x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
14 აბსოლუტურად უსარგებლო მედიკამენტი, რომლებიც არაფერს კურნავენ
image

სამაგიეროდ, ამ წამლებმა შესაძლოა დიდი ზიანი მიაყენოს თქვენს ორგანიზმს. არავისთვის არაა საიდუმლო, რომ ფარმაცევტული კომპანიები დაინტერესებულნი არიან იმით, რომ, რაც შეიძლება მეტი მედიკამენტი გაყიდონ.


მოხერხებულმა და ჭკვიანმა ბიზნესმენებმა შექმნეს პროდუქციის გავრცელების და საზოგადოების ინფორმირების მრავალი ხერხი, როგორებიცაა მაგალითად: დეზინფორმაციები, რეკლამირება, პროპაგანდა და სხვა მრავალი ხრიკი, რისი საშუალებითაც სხვადასხვა მედიკამენტმა საზოგადოებაში სახელი გაითქვა. მათი მიზანი ერთია - დაგვარწმუნოს, ვიყიდოთ პრეპარატები, რომლის ეფექტურობა, როგორც მინიმუმ, საზოგადოებაში მრავალ კითხვას ბადებს.
სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევებში ექიმები პაციენტებს უწერენ სხვადასხვა უსარგებლო წამლებს. ამის გარდა, დიდ როლს თამაშობს ფრაზა „დედაჩემი ყოველთვის ღებულობდა კორვალოლს გულისთვის“ და ე.წ. პლაცებოს ეფექტი თუ ადამიანს წამს, რომ წამალი მას უშველის, ბევრ შემთხვევაში ის წამალი ნამდვილად შველის.


ამაში არაფერი არ არის საშიში და თუ თქვენ არ გინდათ, რომ დახარჯოთ ფული, წაიკითხეთ ეს სია და დაიმახსოვრეთ.



ფრთხილად! ტექსტის წაკითხვისას შეიძლება პლაცებოს ეფექტმა იქონიოს გავლენა თქვენზე!


1. არბიდოლი image

ნივთიერება: უმიფენოვირი

მედიკამენტი არის საბჭოთა კავშირის დროს გამოშვებული კერძოდ 1974 წელს, არ არის აღიარებული მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ. კლინიკური კვლევები პირველად განხორციელდა მხოლოდ დსთ-ს და ჩინეთში.


მედიკამენტი სავარაუდოდ იყო ანტივირუსული იმუნომოდულაციური ეფექტით, რომელიც მკურნალობდა სხვადასხვა დაავადებებს, მათ შორის გრიპს, მაგრამ მისი ეფექტურობა ოფიციალურად ჯერ კიდევ არ არის დადასტურებული.


2. ესენციალე ფორტეimage

ნივთიერება: „Polienifosfatidilholin”.
სხვა დასახელებები: „ესენციალე ფორტე“, “ესენციალე H” „ესენციალე“ „ფორტე H”


ეს პრეპარატი იცავს ღვიძლს და ძალიან პოპულარულია, ისევე, როგორც ყველა სხვა მსგავსი დანიშნულების პრეპარატი, სინამდვილეში კი მას არ შუძლია ღვიძლის დაცვა, მაგრამ მეცნიერებმა აღმოაჩინეს ერთი საინტერესო ფაქტი, „ესენციალეს“ მიღებისას, მან შესაძლოა ხელი შეუწყოს და არ განავითაროს ნაღვლის საწინააღმდეგო მოქმედებები, როგორიცა ვირუსული ქრონიკული ჰეპატიტი და სხვა.


ფაქტობრივად, ეს მედიკამენტი არის საკვები დანამატი.


3. პრობიოტიკები.imageნივთიერება: ცოცხალი მიკროორგანიზმები.


მათი ეფექტურობა დადასტურებული არ არის: როგორც ჩანს, უმრავლესობას მიკროორგანიზმებისა შეიცავს ეს პრეპარატები და არ ითვლებიან ცოცხალ ორგანიზმებად. შეფუთვის პროცესში პრეპარატი კარგავს უამრავ სასარგებლო ნივთიერებას, ამ მედიკამენტის მოხმარების სანაცვლოდ უპრიანი იქნება, თუ ერთ ჭიქა კეფირს მივირთმევთ.


4. მეზიმ ფორტეimage

ნივთიერება: პანკრეატინი.


რამდენიმე კვლევის თანახმად, ნივთიერება პანკრეატინი
დაგეხმარებათ საჭმლის მონელებაში, მაგრამ ეფექტური არ იქნება დიაბეტის, პანკრეატიტის, თიაქარის და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის განსაკურნებლად.


5. კორვალოლიimageნივთიერება: ფენობარბიტალი.
სხვა დასახელება: „ვალოკორდინი“.


ფენობარბიტალი წარმოადგენს საშიშ ნივთიერებას და ახასიათებს ძლიერი ნარკოტიკული ეფექტი.


რეგულარული მოხმარების დროს, დიდი დოზით იწვევს სერიოზულ ნერვული სისტემის დარღვევებს, მეტყველების დაქვეითებას, გაძნელებულ სიარულს, აფერხებს სექსუალური ფუნქციების მოქმედებას, რის გამოც იგი აკრძალულია შემდეგ ქვეყნებში: აშშ-ში, არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში და ევროპის ბევრ ქვეყანაში.

6. პირაცეტამიimageნივთიერება: პირაცეტამი.
სხვა დასახელება: „ლუცეტამი“, „მემოტროპილი“, „ნოოტროპილი“, „ცერებრილი“.


