x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
როგორ ვმართოთ ბავშვის ქცევა?
image

პირველ რიგში განვსაზღვროთ ის, თუ რა არის ქცევა. ქცევა ესაა ყველაფერი, რასაც ადამიანი აკეთებს, რისი დაკვირვებაც და გაზომვაც შეგვიძლია. ბავშვი უნდა იცავდეს ქცევის იმ წესებს, რომელიც მიღებულია კონკრეტულ გარემოში, სიტუაციაში, ოჯახში. ხოლო თუ ბავშვი არღვევს ამ წესებს, მისი ქცევა ხდება მიუღებელი, არასასურველი ან პრობლემური. ბავშვის არასასურველ ქცევას ხშირად მოსდევს მუქარა, მოთხოვნა, ბრაძანებით ნათქვამი სიტყვები ან პირიქით, თხოვნით, მუდარით ნათქვამი სიტყვები. ორივე შემთხვევაში შედეგის მიღწევა რთულდება, რადგან აღნიშნულმა ქმედებებმა შეიძლება იმ წუთში შეაჩეროს არასასურველი ქცევა, მაგრამ ის აუცილებლად იჩენს თავს სხვა სიტუაციაში და შეიძლება უფრო მძაფრი გამოხატულებითაც.


ყოველ ქცევას აქვს თავისი ფუნქცია-მიზანი, ესენია: ყურადღების მიქცევა, ვიღაცისგან ან რაღაცისგან თავის არიდება, დახმარების თხოვნა და თვითსტიმულაცია. ქცევას გაჩნია წინაპირობა-სტიმული, რემელიც წინ უსწრებს, თან სდევს ქცევას და აქონტროლებს მას. ყველა ქცევას ასევე მოჰყვება შედეგი და აერთიანებს ყველა იმ მოვლენას, რომელიც მოსდევს ქცევას და მათ აქვთ გავლენა ქცევის გამოვლენის ალბათობაზე. შედეგს, რომელიც თან სდევს ქცევას და ზრდის მისი გამოვლენის ალბათობას, განმამტკიცებელი ეწოდება. სასურველი ქცევის ალბათობის გაზრდისთვის თუ ჩვენ წარუდგენთ თანხვედრ მოვლენას, ჩვენ ვიყენებთ განმამტკიცებელს. განმტკიცების ორი სახე არსებობს: დადებითი და უარყოფითი განმტკიცება. დადებითი განმტკიცებაა, როცა ქცევის განმტკიცება ხდება სასურველი სტიმულის დამატებით, მაგალითად დადებით განმტკიცებას ვიყენებთ, როცა ბავშვს ელემენტარულ ქცევის წესებს ვასწავლით და კარგად მოქცევისთვის შევაქებთ. უარყოფითი განმტკიცების შემთხვევაში ქცევის გამოვლენის გაზრდის მიზნით ავერსიულ სტიმულს ვაკლებთ, მაგალითისთვის განვიხილოთ ქოლგის შემთხვევა, რომელსაც ვიყენებთ არასასურველი სტიმული-წვიმის წვეთების თავიდან ასაცილებლად.


როცა ჩვენ გვინდა ქცევის შეცვლა და ახალი ქცევის დასწავლა, მნიშვნელოვანია, რომ თავდაპირველად გამოვიყენოთ უწყვეთი განმტკიცება ანუ ყოველი სწორი პასუხის განხორციელების შემდეგ მივაწოდოთ განმამტკიცებელი. შემდეგ კი, როცა ქცევა გახდება სტაბილური, უნდა გადავიდეთ წყვეტილ განმტკიცებაზე, განმამტკიცებელი უნდა გამოვხშიროთ, რაც გვეხმარება იმაში, რომ ქცევა ვაქციოთ ჩაქრობისადმი მდგრადი. არ არსებობს უნივერსალური განმამტკიცებელი, მაგრამ შესაძლოა იმ შედეგების კლასიფიკაცია, რომელიც მიჩნეულია ეფექტურ განმამტკიცებლად, ესენია: 1.კვებითი განმამტკიცებლები, მაგალითად, ტკბილეული, ხილი და ა.შ 2.მატერიალური განმამტკიცებელი - დაწყებული პატარა სათამაშოდან დამთავრებული ძვირფასეულობით. 3.აქტივობითი განმამტკიცებელი - შეიძლება იყოს ყველაფერი ის, რისი გაკეთებაც პიროვნებას მოსწონს. 4.გადაცვლადი განმამტკიცებელი - შეიძლება იყოს ყველაფერი, რაც გადაიცვლება რამეში. 5.სოციალური განმამტკიცებელი - ყველაფერი, რაც სასიამოვნოა მივიღოთ ან მოვისმინოთ მეორე ადამიანისგან.



ქცევის შეცვლისთვის თუ ახალი ქცევის სწავლისათვის მისაღები და ეფექტურია განმტკიცების გამოყენება, მაგრამ ასევე არსებობს დასჯა, რომლის გამოყენებაც არაა რეკომენდებული, რადგან დასჯა არ ასწავლის ბავშვს სოციალურად მისაღებ ქცევას, პირიქით, იწვევს საპასუხო უარყოფით რეაქციას და მისი გამოყენება შეიძლება არაეთიკურიც იყოს. მოვლენები, რომლებიც ამცირებს პასუხის გამოვლენის ალბათობას, დასჯა ეწოდება. დაჯაც ორი სახისაა: დადებითი და უარყოფითი დასჯა. დადებითია დასჯა, როცა რაიმე არასასურველს უმატებთ, მაგალითად მოსწავლე, რომელიც ხმაურობს გაკვეთილზე, მასწავლებელი სჯის შესვენებაზე კლასში დატოვებით. უარყოფიდი დაჯის შემთხვევაში კი ვაკლებთ რაიმე სასიამოვნოს, მაგალითად საკლასო ოთახში ეს შეიძლება იყოს სათამაშო კუთხიდან გამოყვანა.


ამგვარად, არასაურველი ქცევის მართვისას პირველ რიგში უნდა გავითვალისწინოთ ის, თუ რატომ ახორციელებს პიროვნება ამა თუ იმ ქცევას, რა უძღვის ამ ქცევას წინ, როგორია გარშემომყოფების რეაქცია ქცევის გამოვლენის შემდეგ, როდის და ვისთან ერთად ვლინდება ეს ქცევა? ამ კითხვაზე პასუხების გაცემა მოგვცემს შესაძლებლობას, გავარკვიოთ, თუ რა ახდენს არასასურველი ქცევის შენარჩუნებას და შევძლებთ შესაბამის რეაგირებას.

0
267
1-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ჟამურაშვილი
ნინო ჟამურაშვილი
267
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0