x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
არ დააგვიანო ტანგოში ნაბიჯი,წვიმაში ვიცეკვოთ ქალაქი ჩუმია...
image

წამოუბერა ზღვაურმა
ღრუბელი სევდას ცრის
მემუდარები: - გამიშვი !
მე თავს ვიმართლებ წვიმს...
ხელით გისწორებ სათუთად
ყელს მარგალიტის მძივს
ისევ ჩურჩულებ - წვალ რა!
გარეთ გახედე: წვიმს ...
ცალ თვალს ზეცისკენ ვაპარებ
ღრუბელს ვუღერებ მჯიღს;
-არ გადაიღო იცოდე,
მეფე ვარ სანამ წვიმს...
ოტია იოსელიანი
image
ბარები დაკეტეს, ქალაქი ჩუმია..

ცარიელ ქუჩაში ძუნძულებს ავდარი..

კაშნეზე იაფი თამბაქოს სუნია


და ჩემი ოცნება ღრუბლებო მანდ არის!

სადღაც სიახლოვე დაირღვა ტანგოში

ვიღაცამ უსიტყვოდ ვიღაცა დატოვა...

მგზავრები დავკარგე და ახლა ვაგონში

ყველაფრით, ყველაფრით ყველაზე მარტო ვარ...

ფილმივით აეწყო წვიმაში კადრები.

გალუმპულ ჭადრებთან ლამპიონს ეძინა...

არსად პოეზია, აღარსად მხატვრები

სამყაროს მათგან ხომ ღიმილი ეწყინა..

დღეები ერთმანეთს გვანან და არ ჯერათ..

ჰაერშიც იგივე ნოემბრის სუსხია...

ყვავილებს სუნთქვა რომ თოვლის ქვეშ ჩარჩებათ

შენს შემოსაშვებად დავტოვებ სულს ღიად...

არ დააგვიანო ტანგოში ნაბიჯი

წვიმაში ვიცეკვოთ ქალაქი ჩუმია...

მგზავრები დავკარგე და ახლა ვაგონში

მარტო ვარ, იაფი თამბაქოს სუნია....

გიორგი ზანგური



2
96
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ინტერ-გოგონა
ინტერ-გოგონა
96
  
2018, 23 ივნისი, 12:40
გაიხარე ჩემო კარგოო ❤️
2018, 22 ივნისი, 9:06
შენ გაიხარე, ამ ლექსების დადებისთვის, სულ მაჟრიალებდამბურძგლავდა, ისე ვკითხულობდი
0 1 2