როგორც სხვა ნოოტროპული პრეპარატები, ცნობილია ძირითადად დსთ-ში. პირაცეტამის ეფექტურობა არ არის დამტკიცებული, მაგრამ არის მონაცემები არასასურველ ეფექტებზე, ბევრ განვითარებულ ქვეყანაში იგი არ არის დაშვებული.


7. ცინარიზინიimageნივთიერება: დიფენილტერაზინი.
სხვა დასახელება: „სტუგეზინი“, „სტუგერონი“, „სტუნარონი“.


ცინარიზინი ძირითადად, იწარმოება ბანგლადეშში, მაშინ, როდესაც დასავლეთში მისი მოხმარება აკრძალეს 30 წლის წინ. რატომ? უკუჩვენებების სია არის ძალიან დიდი, ასე, რომ ავღნიშნოთ მხოლოდ ერთი და მნიშვნელოვანი უკუჩვენება, მისმა მოხმარებამ შეიძლება მიგვიყვანოს პარკინსონის მწვავე ფორმამდე.


8. ვალიდოლიimage
ნივთიერება: მენთოლის მჟავა.

სხვა სახელები: „ვალოფინი“, და „მენთოვალი“


ძველი პრეპარატი დაუდგენელი ეფექტით. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ იგი მაშინ, როდესაც გულის პრობლემა შეგექმნებათ! იგი არაფერს არ იძლევა, ინფარქტის დროს ყველა წუთი გათვლილია!


9. ნოვო-პასიტიimageეს თითქოსდა დამამშვიდებელი პრეპარატი შეიცავს ბევრ სხვადასხვა მცენარეულ ექსტრაქტს, მაგრამ ეს არის მხოლოდ ამოსახველებელი საშუალება.
ხშირად იგულისხმება ხველის საწინააღმდეგო პრეპარატად.


10. ჰედელიქსი imageნივთიერება: სუროს ფოთლების ექსტრაქტი.


აშშ-ს ჯანმრთელობის ეროვნულ ინსტიტუტში ჩატარებული ფართომასშტაბიანი კვლევის მიხედვით სუროს ფოთლების სიროფი არ არის ეფექტური ხველის მკურნალობისთვის. დალიეთ ჩაი ლიმონით, ან რაიმე მსგავსი ჩაი.


11.image

გლიცინი - ეს წამალი საერთოდ არ მოიხსენიება წამლების სიაში, ეს არის უბრალოდ, ამინომჟავა. იგი შეიცავს ბიოაქტიურ დანამატს, სხეულს არ აყენებს არც ზიანს, მაგრამ არც კარგი მოაქვს მისთვის.


12. სინუპრეტი.imageნივთიერება: სამკურნალო მცენარეები.


გერმანიაში პოპულარული ფიტოპრეპარატი, მწარმოებლების თქმით, მისი მომზადება ყველა ადამიანს იდივიდუალურად შეუძლია სახლშის პირობებსიც კი. მოხარშეთ ნაღველას ძირი, მჟაუნა, ფურუსულა, ანწლი და ბზის ნაყოფი.



13. ტროქსევაზინი. imageნივთიერება: ფლავონიდები.


ეფექტურობა დადასტურდა მხოლოდ ორი რუსული კვლევის შედეგად, რომელიც მკაცრად გააკრიტიკა დასავლეთის მეცნიერთა ჯგუფმა. მათი თქმით, ეს უკანასკნელი, უბრალოდ უარყოფით გავლენას ახდენს სხეულზე.


14. ნებისმიერი ჰომეოპათია.

imageერთხელ და სამუდამოდ გახსოვდეთ, რომ ჰომეოპათიური საშუალებები არ შეიცავს არც აქტიურ ინგრედიენტებს და არც სასარგებლო სხვა რაიმე ინგრედიენტებს. მათ არ აქვთ ოდნავი ეფექტი ადამიანის სხეულში ვირუსების და დაავადებების წინააღმდეგ საბრძოლვევლად.


ჰომეოთერაპია არ განსხვავდება პლაცებოს ეფექტისაგან, ამიტომ დაკავდით სპორტული ცხოვრებით, იკვებეთ ნატურალური საკვებით. არ გადაუხადოთ ფული შარლატანებს და არ იყიდოთ ჰომეოპათიური მედიკამენტები.




P.S. თუ მოგეწონათ სტატია გაუზიარეთ მეგობრებს.

4
2261
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
2261
  
2019, 17 აგვისტო, 19:05
ვალოკორდინს გერმანია დღესაც აწარმოებს და კარგი შედეგიც აქვს არითმიის გარკვეული სახის მკურნალობაში.
2019, 17 აგვისტო, 18:21
და დანარჩენში ეთანხმებით? ხუმრობთ? თუ არ იცით გადაშალეთ ფარმაკოლოგიის წიგნი და იქ მაინც წაიკითხეთ
2019, 17 აგვისტო, 18:20
ტიპიური დეზინფორმატორი ხარ. რამდენი სისულელე გიწერია რომ ხვდებოდე მაინც და მედიცინის გვერდით განავლები მაინც იყო საკუთარ ნაბოდვარზე გული აგერეოდა და მეტოკლოპრამიდს დაირჭბდი ( თუ ესეც პლაცებო არაა შენი თქმით :) ტიპიური ვაი ჟურნალისტი რომელიც ვითომ რეიტინგიუსთვის სისულელეებს ბოდავს და ამით შესაძლოა ადამიანის სიცოცხლე საფრთხეში ჩაგდოს.
2018, 22 ივნისი, 12:28
მხოლოდ ერთში ვერ დაგეთანხმებით, ვალოკორდინს გერმანია აწარმოებს და გერმანიაში, საბერძნეთში იყიდება აფთიაქებში.
თან მსოფლიოში ცნობილი გერმანული ფარმაცევტული კომპანია აწარმოებს.
0 1 4