წ­რა­ფო" ბრი­გა­დის გარ­და, გა­მო­ძა­ხე­ბა­ზე სა­პატ­რუ­ლო და სა­მაშ­ვე­ლო ეკი­პა­ჟე­ბიც მი­დი­ან. მთე­ლი ეს ხალ­ხი წა­ვე­დით თბი­ლი­სის ზღვა­ზე. ვე­ძებთ, ვე­ძებთ და არა­ვინ არ ჩანს. ოპე­რა­ტო­რე­ბი თა­ვი­დან არ­კ­ვე­ვენ, რა ხდე­ბა? გა­ირ­კ­ვა, რომ ზა­რი შე­მო­სუ­ლია ბა­თუ­მი­დან და ის კა­ცი ბა­თუ­მის პლიაჟ­ზე და­ი­კარ­გა. ოპე­რა­ტორ­მა კი სწო­რად ჩა­ი­ნიშ­ნა ად­გი­ლი, მაგ­რამ ქალ­ბა­ტონს შე­ე­შა­ლა და თბი­ლი­სის ზღვა თქვა, ბა­თუ­მის ნაც­ვ­ლად.










{თქვენთვის საინტერესო}


1. კუნძული ჩრდილოეთ ევროპაში, სადაც მამაკაცებს შესვლა ეკრძალებათ!

2. ინციდენტი ისანში - ეს პოსტი აუცილებლად უნდა წაიკითხოთ

3. "მე იგივე სკოლა დავამთავრე, რაც საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა" - თეა წულუკიანი

4. 10 ძალიან საინტერესო ფაქტი ბრიუს ლის შესახებ

5. "მეუღლეს ტურისტულ ავტობუსში ვუღალატე!" - ცნობილი მომღერალის შოკისმომგვრელი აღიარება

6. ირანელმა ქალმა 6 ტყუპი გააჩინა

7. „გომბორზე, ავარიისას დაღუპულ გოგონას სამღვდელოება წესს არ უგებს!"

8. ლეგენდა ბრუნდება - ბეჭდების მბრძანებელი 5 სეზონით!


0
327
5-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
327
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0