x
რეინკარნაცია სხვადასხვა რელიგიებში


image



რეინკარნაციის ცნება, რაც გულისხმობს ადამიანის ფიზიკური სიკვდილის შემდგომ სულის სხვა ადამიანში გადასახლებას, წარმოიშვა დაახლოებით 3000 წლის წინ. მისი რწმენა დიდი ალბათობით წარმოიქმნა სხვადასხვა ტერიტორიაზე და დროთა განმავლობაში გავრცელდა სხვადასხვა კულტურებში. დღესდღეობით კი შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიო მოსახლეობის უმეტესობას სჯერა რეინკარნაციის; თუმცა რამდენადაც დიდია კულტურებს შორის სხვაობა, იმდენადვე განსხვავებული რწმენები გააჩნიათ სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებს სიკვდილის შემდგომ სულის ცხოვრებასთან დაკავშირებით. სტატიაში წამოგიდგენთ სხვადასხვა რელიგიის დამოკიდებულებებს რეინკარნაციის მიმართ.


ჰინდუიზმი


ჰინდუიზმის მიმდევრებს სჯერათ, რომ მხოლოდ მტკიცე სული ცოცხლობს ფიზიკური სიკვდილის შემდგომ. მათი რწმენით, სავსებით შესაძლებელია სული ჩასახლდეს საპირისპირო სქესის ადამიანში ან თუნდაც ცხოველში. ჰინდუიზმი გულისხმობს "კარმის" ცნებას, იდეას, რომლის მიხედვითაც ინკარნაციისთვის მზადმყოფი სულის მომავალი მდგომარეობა განისაზღვრება მისი წინა ცხოვრების ქმედებებით. თუმცა დედამიწაზე ცხოვრება მათთვის არასასურველია, ვინაიდან სული მანამ რეინკარნირდება დედამიწაზე, სანამ არ მიაღწევს მთავარ მიზანს - აღზევებას ნირვანას მდგომარეობამდე.



ბუდიზმი


ბუდიზმი იზიარებს ჰინდუიზმის რამდენიმე ცნებას, თუმცა არის მნიშვნელოვანი განსხვავებებიც. მაგალითისთვის, ერთ-ერთი ბუდისტური მიმდინარეობა – თჰერავადა, რომელიც აზიის სამხრეთ ნაწილში იქნა გავრცელებული, ხაზს უსვამს 'ანარტის' დოქტრინას, ანუ ზოგადი პიროვნულობის არქონას, რაც გულისხმობს იმას, რომ როდესაც ადამიანი გარდაიცვლება, ახალი პიროვნულობა იბადება, ხოლო სულს ისეთივე ფუნქცია გააჩნია, როგორიც თითქმის ჩამწვარ სანთელს, რომელიც ალს გადასცემს ახალ სანთელს.

რაც შეეხება კარმას, ბუდიზმში ეს ცნება შედარებით ბუნებრივი მხრიდან არის გაგებული: ახლიდან დაბადება არ არის დასჯის ერთ-ერთი მეთოდი, არამედ კარგი და ცუდი საქციელების ბუნებრივი შედეგია.



შიიტური ისლამი


შიიტური ისლამის მრავალ მიმდევარს დასავლეთ აზიიდან, კერძოდ ლიბანსა და სირიიდან, აქვთ რწმენა, რომ რეინკარნკარნაციასთან საერთოდ არაა კავშირში კარმა, არამედ ღმერთი ანაწილებს სულებს სხვადასხვა კატეგორიების მიხედვით ახალ სხულებში მანამ, სანამ არ დადგება განკითხვის დღე. მათ ასევე სჯერათ, რომ ახლიდან დაბადება ხდება წინა ცხოვრებაში გარდაცვლისთანავე, თანაც იმავე სქესის ადამიანში.



ანტიკური საბერძნეთი


მრავალი ბერძენი ფილოსოფოსის ნაშრომი იქნა შემონახული რეინკარნაციის შესახებ, მათ შორის სოკრატესა და პლატონის მოსაზრებები, რომლის მიხედვითაც ადამიანის სული არის უკვდავი, იგი არსებობდა დაბადებამდე და ასევე იბადება რამდენჯერმე; ყოველი სული ირჩევს მის შემდეგ ცხოვრებას, განვლილი პერიოდის გამოცდილების მიხედვით. თავდაპირველად არისტოტელეც იზიარებდა მისი მასწავლებლის, პლატონის ამ იდეას, თუმცა შემდგომში შეეწინააღმდეგა ყოველგვარ უკვდავებას და შექმნა ფილოსოფიის ახალი მიმდინარეობა - მატერიალიზმი.



ქრისტიანობა


რაც შეეხება ქრისტიანობას, ეს რელიგია ყოველგვარად უარყოფს სულის ახლიდან ჩასახლებას სხეულში, თუმცა ძველად, მრავალ ქრისტიანობის მიმდევარს, კერძოდ კი გნოსტიკთა ჯგუფის წარმომადგენლებს სჯეროდათ რეინკარნაციის მანამ, სანამ 553 წელს მეორე მსოფლიო საეკლესიო კრებაზე არ დაიგმო მრავალი ცრურწმენა, მათ შორის რეინკარნაციაც.



0
126
შეფასება არ არის
ავტორი:ირაკლი ხიზანიშვილი
ირაკლი ხიზანიშვილი
126
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0